ინგლისში და ირლანდიაში არსებობდა პროფესია, რომელსაც ერქვა – Knocker-up ან Knocker-upper. მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ამისათვის სპეციალურად მომზადებული ხალხი აღვიძებდნენ ყველას ქალაქში, მაღვიძარა საათის ნაცვლად. ეს პროფესია დაიბადა სამრეწველო რევოლუციის პერიოდში და არსებობდა მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე. ამ სპეციალობას ითვისებდა ძირითადად ასაკოვანი ხალხი, მაგრამ ხანდახან დამატებითი გამომუშავებისათვის ამ მოვალეობას ასრულებდა ადგილობრივი კონსტემბლი (პოლიციელი). ხალხს აღვიძებდნენ გრძელი ბამბუკის ჯოხის ან ხელკეტის კაკუნით ფანჯრებზე, მაგრამ ხანდახან, რომ გაეღვიძებინათ მაღალ სართულებზე მცხოვრებლები, ფანჯარას ესროდნენ ცერცვის მარცვლებს.
მერი სმიტი ესვროდა მილით ცერცვის მარცვლებს მძინარე ინგლისელების ფანჯრებს და ამით გამომიმუშავებდა ექვს პენსს კვირაში.