გასართობისაკითხავისასარგებლო

შავკანიანი გოგონა, რომელიც ისტორიაში შევიდა

de213298fb84

გაიცანით ამ გოგონას რომელსაც თქვენ სურათზე ხედავთ ქვია დოროტი ქლაუნტსი და შეიძლება ითქვას, რომ მან შეცვალა ისტორიის მსვლელლობა. ვინაიდან სწორედ დოროტი გახდა პირველი შავკანიანი მოსწავლე, რომელიც წავიდა სკოლაში სადაც ადრე მხოლოდ თეთრკანიანები საწავლობდნენ.

9f35d5f03dd0

1957 წლის 4 სექტემბერს ის გამოვიდა სახლიდან და წავიდა სკოლაში. თითქოს ამაში არაფერია უჩვეულო, მაგრამ ეს მაშინ არ იყო უბრალო საქმე, დოროტი იყო პირველი შავკანიანი მოსწავლე ქალაქ შარლოტის (ჩრდილოეთ კაროლინა) ჰარი ჰარდინგის სახელობის სკოლაში. სკოლაში სულ ახლახან იყო გამოცხადებული თეთრი და ფერადკანიანი ბავშვების ერთობლივი სწავლების შესახებ, მაგრამ გამოცხადება ერთია და ამის მიღება სრულიად სხვა.
სკოლაში მიმავალ გზაზე მის ირგვლივ შეიკრიბა აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი. ისინი უყვიროდნენ გოგონას: “წაეთრიე”, ესროდნენ ქვებს და აფურთხებდნენ. როცა პროცესია სკოლას მიუახლოვდა, მას შესასვლელთან დახვდა იმპროვიზირებული მიტინგი. სკოლის ეზოში იყო დიდი ვნებათა ღელვა. სკოლის მოედანზე სიტყით გამოდიოდნენ “თეთრკანიანი მოქალაქეების საბჭოს” ლიდერები, ჯონ ვარლიკი და მისი მეუღლე. აქტივისტი მისის ვარლიკი უყვიროდა მოსწავლეებს: ” მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გააგდოთ ის სკოლიდან” და მოუწოდებდა გოგონებს შეეფურთხებინათ ახალი მოსწავლისათვის.

3df7c0fd63b7

გოგონამ მოძებნა თავის თავში ძალა, ავიდა კიბეზე და შევიდა შენობაში. ასე დაიწყო ალბათ მის ცხოვრებაში ყველაზე უფრო გრძელი 4 დღე, როცა მოსწავლეები გაკვეთილებზე ამცირებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მას, ხოლო უფროსები კი ისეთ სახეს ღებულობდნენ თითქოს არაფერი ხდებოდა. რამდენიმე გოგონა, რომლებსაც დოროტი დაეხმარა გაკვეთილებზე, ბრბოს ზეწოლის შემდეგ ჩამოშორდა მას. დოროტის მშობლებს ურეკავდა ხალხი, “რომლებისთვისაც სულერთია არაა მათი შვილების ბედი” და მუქარით მოითხოვდნენ გაეყვანათ მათი შვილი “წესიერი დაწესებულებიდან”.

de213298fb84

ოთხი დღის შემდეგ მისტერ და მისის ქაუნტსებმა ვერ გაუძლეს ამ ყველაფერს და აღარ გაუშვეს გოგონა სკოლაში, იმის შიშით რომ თანაკლასელები დაუშავებდნენ მას რაიმეს. რამდენიმე ხანში ოჯახი გადავიდა პენსილვანიაში და დოროტი ისევ წავიდა სკოლაში.

5beb60b2b3ea

სეგრეგაცია (ფერადკანიანთა იძულებითი გამოყოფა თეთრკანიანებისაგან) უკვე დამთავრებული იყო, მაგრამ ხალხი ისე ებღაუჭებოდა თავის ჩვეულ წარმოდგენას ცხოვრებაზე, რომ მათ სწამდათ – ერთი 15 წლის გოგონას, სერიოზული გამომეტყველებით და თავის თავში არაბავშვური რწმენით შეეძლო ყველაფერი შეეცვალა. და ისისნი მარტალიც იყვნენ. ამ ისტორიამ დიდი რეზონანსი აიღო.

5afc1f549639

დოროტის არაფერი გმირული არ გაუკეთებია, არავის არაფრისკენ არ მოუწოდებდა, არ იყო მებრძოლი თავისუფლებისათვის, მას უბრალოდ უნდოდა ესწავლა იქ , სადაც უნდოდა. და ეცხოვრა ისე, როგორც ეს მას უნდოდა და არა ისე, როგორც ამას ითხოვდა მისგან ისინი, ვისაც მისი “არასწორი” კანის ფერი არ მოსწონდა. ზოგჯერ გმირობას ისეთი მცირე რამ სჭირდება… მხოლოდ არ გადაუხვიო გზიდან და არ შეგეშინდეს.
ამ ბოლო ფოტო დოროტის მშობლები ავარჯიშებენ იმაში, რომ ყუარდღება არ მიაქციოს მოსალოდნელ სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას, რომელიც მას სავარაუდოდ ელოდება სკოლაში. (თმების მოქაჩვა , სიგარეტის შებოლება და სხვა.)

699e8f7b8d62

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close