გასართობისაკითხავისასარგებლო

ყველაზე საშიში ქვეყნები ტურისტებისათვის

2664e6bc0169

აპირებთ უცხოეთში მოგზაურობას, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ პოსტი, ეს შეიძლება არ იყოს უსაფრთხო თქვენთვის. ამერიკულმა ჟურნალმა Forbes შეადგინა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც საფრთხისმომცველია ტურისტებისთვის. იქ გამგზავრება რეკომენდებულია ან პროფესიონალი დაცვის თანხლებით ან რეკომენდებულია საერთოდ უარი თქვათ იქ გამგზავრებაზე. სწორია თუ არა ამ ქვეყნის ჟურნალის რჩევა, სადაც საქართველოც დასახელდა ერთ დროს ტურისტებისათვის საშიშ ქვეყნად? არ ვიცი, თუმცა ბევრი რამ მაინც გასათვალისწინებელია.

10 ადგილი: პალესტინა, ზიმბაბვე, დომინიკის რესპუბლიკა, კონგო, სუდანი, პაკისტანი, გაიტი, ავღანეთი, ერაყი და სომალი. საშიშროებებს შორის, რომელიც ელოდება ამ ქვეყნებში მოგზაურთა მსურველებს შეიძლება დავასახელოთ საომარო შეტაკებები, გატაცებები გამოსყიდვის მიზნით, მეკობრეების თავდასხმები და ნაღმები.

9 ადგილი: “შეუმჩნეველი” ქურდობის რაოდენობაში ბრიტანელი ექსპერტების გათვლებით ჩემპიონი გახდა ჩეხეთი. სწორედ აქ ხდება უამრავი ტურისტი ჯიბის ქურდების მსხვერპლი.

8 ადგილი: ისინი ვისაც აწუხებს ალერგია, ბრიტანელი სადაზღვეო კომპანიები ურჩევენ თავი შეიკავონ კარიბის ყურეში მოგზაურობიდან: ამ რეგიონში განსაკუთრებით მაღალია საფრთხე დაკბენილი იქნეთ ტროპიკული შხამიანი მწერების მიერ. ამასთან ექსპერტებმა დათვალეს 3 ათასზე მეტი შემთხვევა, როცა მათი კლიენტები ითხოვდნენ კომპენსაციას ზღვის მტაცებლების თავდასხმის შემდეგ.

7 ადგილი: ექსტრემის მოყვარულები, რომლებიც მიემგზავრებიან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უნდა იყვნენ ფრთხილად და ყურადღება მიაქციონ თავიანთ ნივთებს და აგრეთვე პირადი უსაფრთხოების დონეს. ეულად ექსკურსიები ამ ადგილებში მართლაც საშიშია.

6 ადგილი: ტაილანდში ბრიტანელების ინფორმაციით ხდება ყველაზე მეტი საავტომობილო ავარია, საკვები პროდუქტებით მოწამვლა და საყოფაცხოვრებო ქურდობა. აგრეთვე ტაილანდში არ არის რეკომენდებული საეჭვო ექსკურსიაზე დათანხმება, ხოლო ტაქსით გამგზავრებისას ყოველთვის უნდა ზუსტად გაარკვიოთ სწორად გაგიგოთ თუ არა მძღოლმა. დასალევად საჭიროა იყიდოთ ბოთლით წყალი და ამავე წყლით გარეცხოთ პროდუქტები და გამოიწმინდოთ კბილები.

5 ადგილი: ამ ადგილებში თქვენ უბრალოდ შეგჭამენ. გველებს ყოველწლიურად აქ მიაქვთ 15 ადამიანის სიცოცხლე, ძაღლებს -18, ხოლო ირმებს – 180. მათი მსხვერპლი ხდებიან ავტომძღოლები, რომლებიც იღუპებიან ავარიის შედეგად, რასაც იწვევს მსათთან შეჯახება.

4 ადგილი: ჩამონათვალში აგრეთვე შევიდა ადგილები სადაც ბინადრობენ ვენესუელური ანალკონდები, ინდონეზიური კომოდის ვარანები, ამაზონის პირანიები, ამრიკული გრიზლი და მექსიკური გიგანტური კალმარი.

3 ადგილი: კანადური პროვინციის მანიტობას სამხრეთ საზღვართან ბინადრობს უამრავი თეთრი დათვი. ხოლო ინდოეთის ნაციონალურ პარკში შეიძლება გადააწყდეთ ბენგალიურ ვეფხვ კაციაჭამიას.

2 ადგილი: მეორე ადგილი დაიკავა ავსტარლიურმა პარკმა კაკადუმ. აქ ტურისტები შეიძლება გადააწყდნენ ზღვის ნიანგებს, მსოფლიოს ყველაზე უფრო საშიშ რეპტილიებს. თუ თქვენ გაგიმართლათ და გადაურჩით ნიანგის კბილებს, მაშინ უახლოეს რესტორანში თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ სტეიკი ნიანგის ხორცისაგან.

1 ადგილი: პირველ ადგილზე აღმოჩნდა ქეიფთაუნის სანაპირო, აქ ბინადრობენ თეთრი ზვიგენები და მოგზაურებს შეუძლიათ გაემგზავრონ დაივინგ-ტურში რათა ნახონ ისინი ახლოდან. ხანდახან ნაპირზე ყველა მათგანი ვერ ბრუნდება. სხვათაშორის ფლორიდის უნივერსიტეტის გამოთვლებით, რომლებმაც გაანალიზეს სტატისტიკა 1990 წლიდან მოყოლებული, აშშ-ში მაგალითად ზვიგენი ხდება ადამიანის სიკვდილის მიზეზი უფრო ნაკლები ვიდრე 1 კაცი წელში. გამოდის, რომ ზვიგენები ნაკლები ზიანი მოაქვთ ადამიანებისათვის ვიდრე სხვა ცხოველებს.

 

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button
Close
Close