არქივი

მოდით წაიკითხეთ …

acb7d505b549

მიაჭირეთ გაგრძელებას…

….უკვე მეორე ბოთლი თეთრი ღვინო გავხსენი და ვატყობ უფრო გაბედული ვარ… მომიტევეთ რადგან ვწერ, რადგან მინდა რო ჩემზე დავწერო… რაც მტკივა რა მაწუხებს! ვიცი, გული მტკივა და სული მაწუხებს ალბათ. მე ერთი ამპარტავანი ადამიანი ვარ რომელიც ღმერთმა დასაჯა და სიყვარულისთვის არ იმეტებს! ვიცი ღირსიც ვარ და ისიც ვიცი რისი ბრალია ეს… ეხლა მე როგორც მექცევიან ასე და ამაზე უარესად ვექცეოდი გოგოებს… მოკლედ სრულიად ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ, სამსახურეობრივად მატერიალურად, ერთ-ერთ კომპანიაში თანამდებობაც მიკავია და თქვენ წარმოიდგინეთ (სიმპათიურიც ვარ) უბედურად ვგრძნობ თავს… ადამიანმა რო შემომხედოს იტყვის ამას რა უნდა სტკიოდეს ან უჭირდესო… ბევრი ალბათ შემომნატრის კიდევაც… ყელში მაქვს ამოსული ეს ერთჯერადი ურთიერთობები, ღამის კლუბები გართობა და ა.შ. ნუთუ ძნელია ვუყვარდე იმიტომ რო მე ვარ და არა იმიტომ ჩემს უკან რაღაც დგას. სითბო მინდა, სითბო რომელიც ჯერ არ მიგრძვნია. მინდა რო გულით მიყვარდეს, მძინარეს მოვეფერო, ვკოცნიდე და რო გაიღვიძებს ჩემს მაისურში ჩამძვრალს დილით საუზმე მივართვა, მინდა ყველანაირი სიგიჟე ჩავიდინო მისთვის… ეს ყველაფერი რო არ მაქვს იცით რისი ბრალია?! თავს რო არ ვუყადრებთ იმ ხალხს ვინც ჩვენთან ურთიერთობას ცდილობს, კი მესმის ხშირ შემთხვევაში ეს ძნელია მაგრამ მე მაინც ამ ამ აზრისკენ მივდივარ ბოლოს, ვიცი ჩემნაირად ბევრი გრძნობს თავს, ბევრია ჩემსავით სულიერად მარტო და გარემოცვით მდიდიარი, რომელ გარემოცვასაც აჩვენებს თავს თითქოს ყველაფერი აქვს და იდეალურად ცხოვრობს, ეს იმიტომ რომ, ისეთი ხალხია ჩემს გარშმო ამის თქმას და ლაპარაკს აზრი არ აქვს, შეიძლება მოგისმინოს ისე გელაპარაკოს თითქოს ესმის შენი, მაგრამ… მეორე დღეს არღარც ეხსომება რა მტკივა მე! მოდით ხალხნო ნუ ცოტათი მაინც შევიცვალოთ, ნუ ვართ სულ გადართული ამქვეყნიური მოსახვეჭელის ძიებაში! არაფერი არ გაგვყბა იქ… ერთმანეთს სითბო ვაჩუქოთ, გავუღიმოთ ქუჩაში ერთმანეთს, ზოგჯერ ქუჩაში ნაჩუქარი ერთი უბრალო ღიმილიც მაბედნიერებს ხოლმე, ვიდრე ათასი პირფერული მოსაფერებელი სიტყვა. მაპატიეთ, მაპატიეთ და კიდევ ერთხელ მაპატიეთ თუ ჩემი ნაჯღაპნით დაგამძმიეთ, ბედნიერი ვიქნები თუ ერთი ადამიანი მაიც რაღაცას შეცვლის ამის წაკითხვის მერე… მე აღარ ვიცი მოკლედ რა დავამატო ისე მაქვს სული ამ ბოღმით დამძიმებული რო ალბათ მალე მოვკვდები… გთხოვთ ნუ გამკიცხავთ ეცადეთ გამიგოთ.

P.S_ ეს პოსტი იმიტომ გამოვაქვეყნე რომ მაქვს სურვილი რომ ერთმანეთის დაცინვის გარდა , ერთმანეთს რამე რჩევა მისცეთ, გვერდში დაუდგეთ… ადამიანობა ჰქვია ამას… დაცინვაში და შეურაწყოფის მიყენებაში მაგრები ხართ… და ძალიან მაინტერესებს სხვა თუ შეგიძლიათ რაიმე.. რასაც ელემენტარული გაგება, თანაგრძნობა და მოსმენა ეწოდება. სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო არ უნდა იყოს! .რათქმაუნდა ყველას არ ეხება!!!,მაგრამ უმეტესობას! ასე რომ ვიტოვებ უფლებას და ამ პოსტს ვდებ ჩვენს საიტზე.
გმადლობთ ყურადღებისთვის – Wooden Monkey

მსგავსი ამბები

Back to top button