არქივი

ცოლ-ქმრული ბედნიერების სამარე

fdc620558f4a
რას მიაღწიეს ცნობილ ადამიანთა მეუღლეებმა მისის ლინკოლნმა, ევგენიამ და ტოლსტაიამ თავის ქმრებთან ურთიერთობაში?
fdc620558f4a

af9894e3adce

ფრანგ იმპერატორ ნაპოლეონ მესამეს შეუყვარდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი- მარია ევგენია იგნასია ავგუსტინა დე მონტიჰო დ ცოლად შეირთო იგი. იმპერატორის მრჩევლები უჩიჩინებდნენ მას, რომ იგი მხოლოდ ყველასათვის უცნობი ესპანელი გრაფის ასული იყო ,მაგრამ ნაპოლეონს არაფრის გაგონება არ სურდა. მისი მოხდენილობა, აღნაგონა, ახლაგაზრდობა, მომხიბვლელობა, სილამაზე ენით აღუწერელი ნეტარებით არავასებდა ნაპოლეონს.მთ ყველაფერი ჰქონდათ იდეალური რომანისთვის ჯანმრთელობა, სიმდიდრე, ძალაუფლება, სახელი, სილამაზე.მაგრამ წმინდა კოცონი მალე მინელდა და ჩაქრობდა დაიწყო და გზნებაც გაცივდა.ნაპოლეონს შეეძლო იმპერატრიცად გაეხადა ევგენია, მაგრამ ვერც მისმა სიყვარულმა , ვერც მისი ტახტის სიძლიერემ ვერ ააღებინა ხელი ევგენიას შარიანობაზე.ეჭვებოსგან გატანჯული იგი არაფცრად აგდებდა მეუღლის ბრძანებებს და მოჩვენებითი განმარტოების საშუალებასაც კი არ აძლევდა.მას ეშინოდა რომ მეუღლე სხვა ქალს გაიჩენდა და მუდამ უმაყოფილი იყო, ტიროდა,მ ბუზღუნებდა, ემუქრებოდა, შეურაცყჰყოფას აყენებდა ნაპოლეონს, მაგრამ რას მიაღწია ამით ევგენიამ. საქმე იქამდე მივიდა, რომ თვალებამდე ჩამოფხტული შლაპით და ერთ ერთი ყველაზე ახლო მეგობრის თანხლებით ნაპოლეონი ხშირად მალულად მიდიოდა ღამით სასახლიდან. იგი მართლაც რომელიმე ლამაზმანთან მიეშურებოდა ან უბრალოდ ქუჩებში ხეტიალობდა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ატმოსფეროთი სუნთქავდა.სწორედ ამას მიაღწია ევგენიამ გაუთვაბელი ეჭვიანობით

fdc620558f4a

გრაფ ლევ ტოლსტოის მეუღლე სიკვდილის წინ თავის ქალიშვილებს გამოუტყდა, რომ მამათქვენის სიკვდილის მიზეზი მე ვიყავიო.ქალიშვილებმა არაფერი უპასუხეს, ისინი ტიროდნენ,.ორივემ იცოდა რომ დედა სიმართლეს ამბობდა.სწორედ დედამ მოკლა იგი თავისი საყვედურებით,გაუთვაბელი კრიტიკით, მუდმივი ეჭვიანობით.თავიდან კი ყველაფერი საპირისპიროდ ჩანდა.გრაფ ტოლსტოიდ და მის მეუღლეს ყველა პირობა ქონდათ იმისთვის რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ. გრაფი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი იყო, მის ცოლს კი ჰქონდა ქონება, საზოგადოებრივი მდგომარეობა, შვილები.თავდაპირველად მათი ბედნიერება უღრუბლო და სრული იყო.თანდათან კი საოცარი რამ ხდებოდა. ტოლსტოი ტანდატან იცვლებოდა და სულ სხვა ადამიანად იქცა.მას ტავისივე შექმნილი შესანშნავი წიგნებიდა რცხვენოდა და პუბლიცისტური სტატიების წერას მიჰყო ხელი. იგი იესო მიდევარი გახდა ტავისი კუთვნილი მიწა მან დაარიგა და ღარიბი კაცის ცხოვრებას მიჰყო ხელი.მუშაობდა მინდორში, ჭრიდა შეშას, თვითონ იკერავდა ფეხსაცმელს ,ალაგებდა ოთახს და ცდილობდა ჰყვარებოდა თავისი მტრები.ლევ ტოლსტოის ცხოვრება ტრაგედია იყო და ამ ტრაგედიის მიზეზი მისი ქორწინება იყო.მის ცოლს უყვარდა ფუფუნება, თვითონ კი ვერ იტანდა მას, როცა მის ცოლს დიდება და პატივისცემა სწყრუოდა, თვითონ ეს არაფრად მიაჩნდა, ცოლი სიმდიდრისა და ფულისკენ მიილტვოდა, ის კი მას ცოდვად სთვლიდა.მრავალი წლის განმავლობაში იგი ეჩხუბებოდა ქმარს,სკანდალს უწყობდა და თუ ვარდებოდა, ტავის მოკვლით იმუქრებოდა.48 წლის შემდეგ ტოლსტოი ვერარ იტანდა ცოლს. ბოლოს, 1910 წლის ოქტომბრის თოვლიან ღამეს 82 წლის ტოლსტოიმ ვერარ გაუძლო ოჯახური ცხოვრების მტელ ამ ტრაგიზმს და სახლიდან გაიქცა.სიცივესა და სიბნელეში მან არც კი იცოდა სად მიდიოდა.11 დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა რკინიგზის ერთ-ერთ პატარა სადგურში ფილტვების ანტებით.მისი უკანასკნელი თხოვნა იყო არ მიეშვათ მის ცხედართან საკუთარი მეუღლე.აი , ამ ფასად დაუჯდა გრაფინია ტოლსტაიას თავისი შარიანობა, საყვედურები და ისტერიკები. მე მართლაც უჭკუო ვიყავიო, ამბობდა ეს ქალი უკვე სიბერეში.
0c59389e96ad
აბრაამ ლინკოლნის ცხოვრების უდიდესი ტრაგედიაც სწორედ მისი ქორწინება იყო. არა მისი მოკვლა, არამედ ქორწინება.თიტქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მისი ლინკოლნს მდგომარეობიდან გამოჰყავდა მეუღლე. იგი დაუსრულებლად საყვედურობდა და აკრიტიკებდა მას, არაფერი არ მოსწონდა, ყველაფრით უკმაყოფილიყო იყო.ქალბატონის აზრით ქმარი მხრებში მოხრილი იყო, მოუქნელად დადიოდა, მოძრაობებში არ იგრძნობოდა მოხდენილობა.მას არ მოსწონდა ქმრის დიდი ყურები, წინ წამოწეული ქვედა ტუჩი და გამუდმებით ეუბნებოდა რომ ჭლექიანს გავდა.აბრაამი და მერი ურთიერთსაწინააღმედგო პიროვნებები იყვნენ ყველაფრით,აღზრდით, წარმოშობით, ტემპერამენტი, მიდრეკილებებით და მუდმივად აღიზიანებდნე ერთმანეთს. ლინკოლნის თანამედროვე სენატორი ალბერტ ბევერიჯი წერდა “მისი ლინკოლნის ყვირილის გაგონება ქუჩის მეორე მხარეს შეიძლებოდ, ხოლო მისი რისხვის გამუდმებული აფეთქებების შესახებ იცოდა ყველამ.თუნდაც მაგალითი , ქორწინებიდან ცოტა ხნის სემდეგ ლინკოლნები სპრინგფილდის პანსიონში დასახლდნენ.დილით საუზმისას ლინკოლნმა თავისდაუნებურად ისეთი რამ გააკეთა რამაც გააღიზიანა მისი ცოლი.ქალმა ვერ მოითმინა და მქარს ცხელი ყავა შეასხა სახეში და ეს ყველაფერი უცხო ხალხის წინაშე. ლინკოლნს კი ხმა არ ამოუღია. ქალბატონის ეჭვიანობა იმდენად უაზრო , მძაფრი და დაუჯერებელი იყო, რომ მრის მიმართ გამართული სცენები სხვებს რომ არ ენახათ, ალბათ, არც კი დაიჯერებოდა. ბოლოს, მისის ლინკოლნი გაგიჟდა.

4f0c4606b6d3

ასეთია შედეგი, რომელსაც მიაღწიეს მისის ლინკოლნმა, ევგენიამ და ტოლსტაიამ თავის მეუღლეებტან ურთიერთობაში

manowar

I'm new here
Back to top button