მისტიკასაკითხავიუცნაური

მოჩვენებები და რადიაცია

მოგესალმებით ჩემო საყვარელო უცნაურელებო.უკვე დიდი ხანია პოსტი არ

დამიდია ამ საიტზე.როგორც იქნა,მუზა მომივიდა და აი ისიც!! მისი უდიდებულესობა

ფიურების ოჯახის საფლავზე აუგუსტში( აშშ,ჯორჯიის შტატი) ყოველ ღამე ერთ-ერთი საფლავის ქვა საინტერესო მწვანე შუქს გამოსცემს. ეს ყველაფერი ერთსა და იმავე დროს ხდება.საფლავთან დაფიქსირებულია რადიაციის მაღალი დონე.პარაფსიქოლოგებს მიაჩნიათ,რომ ზუსტად რადიაციაა მოჩვენებების გაჩენის მთავარი მიზეზი.

გაირკვა,რომ ფიურების ოჯახის ბოლო წევრმა,სახელად ჯოზეფინამ,რომელიც გარდაიცვალა 1899 წელს,მოწამლა საკუთარი ორი ძმა და თავიც მოიკლა.ცნობილია,რომ მოწამლულები ნელა კვდებოდნენ.მათ ჰქონდათ მაღალი ტემპერატურა და სუსტად გრძნობდნენ თავს.

“ეს სიმპტომები ტიპობრივია სხივობრივი დაავადებისთვის,როდესაც ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იღებს სუსტ რადიოაქტიურ გამოსხივებას, – ამბობს ფიზიკოსი მარკ რასეტი,რომელიც ფენომენს იკვლევდა,- შეიძლება მკვლელი თავის მსხვერპლს დიდი ხნის განმავლობაში ურანულ მარილს აჭმევდა.”

არსებობს მაგალითი.1812 წლის შემოდგომაზე მოხდა ფრანგებისა და რუსების ბრძოლა იმ ადგილზე,სადაც ახლა პერედელკინოს რკინიგზის სადგური მდებარეობს.რუსულმა არმიამ გაიმარჯვა, ორი ათასი ფრანგი მებრძოლი კი,რომელიც იმ ბრძოლაში დაიღუპა, დამარხეს იქვე მდებარე ტყესთან.

ყორღანების ირგვლივ მკვდარი ხეებია,რომლებიც იზრდებიან დაახლოებით 150-200 მეტრის სიგრძეზე სამხრეთიდან ჩრდილოეთის მომართულებით და ქმნიან არასწორი ფორმის ელიფსს.მკვდარი ტყის შუა ნაწილში არის ბალახით დაფარული მდელო,სადაც არის საფლავები.საფლავები სიმაღლის მიხედვითაა,ზოგი 6 მეტრი,ზოგი- 5,ზოგიც- 3,5.

ბალახი ძალიან მწვანეა,არაბუნებრივი მწვანეც კი.მსგავსი რამ მხოლოდ რადიოაქტიურ ზონებში ხდება.სხვათა შორის,სხვა არაფერი იზრდება ამ ტყეში და არც ცხოველები ბინადრობენ.

ამ ტყესთან ახლოს მცხოვრები ადამიანები ფსიქოლოგიურ დისკომფორტს განიცდიან.ისინი გრძნობენ შიშს და გაქცევა უნდებათ.ისინი,ვისაც ჰყოფნის გამბედაობა უფრო დიდხანს დარჩეს,შემდგომში დაღლილობის გრძნობა უჩნდებათ.

კიდევ ჰყვებიან მოძრავ სილუეტებზე,რომლებიც მზეს ეფარებიან.ხანდახან გრძნობენ,როგორც “ცურავს” ბალახზე რაღაც უჩინარი.ასევე ხშირია შეგრძნება,რომ ვიღაც დაჟინებით გიყურებს.ერთ-ერთ მკვლევარს,რომელიც ამ მდელოზე იმყოფებოდა,რაღაც წუთების განმავლობაში ჩრდილი გაუქრა.

ამ საფლავების გათხრის შედეგად ნაპოვნი იქნა რამდენიმე გარდაცვლილი ოფიცერი,საინტერესოდ შეკერილ მუნდირში.გვამები არ იყვნენ გახრწნილები,უბრალოდ გახმნენ და პერგამენტის(ქაღალდია ასეთი) ფერი შეიძინეს.ზეწარი,რომელშიც იყვნენ გახვეული გარდაცვლილები,ასევე მთლიანი დარჩა.გვამები კვლავ დამარხეს…

კიდევ ერთი “არაამქვეყნიური” ფენომენი დაკავშირებულია გვამების მასობრივ ამოსვლასთან საფლავებიდან.რამდენიმე წლის წინ,პრესაში გაჩნდა სტატია იმასთან დაკავშირებით რაც მოხდა ერთ-ერთი სოფლის სასაფლაოზე,რომელიც ავსტრიის ქალაქ ბრუკ-ან-დერ-მურთან მდებარეობს.თითქოს,მკვდრები აღსდგნენ საფლავებიდან და გაიარეს სოფლის მთავარ გზაზე.ადგილობრივი მოსახლეობა შიშით უყურებდა,თუ როგორ გაიარეს გაყვითლებულმა გვამებმა გზა და როგორ გაუჩინარდნენ ტბასთან.ყოველ შემთხვევაში,მნახველებს ასე მოეჩვენათ.მეორე დღეს ნახეს,რომ ყველა საფლავი თავისუფალია,მაგრამ ტბაზეც ვერ იპოვეს რაიმე კვალი.სხვათა შორის, იმ ღამეს ცაზე ნათება დაინახეს.ეგონათ რომ მეტეორიტი დაეცა ტბაში,რომელმაც მიიზიდა მკვდრები…მაგრამ სად გაუჩინარდნენ?

რა თქმა უნდა, მე თავს ვერ დავდებ ამ ისტორიების სიამრთლეზე.მაგრამ მეტეორიტებს ხშირად აქვთ რადიოაქტიური ფონი.რადიაცია კი ბოლომდე არ არის შესწავლი…ამიტომაც არის ეს ფაქტები დასაფიქრებელი…

დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას,ვინც წაიკითხეთ :)

BY ნაწკა

 

 

NataLie JackMan | Create your badge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close