გასართობისაკითხავისასარგებლო

გამოთქმები ფეხბურთზე — სახალისოც და საინტერესოც

stock photo a laptop is connected to the blue word football watching football or soccer online a fancy 46673476

ფეხბურთი – ეს არის სპორტის სახეობა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სახეობად ითვლება. მრგვალი ბურთის ოსტატებმა გამოიგონეს თამაში, რომელმაც ჩვენი საზოგადოების ყველა ფენა “დააჰიპნოზა” – დაწყებული უბრალო მუშიდან, გაგრძელებული ჩვეულებრივი მაცხოვრებლით და დამთავრებული მსოფლიოში აღიარებული გენიოსებით.

ახლა კი გვინდა, ერთად გადავხედოთ სხვადასხვა ცნობილი ადამიანის მიერ წარმოთქმულ ფრაზებსა თუ მოსაზრებებს ფეხბურთის შესახებ.

1. ერთხელ, ინგლისის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალან შირერმა თქვა: ”წარუმატებლად მოემზადეთ? წარუმატებლობისთვის უნდა მოემზადოთ”. სიტყვების მშვენიერი თამაშია, ვერაფერს იტყვი.

2. ფეხბურთისადმი სიყვარული ინტელექტუალებსაც გააჩნდათ და მაგალითად, ჟან პოლ სარტრმა ერთხელ, ასე იხუმრა: ”ფეხბურთში ყველაფერი იმიტომაა გართულებული, რომ მოწინააღმდეგე არსებობ”.

3. ოსკარ უაილდი: ”ფეხბურთი არის კარგი თამაში ისეთი გოგონებისთვის, რომლებიც უხეშად ითვლებიან და არა ისეთი ბიჭებისთვის, რომლებიც დელიკატურნი არიან”.

4. ”მექანიკური ფორთოხლის” ავტორი ენტონი ბერჯისი ფეხბურთზე ძალიან მაგრად გახლდათ შეყვარებული: ”ბიბლიაში წერია: ხუთი დღე სამუშაოსთვისაა განკუთვნილი, მეშვიდე ღმერთის გახლავთ, აი, მეექვსე კი ფეხბურთის დღეა”!

5. ურუგვაელმა ჟურნალისტმა ედუარდო გალეანომ ასეთი ძალზე საინტერესო თეზისის ჩამოყალიბება მოახერხა: ”კაცმა ცხოვრებაში შესაძლოა, პოლიტიკური პარტია, რელიგია ან სულაც ცოლი შეიცვალოს, რასაც ვერ გაუბედავს საფეხბურთო გუნდს”.

6. ალბერ კამიუსისთვის კი ფეხბურთი ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სპორტის სახეობა, რასაც ეს გამონათქვამი ამტკიცებს: ”ადამიანის მორალურობასა და პასუხისმგებლობაზე ყველაფერი ფეხბურთიდან შევისწავლე”.

7. ”1984”-ისა და ”ცხოველთა ფერმის” ავტორი ჯორჯ ორუელი სანაკრებო ფეხბურთს თავისებურად განიხილავდა: ”სანაკრებო ფეხბურთი არის ომის გაგრძელება, რომელიც სხვა საშუალებებით ხდება”.

8. ლეგენდარული ”ლივერპულის” ლეგენდარულ მწვრთნელ ბილ შენკლის მოსისხლე მტერ ”ევერტონის” დაცინვა მაგრად უყვარდა ხოლმე: ”როდესაც უსაქმოდ ვარ, ჩემპიონატის ცხრილის ქვედა ნაწილში ვიხედები, რადგან მინდა გავიგო ხოლმე, ”ევერტონი” რას შვრება”.

9. ასევე შენკლის ეკუთვნის ეს გამონათქვამიც: ”ამ დიდ ქალაქს ორი დიდი გუნდი ჰყავს: ”ლივერპული” და მისი რეზერვისტები”.

10. კვლავაც შენკლი: ”ზოგი ამბობს, რომ ფეხბურთი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაოო… რას ამბობთ, ეს ამაზე მნიშვნელოვანია”!

11. ლივერპულელ ლეგენდაზე კიდევ უფრო არანაკლებ ხუმარა კიდევ ერთი ლეგენდა ჯორჯ ბესტი გახლდათ, რომელსაც, მოგეხსენებათ, ალკოჰოლურ სასმელებთან ხშირი ურთიერთობა გააჩნდა, რაც შემდგომ ძვირი დაუჯდა, თუმცა სიცოცხლეში ”მანჩესტერ იუნაიტედის” 7-იანი ამის შესახებ მუდამ ხუმრობდა: ”1969 წელს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი 20 წუთი იყო — თავი ქალებსა და ალკოჰოლს დავანებე”.

12. აი, ჯორჯ ბესტის კიდევ ერთი სახალისო გამონათქვამი: ”მხოლოდ მაშინ არ ვეტანები სასმელს, როდესაც მძინავს”.

13. ალკოჰოლების გარდა, ბესტს სხვა საკითხზე ხუმრობაც უყვარდა: ”ერთხელ, ”გაზას” (პოლ გასკოინი) ვუთხარი, შენი ნომერი მაისურზე უფრო დიდია, ვიდრე მისი IQ, მან კი ასეთი კითხვით მიპასუხა: ”IQ რა არის?”

14. ”მანჩესტერის” კიდევ ერთი ლეგენდარული 7-იანი ბესტზე: ”პირველივე ვარჯიშის დროს, სამოთხეში ჯორჯ ბესტმა თავის საყვარელ მარჯვენა ფლანგზე მარცხენაფლანგელ ღმერთს თავბრუ დაახვია. ძალიან მინდა, ჩემი ადგილიც გამონახოს გუნდში… რა თქმა უნდა, ბესტმა, ღმერთმა კი არა”. აბა, ვინ თქვა ეს?

15. სანამ ფიქრობთ, მის მეორე ფრაზასაც გაგაცნობთ: ”ჩემს კარიერაში საუკეთესო მომენტი? ეგეთი ბევრია, მაგრამ ყველაზე მაგარი მაინც ის დღეა, როდესაც იმ ტიპს ტრიბუნაზე გვარიანი წიხლი ვუთავაზე”. ახლა მაინც არის გასაგები, ვინ არის და რა ინცინდენტზეც საუბრობს?

16. მაინც ვერ ხვდებით? ტვინს ნუღარ დაიჭყლეტთ და ეს ერიკ კანტონა გახლდათ, რომელიც ”კრისტალ პალასის” ფანისთვის წიხლის ჩარტყმაზე საუბრობს, რის გამოც ფრანგმა 7-თვიანი დისკვალიფიკაცია აირტყა.

17. კიდევ ერთი საინტერესო ცნობა კანტონას შესახებ ის არის, რომ 19 წლის ასაკში, საფრანგეთში თამაშისას მატჩის შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის ერთბაშად 7 ფეხბურთელს გაეკიდა საცემად — 3 საავადმყოფოში აღმოჩნდა, დანარჩენებმა კი გაქცევა მოახერხეს.

18. იოჰან კრუიფის ეს გენიალური ფრაზა ამტკიცებს იმას, რომ ”მფრინავ ჰოლანდიელს” იტალიელთა სათამაშო სტილი მაგრად არ უყვარდა: ”იტალიელები ვერასდროს მოგიგებენ, მაგრამ შენ მათთან, შეიძლება წააგო”.

19. ”ბარსელონას” ყოფილ თავდამსხმელ ხრისტკო სტოიჩკოვს მადრიდის ”რეალის” გაგონებაც არ სურდა: ”როდესაც ”რეალის” სახელის ხსენება მესმის, გულისრევის შეგრძნება მეწყება”. ( რეალის ფანი ვარ მაგრამ დასაწერი იყო ))) იმედია გამიგებთ :D )

20. სადაც ”რეალი” და ”ბარსა” ვახსენეთ, იქ ორივე გრანდში მოთამაშე გენიალური რონალდო რომ არ გავიხსენოთ, არაფრით შეიძლება და მით უმეტეს, რომ მან ერთხელ გენიალური რამ თქვა: ”იცით, რატომ წავაგეთ? იმიტომ, რომ ვერ მოვიგეთ”…

21. ყველას გვახსოვს არიგო საკის გენიალური ”მილანი”, მაგრამ ფეხბურთელობისას იგი სუსტი გახლდათ, რაზეც საკიმ ასეთი რამ თქვა: ”კარგი ჟოკეი რომ გახდე, არაა აუცილებელი, იყო კარგი ცხენი”.

22. ეს არის სავარაუდოდ, საუკეთესო ფრაზა, რომელიც გლაზგოს დერბის შესახებ გამოთქმულა: ”ათეისტის გლაზგოური დეფინიცია: ადამიანი, რომელიც მიემართება ”რეინჯერსი”-”სელტიკის” მატჩზე, რათა ფეხბურთს უყუროს”.

წყარო : http://www.geosports.ge

თეგები

kobra

.....

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close