არქივი

აჯანყება ,,ამისტადზე”

51a3d8a4e020
ამისტადის აჯანყება 1839 წელს მოხდა, საკმაოდ დიდი ხნის წინ, მაგრამ ეს ამბავი დღესაც ხიბლავს ადამიანებს. ამ ფაქტს არაერთი წიგნი და ფილმი მიეძღვნა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა მონებით ვაჭრობის ისტორიაში, რადგან გემ ,,ამისტადზე” მომხდარი აჯანყების შემდეგ ადამიანებმა მონებით ვაჭრობას სხვანაირი თვალით შეხედეს. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა აფრიკელი მონებით ვაჭრობის საწინააღმდეგო მოძრაობის დაბადება.

1839 წლის 28 ივნისს ესპანურმა ხომალდმა ,,ლა ამისტადმა” ჰავანადან გეზი პუერტო რიკოს ახალი პლანტაციებისაკენ აიღო, სადაც მონები უნდა გაეყიდათ. გემზე 45 კაცი და 4 ბავშვი იმყოფებოდა. მძიმე მგზავრობის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ ოთხმა აფრიკელმა მონამ მოახერხა ბორკილებიდან თვის დაძვრენა, ისინი ფარულად აძვრენ გემბანზე და კონსერვის გასახსნელად განკუთვნილი დანები მოიპარეს. მონებმა მოკლეს კაპიტანი და გემზე კონტროლი დაამყარეს.
d38afafa9866
აჯანყებულებმა დააპატიმრეს 2 ადამიანი, რომლებით თავს მონების მფლობელებად აცხადებდნენ, ესენი იყვნენ ჟოზე რუისი და პედრო მონტესი. მონებმა ბუნებრივია არ იცოდნენ გემის მართვა და ესპანელებს უბრძანეს გემი აფრიკისკენ წაეყვანათ. პედრო მონტესი ყოფილი სავაჭრო გემის კაპიტანი იყო, მან განიძრახა აფრიკელების მოტყუება. გემს ჯერ აფრიკისკენ ააღებინა კურსი, ხოლო ღამით ყველასაგან შეუმჩნევლად გემი ჩრდილო-დასავლეთისკენ შეატრიალა, იმ იმედით, რომ კარიბის კუნძულების ან ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს ახლოს ჩაივლიდნენ და ვინმე მათ გადაარჩენდათ.
26e331a4cdf1
83d4b554ee2f
რვა კვირიანი მგზავრობის შემდეგ ა.შ.შ-ს სამხედრო ფლოტმა დააკავა ამისტადი ლონგ აილენდთან, და წაიყვანა ახალ ლონდონში, კონეკტიკუტის შტატში. სასამართლოს დაწყებამდე კი მონები ციხეში ჩასვეს.
49900792f162
ესპანელი დიპლომატები და ასევე ამერიკელი მონათმფლობელები ელოდნენ, რომ სასამართლო მონებს მკვლელობებისათვის, აჯანყების მოწყობისა და გემის გატაცებისათვის სიკვდილით დასჯიდა, მაგრამ გამოჩნდა ადამიანების ჯგუფი – აბოლიციონისტები, რომლებით აფრიკელების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ამ ყველაფერმა სერიოზული დაპირისპირებები გამოიწვია ამერიკელებსა და ესპანელებს შორის.
f49383816dc5
ამ სასამართლო პროცესმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამერიკაში. აფრიკელი მონების სასამართლო პროცესები დეტალურად შუქდებოდა გაზეთების: თაიმსისა და ნიუ-იორკ სანის გვერდებზე. საქმე იქმდეც მივიდა რომ პრეზიდენტის – ჯონ ადამსის დონეზე მიმდინარეობდა განხილვები მონებთან დაკავშირებით.

8bd37f663976

ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ საბოლოოდ მონები გაათავისუფლეს, და 1839 წლის ნოემბერში აფრიკაში დააბრუნეს.

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button