საკითხავისამხედროსასარგებლო

მარშალის გეგმა

a9642407d9db
მარშალის გეგმა შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამ გეგმის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დახმარებოდა ევროპის 16 სახელმწიფოს განადგურებული ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიის გაძლიერებაში. ეს გეგმა გამოქვეყნდა 1948 წელს , როგორც ევროპის აღდგენის პროგრამა, მაგრამ დღეს ცნობილია მაშინდელი ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდვივნის ჯორჯ მარშალის გეგმის სახელით.

მეორე მსოფლიო ომმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ევროპის ქვეყნების ეკონომიკას. ქალაქები და ქარხნები დაიბომბა, სატრანსპორტო ხაზები დაზიანდა, სოფლის მეურნეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. 1946 წელს , დიდი ბრიტანეთი, ქვეყანა რომელიც ერთ დროს მსოფლიო ძალად ითვლებოდა გაკოტრების პირას იდგა, იტალია და საფრანგეთი კი ძლიერ ინფლაციას და ეკონომკის ერთ ადგილზე გაყინვას ებრძოდა.
a65cd40db63d
კომუნისტური პარტიები ცდილობდნენ ამ ყველაფრით ესარგებლად. შეერთებული შტატების მთავრობა შიშობდა ცივი ომის დასაწყისში კომუნისტებს არ მოეპოვებინათ დომინანტის პოზიცია ევროპაში. იმის გამო რომ ევროპის ბაზარი შეერთებული შტატბისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, დაიწყეს მუშაობა ევროპის დახმარების გეგმაზე. 1947 წლისს 5 ივნისს ჯორჯ მარშალმა გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც მოიცავდა დახმარებას და სესხების გაცემას ევროპის იმ ქვეყნებზე, რომლებიც ომისაგან დაზარალდა. სტალილმა ამ გეგმაში ბუნებრივია საფრთხე დაინახა და ევროპის იმ ქვეყნებზე, რომელსაც საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა, მოახდინა ზეწოლა, რათა უარი ეთქვათ ამ პროგრმაში მონაწილეობაზე.
cccb867ef27e
მას შემდეგ რაც ევროპის 16 სახელმწიფოს მთავრობებმა თანხმობა განაცხადეს ამ გეგმაში მონაწილეობის მიღებაზე, 1948 წლის 2 აგვისტოს ხელი მოეწერა შეთანხმებას. 1948-1952 წლების განმავლობაში მთლიანობაში გაიცა 13 მილიარდი დოლარი.

გეგმაში მონაწილე ქვეყნები იყვნენ: ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლუქსენბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და დასავლეთ გერმანია.
82745b565347
ამ ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ 15-25%-ს მიაღწია, ინდუსტრია საკმაოდ მოკლე პერიოდში განახლდა ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებამ , ომამდელ პერიოდს გადააჭარბა. ამ ყველაფრის შედეგი იყო ის რომ დასავლეთ ევროპაზე კომუნისტებმა კონტორლი დაკარგეს, ხოლო ევროპა კი ორ ნაწილად გაიყო მდიდარ და ღარიბ ქვეყნებად.
52f32933f888
უინსტონ ჩერჩილა ამ გეგმას ,, ყველაზე არაეგოისტური აქტი უწოდა” , მის გარდა სხვებიც იყვნენ შეერთებული შატატების თითქოს და ალტრუისტული ქმედებებით მოხიბლული. თუმცა იყვნენ ადამიანები რომლებით, ამერიკის შეერთებულ შტატების ეკონომიკური იმპერიალიზმის განხორციელებაში სდებდნენ ბრალს. ნაწილობრივ ეს მართალი იყო, რადგან გეგმის მონაწილე ქვეყნების ბაზრები ამერიკული ფირმებისათვის ღია უნდა ყოფილიყო, დებულების მიხედვით. აქედან გამომდინარე ამ 16 ქვეყანაში იმპორტი სწორედ ამერიკიდან ხორციელდებოდა. ანუ საბოლოო ჯამში ევროპის ეკონომიკის გამოცოცხლებით, შეერთებულმა შტატებმა გაცილებით დიდი სარგებელი ნახა: პირველი ის რომ გასესხებული ფული გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან პროცენტით მიიღო, ხოლო მეორე და ყველაზე მთავრი იყო ის, რომ ევროპის დახმარების პროგრამის დროს იმპორტს ამერიკა ეწეოდა. ამან ამერიკის წარმოება და ექსპორტი გაზადა და ეკონომიკა საგრძნობლად განავითარა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close