არქივი

ბაირონის ქალიშვილი

fe63efdb0694

მართალია, ბაირონის მეუღლე, ყოფილი მის მილბანკი- შეუღლებიდან ერთი წლის შემდეგ გაშორდა ქმარს და მათ ასულს- ადას – მამა არ უნახავს, მიუხედავად ამისა, დიდ პოეტს და მის ქალიშვილს მაინც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.

„თუმცა შენ ვერასოდესმნახავ და ჩემდამი სიძულვის გასწავლიან, ვიცი, რომ მაინც გეყვარები“ – მიმართავდა ბაირონი თავის ასულს. ეს წინათგრძნობა ასრულდა.

726c3944e389

თავისი მეუღლის მეგობარს გრაფინია ჯიუკოლის ბაირონი ეუბნებოდა: „მართალია, ადას დედამ იხილა თავისი ქალიშვილის ბავშვობისა და ახალგაზრდობის ღიმილი, მაგრამ მისი ქალური ცრემლები მე მეკუთვნის“. ესეც გამართლდა.

ლორდ ბაირონის სიკვდილის შემდეგ პოლკოვნიკი ვილდმანი, რომელმაც მისგან მემკვიდრეობით მიიღო ნიუსტედის სააბატო (ლორდ ბაირონმა საგვარეულო ციხედარბაზი „ნიუსტედის სააბატო“ გაყიდა გარდაცვალებამდე 7 წლით ადრე, 1817 წელს, – ს. ნ.). ერთხელ საზოგადოებაში შეხვდა პოეტის ქალიშვილს და მიიწვია იგი თავის ციხე-დარბაზში, რათა ენახა ადგილი, სადაც ერთ დროს მამამისი ცხოვრობდა. ადა (ლედი ლოვლასი) გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ეწვია ვილდმანს. პოლკოვნიკმა სააბატოს დიდ ბიბლიოთეკაში წაუკითხა მას ბაირონის რამდენიმე ცნობილი ლექსი.

„რა კარგია, – თქვა ადამ – ვინ არის ლექსების ავტორი?“

– ავტორი… უპასუხა ვილდმანმა – აი, იქ კიდია მისი სურათი, და მითითა ბაირონის პორტრეტზე, რომელიც ბიბლიოთეკაში ეკიდა. შემდეგ კიდევ წაიკითხა რამდენიმე ლექსი.

გაოცებული ლედი ლოვლასი ხმას არ იღებდა.

bb8314117880

– არ გეგონოთ, რომ ვაჭარბებდე, – თქვა მან, – მაგრამ მე ყოველთვის სრულ გაუგებრობაში მაგდებდნენ ყოველივე იმის მიმართ, რაც მამაჩემს ეხებოდა.

მამის ხელნაწერი ლედი ლოვლასს პირველად გამომცემელმა მურეემ აჩვენა.

ამის შემდეგ ლედი ლოვლასი განსაკუთრებული გრძნობით ეკიდებოდა ყოველივეს, რაც მამამისთან იყო დაკავშირებული. ადას უყვარდა საათობით ყოფნა იმ ოთახში, სადაც ცხოვრობდა მამამისი და სადაც ინახხებოდა მისი ნივთები. ის იძინებდა მამის საწოლ ოთახში და ხშირად ფიქრობდა მის უცნაურ ბედზე. ცხოვრების სხვა ყოველგვარმა სიამოვნებამ მისთვის ფასი დაკარგა. ადას არ შეეძლო დამშვიდებულიყო, რადგან დაკარგა ის, რაც არასოდეს ენახა და რაც ასე მხურვალედ უყვარდა. იგი მიხვდა, რომ მოაკლეს უდიდესი სიკეთე – კეთილშობილი და სულგრძელი მამის სიყვარული.

ლედი ლოვლასი დაავადდა და ვეღარ მომჯობინდა. მან პოკლოვნიკ ვილდმანს მისწერა ბარათი და სთხოვა დაესაფლავებინათ მამის გვედით გუკვალის პატარა ეკლესიასთან. „დიახ, წერდა ის, მე მინდა დავიკრძალო იქ, არა დედის, არამედ მამის გვერდით, რომელსაც მე ასე ვუყვარდი და რომლის სიყვარულიც არ მასწავლეს. დაე, საფლავთა ეს სიახოვე იყოს სიმბოლო ჩვენი სულების უკვდავებისა“.

2dd468a0e242

ლედი ლოვლასს თხოვნა შეუსრულეს. ჯორჯ ბაირონის ერთადერთი ქალიშვილი ადა დაიბადა 1815 წელს. იგი ცოლად გაჰყვა გრაფ უილიამ ლოვლასს. ადა გარდაიცვალა 1852 წელს 37 წლის ასაკში. დარჩა ორი ვაჯი და ერთი ქალიშვილი.

fe63efdb0694

manowar

I'm new here
იხილეთ ასევე
Close
Back to top button