არქივი

სენსაციური აღმოჩენა ჩინეთში

86bc63c400d3
მეოცე საუკუნის ბოლოს, ჩინეთში გობის უდაბნოს ტერიტორიაზე გაკეთებულმა აღმოჩენამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიაგნეს 4000 წლის წინანდელ მუმიებს, ხოლო საოცარი აქ ის იყო რომ მუმიებს ჩრდილო-ევროპული გარეგნობა ქონდათ.

ისტორია 1978 წელს და დაიწყო, ჩინელმა არქეოლოგმა ვანგ ბინგუსმა დაიწყო უძველესი ადგილების გამოკვლევა. ის მოგზაურობდა პროვინციებში და ეკითხებოდა ადგილობრივებს, სადმე ძველ ჭურჭლის ნატეხებს ან სხვა არტიფაქტებს ხომ არ პოულობდნენ. ,,ხინჯიანის” პროვინციაში წააწყდა ხალხს, რომლებიც იქვე მდებარე ადგილისკენ მიუთითებდნენ. ამ ადგილს ადგილობრივები წითელ მდელოს ეძახდნენ. აქ მან პირველი მუმია აღმოაჩინა.

45358db29f35
გათხრები გაგრძელდა და ნაპოვნი მუმიების რიცხვმა კიდევ უფრო იმატა. ისინი ემბრიონის პოზიციაში იყვნენ დაკრძალულები. სიმართლე რომ ითქვას, მათ ნამდვილ მუმიებს ვერ უწოდებდი რადგან ისინი ბალზამირებული არ იყო. ის მიწა, სადაც მუმიები აღმოაჩინეს გამორჩეული იყო კლიმატით. უდაბნოს ტემპერატურამ და მარილიანმა ნიადაგმა მუმიები ისე შეინახა, რომ მათ მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნებოდათ. ტანსაცმელიც კი შენარჩუნებული იყო.

მუმიები ქალაქ ურუმქის მუზეუმში გადაიტანეს. იმ პერიოდისათვის აღმოჩენილი მუმიების რიცხვი 113 იყო. მიუხედავად იმისა რომ არქეოლოგმა ვანგმა კიდევ სამი სასაფალო აღმოაჩინა, უსახსრობის გამო მათი გათხრა არ მოხდა.

91434bea8e92
მუმიების სახეები შესანიშნავად იყო შენახული. მათ ჰქონდათ ქერა თმები, დიდი თვალები და ევროპული ცხვირები. ჩინელებს მანამდე თვლიდნენ რომ ისინი ყველასაგან დამოუკიდებლად განვითარდნენ და რადგან ეს აღმოჩენა მათ წარმომავლობაში ეჭვს შეიტანდა, ცდილობდნენ ეს აღმოჩენა არ გამოექვეყნებინად.

8a1b1c53741f
ეს ტომები იმ პერიოდისათვის საკმაოდ განვითარებული იყვნენ. ერთ-ერთ მუმიას ეტყობოდა ნაიარევი, რომელიც ცხენის ძუით იყო გაკერილი, რაც ოპერაციების გაკეთების ჩანასახოვანი მეთოდების არსებობაზე მიუთითებს.

0becbaec0634
პირველი ადამიანი დასავლეთიდან, ვისაც მუზეუმში მუმიების ნახვის უფლება მიეცა დოქტორი ვიქტორ ამირი იყო, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩინური ენის მიმართულებას კურირებდა. მან მხოლოდ თვალის შევლება მოახერხა ამ ექსპონატებზე, ვინაიდან ჩინეთის მთავრობა დასავლელებს მუმიების გამოკვლევის უფლებას არ აძლევდა. საბოლოოდ მხოლოდ 1993 წელს მისცეს იტალიელ მეცნიერებებს მუმიების შესწავლის უფლება. მეცნიერებმა იმ დროისთვის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შეისწავლეს ექსპონატები და დაადგინეს რომ ამ მუმიების ასაკი 4000-2000 წლებს შორის მერყეობდა. ეს ადამიანები ბრინჯაოს ხანიდან იყვნენ, და ყველაზე მეტად სკანდინავიური ან გერმანული წარმოშობის უნდა ყოფილიყვნენ. როგორც ჩანს ისინი ადგილობრივ ხალხს კარგად შეეწყვნენ და მათი ტრადიციებიც აითვისეს. საოცარია ის ფაქტი რომ 4000 წლის წინ ამ ტომმა ჩრდილო-დასავლეთ ევროპიდან ჩინეთამდე იმოგზაურა და თან თავისი ტრადიციებით შეინარჩუნა.

P.S. ყველაზე საოცარი კი ის ფაქტია, რომ იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი ლაპარაკობს ენაზე, რომელსაც ,,ტორჩარიანი” ქვია და ეს ენა ყველაზე ახლოს გერმანულ და კელტურ ენებთან დგას.
ab33a3df99d5

მსგავსი ამბები

Back to top button