უცნაური

ხომალდი მოჩვენება – მფრინავი ჰოლანდიელი

da183e24e9b1

ხომალდი მოჩვენება – ეს არის გემი , რომელიც ზღვაშია , მაგრამ მას არ ყავს ეკიპაჟი ან მისი ყველა წევრი მკვდარია.უფრო ხშირად ეს ტერმინი მითებში და ლეგენდებში გამოიყენება , მაგრამ არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტებიც…

52bc3351e273

მფრინავი ჰოლანდიელი

რათქმაუნდა ყველაზე ცნობილი ხომალდი მოჩვენება ”მფრინავი ჰოლანდიელი” , რომელიც როგორც წესი მეზღვაურთათვის უბედურების მომტანია და მას ძირითადად შორიდან ხედავენ ხოლმე.

ლეგენდის თანახმად , 1641 წელს მფრინავი ჰოლანდიელის კაპიტანი იყო ფილიპ ვან დერ დაკენი , რომელიც აღმოსავლეთ ინფოეთიდან მოემგზავრებოდა მის ხომალდზე კი ახალგზარდა შეყვარებული წყვილი იყო. ქალბატონი კაპიტანს დააკვირდა რის გამოც ფილიპმა მისი საქმრო მოკლა და ამ ქალბატონს ცოლობა შესთავაზა, თუმცა იგი გემიდან გადახტა ხომალდი კი ”კეთილი იმედის” კონცხისკენ გაეშურა , კაპიტანმა მისი შემოვლა გადაწყვიტა მიუხედავად იმის , რომ ძლიერი შტორმი იყო . გემის ეკიპაჟი იძახდა ,რომ ასეთი განსაცდალი მათ ახალგაზრდა წყვილის მოკვლის გამო დაატყდათ თავს, მათი აზრით ამ დროს უმჯობესი გაჩერება და სადგურისკენ წასვლა იყო , ფილიპმა კი დახოცა ყველა ვინც ამ აზრს დაეთანხა და თქვა , რომ ისინი შემოუვლიდნენ კონცს მას მთელი უსასროლობაც რომ დასჭირვებოდა.სწორედ ამ სიტყვებმა გამოიწვია წყევლა , რომლის გამოც კაპიტანს თავის უკვდავ ეკიპაჟთან ერთად მიწაზე დაბრუნება არ შეუძლია.

7a457f1d278f

ლეგენდის სხვადასხვა ვერსიის მიხედვით წყევლის ახსნა შეუძლია სიყვარულს , ანუ თუ კაპიტანს ქალბატონი მისი ნებით დათანხმდება ცოლობაზე მაშინ წყევლა გაქრება,მაგრამ ფილიპს ნაპირზე გადმოსვლა მხოლოდ ათ წელიწადში ერთხელ შეუძლია.

არსებობს მეორე ვერსიაც , რომლის მიხედვითაც საკმარისია მფრინავი ჰოლანდიელის ეკიპაჟიდან ვინმემ წარმოთქვას ერთი სიტყვა და მაშინვე მათი საუკუნოვანი ტანჯვა დამთავრდება.

ლეგენდის შექმნიდან მოყოლებული მეზღვაურებს ყოველთვის ეშინოდათ ამ ამბის და ყველა გემის კატასტროფას მას უკავშირებდნენ . არსებობდა ვერსია , ვინც მფრინავ ჰოლანდიელს დაინახავდა იგი ნაპირამდე მიღწევას ვერ მოახერხებდა გადარჩენისათვის კი საჭირო იყო მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა , რომელიც კვლავ არავინ იცოდა.

Back to top button