1. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში საბჭოთა კავშირი განიცდიდა ტანკების დიდ ნაკლებობას, ამის გამო მიიღეს გადაწყვეტილება საჭიროების შემთხვევაში ტრაქტორები გადაეკეთებინათ ტანკებად. ამდაგვარად ოდესის დაცვის დროს ბრძოლაში გადასროლილი იქნა 20 ასეთი “ტანკი”. ძირითადი გათვლა იყო ფსიქოლოგიური ეფექტის შექმნაზე: შეტევა ხდებოდა ღამით ჩართული ფარებით და სირენებით. ჯარისკაცები მას ეძახდნენ НИ-1, რაც იშიფრებოდა , როგორც “На испуг” (შეშინებისათვის).
2. საბჭოთა კავშირში 1941 წლიდან არსებობდა გადასახადი უშვილობაზე, რომელიც შეადგენდა ხელფასის 6%. გადასახადს იხდიდნენ უშვილო მამაკაცები 20-დან 50 წლამდე და უშვილო გათხოვილი ქალები 20-დან 45 წლამდე.
3. საბჭოთა კავშირში არსებობდა ლეგენდა, რომ გაეროში ხრუშოვის მიერ ნათქვამი ცნობილი ფრაზა: “Я вам покажу кузькину мать!” გაეროს ასამლეაზე ნათარგმნი იქნა როგორც – “Kuzmas mother”. რა არის “кузькина мать”? ალბათ უახლესი საიდუმლო იარაღი! შედეგად “кузькина мать” გამოიყენებოდა , როგორც საბჭოთა ატომური ბომბების აღმნიშვნელი სიტყვა. სინამდვილეში თარჯიმანმა ეს გამოთქმა თარგმნა როგორც -” მე გაჩვენებთ თქვენ ვინ ვინ არის”.
4. კუსტარული მუსიკალური ფირფიტების (პლასტინკების) დამზადებისათვის, რომელზედაც იწერებოდა არალეგალური მუსიკა, ფართოდ გამოიყენებოდა რენდგენი სურათები, რომელსაც “ფირფიტას ძვლებზე” ეძახდნენ. ეს მასალას უფასოდ იძლეოდა მედპერსონალი, რომელიც მადლობელიც იყო, რადგან ამით მათი გადატვირთული არქივი თავისუფლდებოდა.
5. 1941 წლის 22 ივნისიდან 1 ივლისამდე (9 დღეში), საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალები შეივსო 5 300 000 ადამიანით.
6. 1945 წლის 24 ივნისს გამარჯვების აღლუმზე ჯარისკაცებს ხელით მოჰყავდათ ძაღლი, რომელიც იწვა თვით სტალინის ქურთუკზე. ის იყო ერთერთი იმ გაწვრთნილ ძაღლებთაგანი, რომლებიც ომის დროს ეხმარებოდნენ გამნაღმელებს. ძაღლს ერქვა ჯულბასი. ომის ბოლო წელს ევროპაში განაღმვითი სამუშაოებისას, მან აღმოაჩინა 7468 მინა და 150 ყუმბარა. აღლუმამდე ცოტა ხნით ადრე, ჯულბასი დაიჭრა და არ შეეძლო საბრძოლო ძაღლების სკოლის მწყობრში გამოსვლა, მაშინ სტალინმა ბრძანა გაეტარებინათ ძაღლი წითელ მოედანზე თავის ქურთუკზე.
7. 1991 წელს დიდი დაბნეულობა იყო ქვეყნის ხელმძღვანელის ტრადიციულ საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ გორბაჩოვი ფორმალურად იყო საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი, მაგრამ არაფერი ეკითხებოდა, ხოლო ელცინმა ვერ შეძლო ამის გაკეთება უცნობი მიზეზების გამო. ეს საპატიო როლი შესთავაზეს მიხეილ ზადორნოვს. სატირიკოსი გამოვიდა პირდაპირ ეთერში და იმდენად გაერთო, რომ მის გამო მცირე დროით შეაჩერეს კრემლის საათის რეკვა.
8. დიდ სამამულო ომში მონაწილეობას იღებდა ეროვნებით ებრაელი -სემიონ კონსტანტინეს ძე გიტლერი. შემორჩენილია მისი დაჯილდოევების ფურცელი, რომლის თანახმადაც მას გადაეცა მედალი “საბრძოლო დამსახურებისსათვის”. თუმცა მასში გვარი გიტლერი კალმისტარით გადაკეთებულია გიტლევით.
9. 1945 წელს საბჭოთა მოსწავლეებმა ამერიკის ელჩს აჩუქეს ძვირფასი ხის ჯისისაგან დამზადებული პანო, რომელზედაც აშშ გერბი იყო გამოსახული. არც მოსწავლეებმა და რა თქმა უნდა არც ელჩმა არ იცოდნენ, რომ პანოში მოწყობილი იყო მოსასმენი აპარატურა, რომლის კონსტრუქცია შემუშავებული იქნა ლევ ტერმენის მიერ. “ჟუკი” ისე ყო დამალული, რომ ამერიკულმა სპეცსსამსახურებმა ვერაფერი ვერ შეამჩნიეს, ხოლო საბჭოთა ჯაშუშები 8 წელი უსმენდნენ საუბრებს ელჩის სამუშაო ოთახში. მისი აღმოჩენის შემდეგ, მოწყობილობა წარდგენილი იქნა გაეროში, როგორც საბჭოთა კავშირის ჯაშუშური საქმიანობის მამხილებელი ფაქტი, თუმცა მისი მოქმედების პრინციპი კიდევ რამდენიმე წელი რჩებოდა ამოუხსნელად.
10. ერთხელ ვალენტინ ფილატოვის დათვების ცირკი იმყოფებოდა გასტროლებზე შტუტგარდში. ერთერთი რეპეტიციის დროს დათვი, რომელიც იჯდა მოტოციკლზე გავიდა არენის მიღმა, გავიდა ცირკის შენობის შესავლელიდანაც და აღმოჩნდა ქუჩაში მანქანების მწკრივში. მან მოასწრო გაევლო 3 გზაჯვარედინი, სანამ ფილატოვი დაეწია მას ავტომანქანით და გააჩერა. იმავე საღამოს ადგილობრივმა პოლიციამ დათვს გადასცა მართვის მოწმობა.
11. ცნობილ საბჭოთა რეკორდსმენ შახტიორს ალექსეი სტახანოველს, სინამდვილეში სხვა სახელი ერქვა. საქმე იმაშია, რომ რეკორდის შემდეგ, გაზეთ პრავდაში მისი სახელი დაბეჭდეს შეცდომით, ასე რომ მას საწრაფოდ მოუწია სახელისა და პასპორტის შეცვლა. რა ერქვა მას ზუსტად უცნობია, ერთი ვერსიით ანდრეი და სხვა ვერსიით ალექსანდრე.
12. 1984 წელს საბჭოთა კავშირში შემუშავებული იქნა არამომაკვდინებელი მოქმედების ლაზერული იარაღი. ის გათვალისწინებული იყო კოსმონავტების თავდაცვისათვის. ამ იარაღის გამანადგურებელი მოქმედება მდგომარეობდა იმაში, რომ წყობილებიდან გამოეყვანა ოპტიკური სისტემების მგრძნობიარე ელემენტები, მათ შორის ადამიანის თვალი. მისი მთავარი უპირატესობა იყო უწონობის მდგომარეობაში უკანდარტყმის არქონა. ამჟამად ლაზერული იარაღი წარმოადგენს სამხედრო აკადემიის ისტორიის მუზეუმის ექსპონატს.
13. ჩემი თაობის ბავშვებს ახსოვს ეს კაცი ფილმ-ზღაპრებიდან , გიორგი მილიარმა საბჭოთა საბავშვო ფილმებში ითამაშა, თითქმის ყველა უარყოფითი ზღაპრული გმირი, “ბაბა იაგა”, “კაშეი ბეზსმერტნი” და ა. შ. რის დროსაც მას უკეთებდნენ რთულ გრიმს, თუმცა “კაშეი ბეზსმერტნის” როლის შესრულების დროს მას ეს არ დასჭირდა. მსახიობი ისედაც გამხდარი იყო ბუნებით და ამას დაემატა ის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ის დაავადდა მალარიით და გადაიქცა ცოცხალ ჩონჩხად, რომელიც იწონიდა სულ 45 კილოს.
14. ავტომობილ ГАЗ-21 გააჩნდა ბევრი მოდიფიკაცია. 1965 წელს გამოვიდა მოდელი ГАЗ-21П – საექსპორტო ვარიანტი მარჯვენა საჭით და იმავე წელს დამზადდა ГАЗ-21ПЕ – ასეთივე მოდელი მარჯვენა საჭით პლიუს ავტომატური გადამცემი კოლოფით.
15. ფილმ “ბრილიანტის ხელში”- იყო ბევრი ისეთი მომენტი, რასაც არ უშვებდა საბჭოთა ცენზურა: ორი მეძავე, მთავარი გმირის სიმთვრალის სცენა და სხვა. რეჟისორმა გაიდაიმ იხმარა ხერხი, ფილმის ბოლოს ჩასვა ატომური ბომბის აფეთქების სცენა და განუცხადა გოსკინოს კომისიას: ამოეღოთ ყველაფერი რაც სურდათ გარდა ამ სცენისა, ისინი რა თქმა უნდა პირიქით მოიქცნენ. სწორედ ეს სურდა რეჟისორს.
16. გიორგი დანელიას ყველა ფილმების ტიტრებში მოხსენიებულია მსახიობი რენე ხობუა, თუმცა მას რეალურად არცერთ ფილმში არ უთამაშია. საქმე იმაშია, რომ მშენებელი რენე ხობუა გიორგი დანელიამ და რეზო გაბრიაძემ გაიცნეს 1960 წელს სატუმროში, თბილისში, სადაც ისინი ერთად წერდნენ სცენარს ფილმისათვის “არ დაიდარდო!”. რამდენიმე დღეს ისინი უკითხავდნენ მას სცენარის რამდენიმე ვერსიას, მათ სურდათ უბრალო მაყურებელის აზრის გაგება, ეს გრძელდებოდა მანამ სანამ რენე ხუბუამ არ ითხოვა, რომ ის გაეშვათ. აღმოჩნდა, რომ ის მივლინებით გამოუშვეს სამშენებლო მასალების წამოსაღებად ზუგდიდიდან და ამის მაგივრად ის იძულებული იყო ესმინა სცენარისათვის. მადლობის ნიშნად მისი გვარი ჩასვეს ტიტრებში.
17. 1936 წელს შეიქმნა ძეხვი “დოქტორსკი”. ძეხვის სახელწოდება აიხსნებოდა იმით, რომ ის შეიქმნა იმ ადამიანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ მეფის რეჟიმის დროს.
18. უფროსს თაობას ახსოვს საბჭოთა დროის სპორტლოტო, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მთელი მისი არსებობის მანძილზე, ყველა 6 ციფრი 49-დან გამოიცნო მხოლოდ ორმა ადამიანმა.
19. ჩერჩილს ძალიან უყვარდა სომხური კონიაკი და ყოველდღე სვამდა ერთ ბოთლ 50 გრადუსიან “დვინს”. ერთხელ პრემიერმა შეამჩნია, რომ კონიაკმა დაკარგა არსებული გემო. მან გამოხატა თავისი უკმაყოფილება სტალინთან. აღმოჩნდა, რომ სპეციალისტი, ვინც პასუხისმგებელი იყო ხარისხზე მარგარ სედრაკიანი გადასახლებული იყო ციმბირში. ის ჩამოიყვანეს, აღადგინეს პარტიაში, ხოლო ჩერჩილმა კვლავ მიიღო თავისი საყვარელი სასმელი. სედრაკიანს კი მიანიჭეს სოციალისტური შრომის გმირის წოდება.
20. ალბათ გინახავთ ეს სტალინისდროინდელი ცნობილი პლაკატი – “მადლობა ამხანაგ სტალინს ბედნიერი ბავშვობისათვის!”- მაგრამ ბავშვი, რომელიც სტალინს ხელში ჰყავს აყვანილი – ჰელი მარკიზოვა, არც თუ ისე ბედნიერია, მისი მშობლები რეპრესირებული იყვნენ სწორედ სტალინის რეჟიმის მიერ.
21. აზერბაიჯანში მდებარე სომხური სოფელი ჩარდახლი არის სამშობლო 2 მარშალის, 12 გენერალის და 7 საბჭოთა კავშირის გმირის.
22. იცით საიდან მოდის სახელწოდება “მოლოტოვის კოქტეილი”? 1939 წელს ფინეთთან ომის დროს საბჭოტა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ საბჭოთა მებრძოლები ისროდნენ არა ყუმბარებს, არამედ ტვირთს სურსათით მშიერი ფინელებისათვის. ფინეთში ასეთ ყუმბარებს უწოდეს “მოლოტოვის პურის კალათები”, ხოლო შემდეგ საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ ასაფეთქებელი ნაზავით დამზადებულ მოწყობილობას უწოდეს “კოქტეილი მოლოტოვისათვის”. მოგვიანებით სახელმა ტრანსფორმაცია განიცადა და მგავსს იარაღს უწოდებენ მოლოტოვის კოქტეილს.
23. წითელარმიელ დიმიტრი ოვჩარენკოს 1941 წლის 13 ივლისს მიანიჭეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, რომლის გმირობაც ასეა აღწერილი: მას გადაჰქონდა ნაწილში საბრძოლო მარაგი, რის დროსაც მას თავს დაესხა 50-მდე მოწინააღმდეგის ჯარისკაცი და ოფიცერი. მიუხედავად იმისა, რომ მას წაართვეს იარაღი, ის არ დაიბნა და მოახერხა აეღო ნაჯახი, თავი მოაჭრა ოფიცერს, რომელსაც ის დაკითხვაზე ჰყავდა. მერე მან გერმანელ ჯარისკაცენს ესროლა 3 ყუმბარა და გაანადგურა 21 ადამიანი. დანარჩენმა პანიკის შედეგად გაიქცა, გარდა ერთი ოფიცერისა, რომელსაც მან ასევე მოაჭრა თავი.
24. ჰიტლერი საბჭოთა კავშირში თავის მთავარ მტრად მიიჩნევდა არა სტალინს, არამედ რადიოდიქტორს იური ლევიტანს. მისი თავისათვის მან დააწესა ჯილდო 250 000 მარკა. საბჭოთა მთავრობა გულმოდგინედ იცავდა ლევიტანს, ხოლო პრესაში ვრცელდებოდა მისი არასწორი ფოტოსურათი.