არქივი

რამდენიმე მითი ჯანმრთელი კვების შესახებ

6cdd1747e6d2

სწორ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისა და დღეგრძელებისათვის. ზოგჯერ ჩვენ გვაქვს არასწორი წარმოდგენა ჩვენს კვებაზე, თუ არა შეიძლება იყოს სასარგებლო და რა პირიქით, მოდით დღეს დავამსხვრიოთ ხალხში გავრცელებული ზოგიერთი მითი ჯანსაღი კვების შესახებ:

1. ის ვინც არ ჭამს ხორცს, ნაკლებს ავადმყოფობს და დიდხანს ცხოვრობს. ეს ასე არ არის, თუ თქვენ საერთოდ უარს იტყვით ხორცის ჭამაზე, პირიქით შეიძლება დაავადდეთ. კერძოდ შეიძლება დაგიავადდეთ გულსისხლძარღვთა სისტემა. ამასთან ხორცში შედის ჩვენთვის აუცილებელი А ვიტამინი. ცუდია რა თქმა უნდა ხორცის გადამეტებული მიღება , მაგრამ 100-150 გრამი ხორცი პირიქით წაადგება თქვენს ჯანმრთელობას.

2. უმი ბოსტნეული უფრო სასარგებლოა ვიდრე მოხარშული. ეს ყოველთვის ასე არაა. ზოგიერთი ბოსტნეული მართლაც კარგავს ხარშვისას ჩვენთვის სასარგებლო ვიტამინების ნაწილს, მაგრამ ზოგიერთი პირიქით, ხდება უფრო სასარგებლო. მაგალითად, კუჭის დაავადებების დროს მოხარშული სტაფილო კუჭს უხდება უფრო ეფექტურად, ვიდრე უმი. ხოლო ბადრიჯანი და ლობიო კი საერთოდ მხოლოდ მოხარშულ მდგომარეობაში უნდა ჭამოთ, უმ მდგომარეობაში ისინი უბრალოდ მავნეა თქვენი ჯანმრთელობისათვის.

3. თუ რძეს ააქვს მოცისფერო შეფერილობა, ის არ არის ნამდვილი და გაზავებულია რაიმეთი. ასე ფიქრობს ზოგიერთი ეჭვიანი მყიდველი და ცილს სწამებს გამყიდველებს ყალთაბანდობაში. სინამდვილეში მოცისფერო შეფერილობა ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ რძე არ არის ძალიან ცხიმიანი. ასეთი რძე კი მოუხდებათ იმათ ვინც უფრთხილდება თავის ფიგურას.

4. მსუქანმა ადამიანმებმა უნდა იშიმშილონ. ეს არ არის მართალი. ზედმეტი წონა მართალია დნება შიმშილობისას, მაგრამ შემდეგ უფრო სწრაფად იწყებს დაგროვებას. ამასთან დიდი ხნით შიმშილი იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. გაცილებით გონივრულია, შიგადა შიგ დაიცვათ სპეციალური დიეტა და არა უარი თქვათ ჭამაზე საერთოდ.

5. მარილი მავნეა ჯანმრთელობისათვის. ეს შეხედულება მცდარია. დიდი ხანია მარილი აკრძალული იყო იმათთვის ვისაც გული აწუხებს. ახლა კი თვლიან, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში. მთავარია ზომიერების დაცვა: 5-6 გრამი დღეში საკმაოდ საკმარისია. შენიშვნისათვის: ასეთ დოზას შეიცავს დაახლოებით 4 ცალი მჟავე კიტრი.

6. იმისათვის, რომ მოვკლათ მიკრობები წყალი უნდა ვადუღოთ. ეს არ არის სწორი შეხედულება, დუღილს არ შეუძლია მოკლას ყველა მოკრობი, რომ არაფერი ვთქვათ მძიმე მეტალებზე, ნიტრატებზე და პესტიციდებზე.

7. მსხვილად დაფქვილი ხორბლის პური უნდა ვჭამოთ რაც შეიძლება ხშირად. უმჯობესია ეს არ გააკეთოთ. ასეთი პური უდაოდ სასარგებლოა, მაგრამ არა დიდი რაოდენობით. თუ თქვენ ასე იქცევით დიდი შანსია რომ დაარღვიოთ საკვებისგადამამუშავებელი ტრაქტის მუშაობა.

8. გაყინული პროდუქტები არ შეიცავენ ვიტამინებს. სისულელეა! სწრაფი გაყინვისას პროდუქტებში ნარჩუნდება ვიტამინების დიდი პროცენტი და ძლებს უფრო კარგად. თუ ახალ ხილს და ბოსტნეულს შევინახავთ მაცივარში არაგაყინულ მდგომარეობაში ისინი დაკარგავენ გაცილებით უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებებს, ვიდრე პროდუქტები საყინულეში.

9. თირკმელი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. თირკმელში ბევრი ვიტამინი, მინერალები და ორგანიზმისათვის აუცილებელი რკინაა, მაგრამ ამის გარდა ის შეიცავს უამრავი რაოდენობით ცხიმს და ქოლესტერინს, რომელსაც ვერანაერად ვერ უწოდებ სასარგებლოს. ამასთან მაღაზიაში ნაყიდი თირკმელი შეიძლება სავსე იყოს საშიში ჰორმონებით და ქიმიკატებით, რომელიც ხვდება ცხოველების ორგანიზმში სკვებთან ერთად.

10. კეფირი კარგად ხსნის ბახუსს, იმიტომ რომ მასში არის ალკოჰოლი, მაგრამ ალკოჰოლის დოზა კეფირში იმდენად მცირეა, რომ მისი გახსენებაც არ ღირს. ერთი მწიფე მსხალი შეიცავს იმდენივე სპირტს, რასაც ერთი სათლი კეფირი.

11. რაც უფრო მჟავეა ლიმონი, მით უფრო მეტია მასში ვიტამინი С. არ არის მართალი! მჟავე გემო არ არის С ვიტამინის მაჩვენებელი. მაგალითად, სრულიად არა მჟავე ბულგარულ წიწაკაში, მარწყვში ან მწვანე ხახვში ეს ვიტამინი გაცილებით მეტია.

12. მსუბუქი მარგარინი უფრო სასარგებლოა, ვიდრე კარაქი. ეს არ არის სიმართლე! ერთ დროს მოდაში შემოსული ხელოვნურად შექმნილი მარგარინი სრულებითაც არა არის სასარგებლო, ხოლო ნატურალური კარაქი შეიცავს დიდი რაოდენობით ჩვენი ორგანიზმისათვის აუცილებელ ნივთიერებებს.

და ბოლოს, უბრალოდ ყველაფერი ზომიერებაში უნდა იყოს!

 

მსგავსი ამბები

Back to top button