არქივი

სააზროვნო

ec76f0cb568f
რამდენიმე გამოცანა, თან გახალისდებით და თან ტვინსაც გაავარჯიშებთ

1) 1+1=10 სწორია თუ არა?

2)ვერტმფრენის ავტოპილოტი დააპროგრამეს ისე,რომ ვერტმფრენმა იფრინა ზუსტად 100 კილომეტრი ჩრდილოეთისაკენ,100 კილომეტრი აღმოსავლეთისაკენ,100 კილომეტრი სამხრეთისაკენ და ბოლოს 100 კილომეტრი დასავლეთისაკენ. აღმოჩნდა,რომ ამ მარშუტის გავლის შემდეგ ვერტმფრენი საწყის წერტილში ვერ დაბრუნდა. რატომ მოხდა ასე?

3)გიორგი აქვს ჯაჭვი,რომელსაც 7 რგოლი აქვს. პირატი ითხოვს,გიორგიმ მას თითო რგოლი გადაუხადოს თითო თამაშზე. შესაძლებელია თუ არა და როგორ?

4) მონადირემ ნადირობისას შეამჩნია, რომ მას სამხრეთის მხრიდან დათვი უახლოვდებოდა. მონადირე გაიქცა პირდაპირ ჩრდილოეთისაკენ.დათვი გამოეკიდა. ცოტა ხანსჰი მონადირე გაჩერდა,ისროლა თოფი ჩრდილოეთისაკენ და მოკლა ეს დათვი. რა ფერის იყო დათვი?
(შეიძლება ეს კითხვა უაზროდ მოგეჩვენოთ მაგრამ ამ ამოცანას აქვს პასუხი)

5)წარმოვიდგინოთ,რომ 100 კილომეტრი სიგრძის სწორ გზაზე გადაჭიმულია თოკი(თოკის ბოლოები დამაგრებულია გზის ზედაპირზე).წარმოვიდგინოთ ასევე,რომ თოკს ჩავაკერეთ 1 მეტრი სიგრძის თოკი დამატებით(ანუ თავდაპირველი თოკი დავაგრძელეთ 1 მეტრით),მერე მოვკიდეთ ხელი თოკის შუა წერტილს და ავქაჩეთ იგი ზემოთ ვერტიკალურად.გაეტევა თუ არა ამ თოკის ქვეშ მატარებელი?

წყარო: ამირან ამბროლაძის წიგნი

მსგავსი ამბები

Back to top button