გასართობისაკითხავიუცნაური

ამოუცნობი ალბერტ აინშტაინი

რა ვიცით ჩვენ რეალურად ამ კაცის შეასხებ? გარდა მასისა და ენერგიის ურთიერთკავშირის კანონისა “E = mc*c” და ფოტოსურათებისა, რომელზედაც ის გამოსახულია თმაგაჩეჩილი, მომღიმარი სახით. ყველა ნაამბობი აინშტაინის შესახებ აწყობილია მითებზე. თანამედროვე სამეცნიერო სამყაროში აინშტაინი გახდა პერსონაჟი, რომლის შესახებაც დღემდე დადის ლეგენდები. ზოგიერთ მათგანს ჩვენ დღეს დავამსხრევთ.

1. აინშტაინს სწამდა ღმერთის

აინშტაინი გახდა საზოგადო მოღვაწე მე-19 საუკუნის სამრეწველო და სამეცნიერო რევოლუციის ტალღაზე. კულტურასთან და ისტორიასთან დაკავშირებული იუდეურ-ქრისტიანული ტრადიციების ასპექტები დარვინამდე რჩებოდა შეუცვლელი, რომლის ბუნებრივი შერჩევის თეორია არ ემთხვეოდა 1930 წლამდე მყარად დამკვიდრებულ შეხედულებებს, ანუ მისი წიგნის ” სახეობათა წარმოშობის” გამოქვეყნებიდან 70 წლის შემდეგ.
აი რატომ არის გაურკვევლობა ამ საკითხში, სწამდა თუ არა მას ღმერთის.
უნდა ითქვას, რომ ის ყოველთვის გამოდიოდა “მისი” არსებობის ვერსიით. აინშტაინი გრძნობდა, რომ თავისი არსით მეცნიერებას მივყავართ შეცნობისაკენ “სამყაროს რელიგიური შეგრძნებისაკენ”.
ღმერთი მისთვის იყო ის, ვინც პასუხს აძლევდა მას სამყაროს არაჩვეულებრივი სიმეტრიის შესახებ.
თავის წერილში მაქს ბორნის (Max Born, გერმანელი ფიზიკოსი, კვანტური მექანიკის ფუნდამენტალური გამოკვლევებისათვის ნობელის პრემიის 1954 წლის მფლობელი) მიმართ, მან განსაზღვრა თავისი ხედვა კვანტური მექანიკის მიმართ, სწორედ ამ თვალსაზრისის საფუძველზე.
ერთერთი მისი წვლილი კვანტურ მექანიკაში იყო გაურკვევლობის ფაქტორი. ის ბორნს წერდა: “თეორია (ფარდობითობის ) ბევრ რამეს ხსნის, მაგრამ არანაერად არ გვაახლოებს ჩვენ მოხუცის საიდუმლოსთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არ ისროდა სათამაშო კენჭებს”.
მისი სიტყები გულისხმობს იმას, რომ:
ა) ვინმე ან რაიმე დგას სამყაროს შექმნის უკან,
ბ) სამყაროს შექმნა არ იყო შემთხვევითობა.

2. ეინშტაინმა უარი თქვა ისრაელის პრეზიდენტის პოსტზე

პრეზიდენტ ჰაიმა ვეიზმანის (Chaim Weizmann) სიკვდილის შემდეგ, 1952 წელს პრემიერმინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა (david Ben-Gurion) აინშტაინს შესთავაზა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი.
ისრაელის პრეზიდენტის პოსტი დღემდე რჩება ოფიციალურ თანამდებობად, რეალური ძალაუფლების გარეშე, რომელსაც ნიშნავს პარლამენტი (კნესეტი) ხმის უმრავლესობით. ეინშტეინი ძალინ მოხიბლული იყო ამ წინადადებით და მისწერა წერილი, რომელშიც ეწერა: ” მე დიდად მადლობელი ვარ ისრაელის სახელმწიფოს შემოთავაზებით, მაგრამ სამწუხაროდ და დიდი მოწიწებით უარი უნდა ვთქვა მასზე”.

3. აინშტაინი არასოდეს არ ჩაჭრილა მათემატიკის გამოცდაში

აინშტაინმა იცოდა რა არის წარუმატებლობა, ამიტომაც მას რომ ვერ ჩაებარებინა გამოცდა მათემატიკაში, ამას თავადვე აღიარებდა. ამის სანაცვლოდ, გამოთქმა “აინშტაინი ჩაიჭრა მათემატიკაში” გახდა თავისებური მითი – ერთერთი საშუალება აეხსნათ მისი უცნაურობები.
ეს იყო დაწერილი ზოგიერთ საგაზეთო სტატიებშიც.
ნუ დაიჯერებთ ამას! ვალტერ ისააკსონმა (Walter Isaacson) თავის წიგნში “აინშტაინი: მისი ცხოვრება და სამყარო”, მოიყვანა აინშტაინის პასუხი მსგავს შენიშვნაზე: “მე არასოდეს არ ჩავჭრილვარ მათემატიკაში. ჯერ კიდევ 14 წლისამ მე წარმატებით ავითვისე ინტეგრალების და დიფერენციალური ტოლობის გამოთვლები”
თუმცა კოლეჯის დამთავრების შემდეგ , მან ვერ შეძლო მიეღო სამსახური აკადემიაში, აი რატომ იმუშავა მან დიდი ხანი “შვეიცარიის საპატენტო ოფისში”.

4. აინშტაინი იყო მექალთანე

თუ ვიმსჯელებთ წერილების მიხედვით, რომლებიც გამოქვეყნდა 2006 წელს, მისი მეორე ქორწინების დროს (სხვათაშორის მის ნათესავზე) აინშტაინს ჰქონდა სულ მცირე ექვსი რომანი, მათ შორის კავშირი ჰქონდა მდივანთან და ერთერთ ქალთან სახელად ეტელ მიჩანოვსკისთან (Ethel Michanowski), რომელიც მას ისე აგრესიულად ახვევდა თავს, რომ ფიზიკოსის სიტყვებით “სრულიად ვერ აკონტროლებდა თავის საქციელს”.
ის გამოტყდა, რომ არ იყო გულგრილი თავისი გერის მიმართ. ახლა რთულია ყველა მისი გატაცების იდენტიფიცირება, ვინაიდან წერილებში ის ხმარობდა ინიციალებს.
მას იცოდა ქალებთან მიდგომა. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელმაც თავის პირველ ცოლს გაშორებისათვის შესთავაზა ფული, რომელიც მას რეალურად არ ჰქონდა (გულისხმობდა ფულს, რომელსაც ის იდეაში აიღებდა ნობელის პრემიის სახით). აინშტაინის ცოლი იყო ჭკვიანი ქალი და მიიღო მისი შეთავაზება.

5. აინშტაინი იყო “მანჰეტენის პროექტის” ერთერთი შემქმნელი, რომლიდანაც ის გარიცხეს

მიუხედავად იმისა, რომ ის იყო პაციფისტი, 1939 წელს აინშტაინმა ხელი მოაწერა წერილს პრეზიდენტ რუზველტისადმი, რომელიც ძირითადად შედგენილი იყო მეცნიერ ლეო ჯილარდის მიერ.
ამ წერილში ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ნაცისტების მეცნიერები შესაძლოა შეუდგენ ურანის საფუძველზე ატომური იარაღის შემუშავებას და დაწყებული აქვთ ატომის ბირთვის დაყოფის პროცესის გამოკვლევა (აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი მთლიანად დამყარებულია ფორმულაზე – E=mc*c), და რუზველტის ინტერესშია დაიწყოს მსგავსი გამოკვლევები.
ეს წერილი ითვლება “მანჰეტენის პროცესის” საფუძვლად – პროგრამის, რომლის დროსაც შეიქმნა ატომური ბომბი, რომელიც ჩამოაგდეს იაპონიაში 1945 წელს.
თუმცა 1939 წელს აინშტაინის აშშ-ს კომუნისტურ დაჯგუფებებთან კავშირმა არ მისცა მას საშუალება შემდგომი მონაწილეობა მიეღო საიდუმლო სახელმწიფო სამუშაობში.
ფებეერის მიერ შექმნილ საქმეში იყო 1940 წლით დათარიღებული ედგარ გუვერის ერთი წერილი, რომელშიც მოყვანილი იყო სამხედრო დეპარტამენტის მოთხოვნა ჩამოეშორებინათ აინშტაინი შემდგომი კვლევებიდან.
საინტერესოა, რომ ფაილში არის “ქალთა პატრიოტული კორპორაციის” მიერ დაწერილი გრძელი და უცნაური წერილი, რომელშიც ის დადანაშაულებულია “განუკითხაობის და ქაოსის შემოტანის” მიზნით ანარქიული იდეალების დამკვიდრებაში, თავისი ფარდობითობის თეორით, რომელსაც ავტორების მტკიცებით “არაფერი საერთო არ ააქვს ნებისმიერ პრაქტიკულ მეცნიერებასთან”

რატომ ინტერესდება ხალხი ანშტაინით
ალბერტ აინშტაინი არის პიროვნება, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში ძველებურად იწვევს ინტერესს, როგორც მეცნიერებში ასევე უბრალო ხალხშიც.
მშვიდობიანი თანაცხოვრება, ბირთვული იარაღის აკრძალვა, ომის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა – აინშტაინი ამ საკითხებით უფრო იყო დაკავებული ცხოვრების ბოლო წლებში , ვიდრე ფიზიკით.
ვინაიდან სამყაროს მისეული ინტერპრეტაცია არ წარმოადგენს საფრთხეს რელიგიური ორგანიზაციებისადმი, როგორიც იყო “ქალთა პატრიოტული კორპორაცია”, ის რჩება ადამიანის გონების ნიმუშად, აგრეთვე შთაგვაგონებს ახალ მიღწევებს, ვინაიდან მის მიერ დასმულ ბევრ ამოცანის გახილვას აგრძელებენ სამეცნიერო საზოგადოებები.
ვინაიდან აინშტაინი ყოველთვის იყო საზოგადოების ყურადღების ობიექტი, ზოგიერთი თვლის, რომ მისი მიღწევები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული და მომავალში მისი პიროვნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე ახლა.

 

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close