გართობაუცნაური

ეს უცნაური ჩინეთი

b7976e800244

მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო – ჩინეთი უდაოდ საინტერესო ქვეყანაა, გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს რომელთა შესახებ შეიძლება არ იცოდეთ და საინტერესო იქნება თქვენთვის:

“ჰუმანური” სასჯელები

ორგანიზაცია Amnesty International-ის ინფორმაციით ჩინეთში მოქმედებაში მოჰყავთ სამჯერ უფრო მეტი სიკვდილით დასჯის განაჩენი, ვიდრე მთელს დანარჩენ მსოფლიოში. 2008 წელს წელს ჩინურ პრესაში დადასტურებული იქნა 1818 სიკვდილით დასჯის განაჩენი, ამას გარდა დასტურდება, რომ მათი უმეტესი ნაწილი მოქმედებაში მოჰყავთ პრესაში განაცხადის გარეშე. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ჩინეთში წელიწადში ხდება 6000 სიკვდილით დასჯა, ანუ 16 ადამიანი დღეში გამოსასვლელი დღეებისა და დღესასწაულების ჩათვლით.
ამ ქვეყანაში გარდა სიკვდილის დასჯის კლასიკური ფორმისა ფართოდ გამოიყენება ეგრეთწოდებული “სიკვდილის ავტობუსი”, სადაც ტუსაღი უკეთებენ სასიკვდილო ინექციას, რაც ოფიციალური პირების აზრით უფრო ჰუმანური, უსაფრთხო და საიმედოა, ვიდრე დახვრეტა (ჩინეთში ესეც გავრცელებული მეთოდია). ჩინეთში ასეთი გადასვლა ინექციაზე ითვლება ადამიანთა უფლებების დაცვის ნიშნად, ერთგვარ ჟესტად.

1b83ed10ffb3

ჩინეთი- ქრისტიანული ცენტრი

ჩინეთში დღესდღეობით არის დაახლოებით 54.000.000 ქრისტიანი, 40.000.000 პროტესტანტი და 14.000.000 კათოლიკი. შედარებისათვის 60 მილიონიან იტალიაში დაახლოებით 80 % არის ქრისტიანი, ესე იგი 47 მილიონი, ნაკლები ვიდრე ჩინეთში. მოულოდნელი ტენდენციაა.

ოლიმპიური ბავშვები

ოლიმპიური თამაშები, რომელიც გაიმართა ჩინეთში, სახელმწიფოსათვის იყო არა უბრალოდ ღონისძიება, არამედ ეს იყო ნაციონალური იდეა, რამაც ქვეყანა მოულოდნელ შედეგებამდე მიიყვანა. მაგალითისათვის 4100-ზე მეტ ჩინელ ბავშვს, რომლებიც დაიბადნენ 2000 წელს დაარქვეს “Aoyun”, რაც ნიშნავს “ოლიმპიურ თამაშებს”. ჩინეთი აპირებდა თამაშების გამართვას 2008 წელში და ასეთი ფორმით მშობლებმა გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ თავისი ქვეყნისათვის. ეს მხოლოდ ერთიერთი ვარიანტია, გარდა ამისა ათასობით ბავშვს დაარქვეს სხვადასხვა სპორტის სახეობის სახელი და ოლიმპიური ემბლემის სახელიც კი.

45 მილიარდი საკვების ჩხირი

ჩინეთში ყოველწლიურად გამოიყენება დაახლოებით 45.000.000.000 ერთჯერადი საკვების ჩხირები და შესაბამისად იყრება. მათი დამზადებისათვის იჭრება და გადამუშავდება 1.700.000 კუბური მეტრი ხე-ტყე. ანუ ეს არის 25.000.000 მოზრდილი ხე.

ჩინეთი – კონტრასტების ქვეყანა

ჩინეთში სიღარიბის ზღვარი ითვლება 1.25$- ზე ნაკლები შემოსავალი დღეში. 1981 წელს ასეთ შემოსავალზე ცხოვრობდა ჩინელების 64%, 2004 წლისათვის კი ასეთი ღარიბების რაოდენობა შემცირდა 10%-მდე, ანუ ნახევარ მილიარდზე მეტმა ჩინელმა შეძლო თავისი ცხოვრების დონის ამაღლება.

სად არის სუფთა წყალი?

ჩინთში ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის 20 %, ამასთან ამ სახელმწიფოში არის მტკნარი წყლის მარაგის მხოლოდ 7%. უფრო მეტიც, ქალაქის წყლის სათავის 90% , აგრეთვე მდინარეების 75% და ტბები სოფლის მიდამოებში არის მეტისმეტად დაბინძურებული. ასე, რომ 700.000.000 ჩინელი სვამს ბდაბინძურებულ “სასმელ” წყალს.

ჩინეთი – ნაყინის სამშობლო

რძისა და ბრინჯის გაყინული ნარევი “გამოგონებული” იქნა ჩინეთში ჯერ კიდევ ჩვენს წელთა აღრიცხვამდე მე-2 საუკუნეში, რაც გახდა ნაყინის წინამორბედი. აგრეთვე არქეოლოგების მიერ ნანახი იქნა ჭურჭელი ვერმიშელის ნარჩენებით, რომლის ასაკიც 4000 წელია, რაც იმის დამადასტურებელია, რომ მაკარონის ნაწარმის თავდაპირველი სამშობლო ჩინეთია და არა იტალია.

მეკობრეების ქვეყანა

ევროპაში ჩინეთი ითვლება კონტრაბანდული პროდუქციის ძირითად წყაროდ, 44% ყველა კომპაქთდისკებისა, რომელიც იყიდება ევროპაში არის ჩინური კონტრაბანდა, ამას მოსდევს სიგარეტები – 23%, ამ ჩამონათვალს აგრძელებს ტანსაცმელი და აქსესუარები – 10%.

ჩინური ჭირი

ჩინეთში დღემდე არის ჭირით დავადებების შემთხვევები, საშიში ინფექციური დაავადება, რომელსაც ევროპა ძალიან დიდი ხანია დაემშვიდობა. კარანტინი ერთერთ დასახლებულ პუნქტზე მოხსნილი იქნა მხილოდ 2009 წელს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებისაგან ქალაქში გარდაიცვალა 3 ადამიანი. ხოლო მას შემდეგ, რაც ერთ კვირის მანძილზე არ დაფიქსირდა არცერთი ახალი შემთხვევა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოეხსნა კარანტინი.

0bf859ffe3c7

ათი ნიუ-იორკი

მიუხედავად სიძნელეებისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა ქალაქების მოსახლეობა იზრდება ძალიან დიდი ტემპებით. თუ შენარჩუნდება თანამედროვე ზრდის ასეთი დინამიკა, მაშინ 2025 წლისათვსის ქალაქის მისახლეობა გაიზრდება 572 მილიონიდან 926 მილიონამდე. ხოლო მილიარდიანი ზღვარი გადაილახება 2030 წელს. 20 წლის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობა გაიზრდება 350 მილიონი ადამიანით. რაც უფრო მეტია ვიდრე მთელი ამერიკის მოსახლეობა. 2025 წლისათვის ჩინეთში იქნება 219 მილიონიანი ქალაქი. (ევროპაში ის მხოლოდ 35 -ია) და 24 ქალაქი 5.000.000-ზე მეტი მოსახლეობით. ამ დროისათვის ჩინეთში აშენდება 40.000.000.000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი. ანუ 5.000.000 შენობა, რომელთაგან 50.000 იქნება ცათამბჯენი, რაც შეადგენს 10 ნიუ-იორკს.

 

მსგავსი ამბები

Back to top button