არქივი

გარეგნობა და გარშემომყოფნი

ფსიქოლოგი მორდონ ოლპორტი იკვლევდა “ცხოვრებისეულ განზოგადებას”, რომელსაც ყოველდღიურ ურთიერთობებში ქვეცნობიერად ეყრდნობა ადამიანების უმრავლესობა, მისთვის უცნობი პიროვნების შეფასების დროს.

ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ოლპორტი სთავაზობდა, ერთი შეხედვით, პირველი შთაბეჭდილებით მოეხდინათ უცნობი პირების დახასიათება. მიღებული შედეგების გაანალიზების შედეგად მეცნიერმა დააფიქსირა, რომ სათვალეებიანი და მაღალი შუბლის მქონე ადამიანები მათში უფრო გონიერი, ჭკვიანი და სანდომიანი პიროვნებების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ოლპორტი თვლის, რომ ასეთ დასკვნამდე ისინი ერთმა უბრალო მოსაზრებამ მიიყვანა. კერძოდ, სათვალის ტარება ბევრი კითხვის შედეგია, ხოლო მაღალი შუბლი უფრო სრულყოფილი ტვინის აგებულებაზე მეტყველებს.

აღმოჩნდა, რომ ადამიანზე გარკვეული შთაბეჭდილების შესაქმნელად, საუბრისას მის მიერ მიღებულ პოზებსაც ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. ისინი, ვინც ლაპარაკის დროს ოდნავ წინ იხრებიან, უფრო სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც თავს უკან სწევენ. გარდა ამისა, მამაკაცებს მშვიდ პოზაში, გადაჯვარედინებული ხლებისა და ფეხების გარეშე მჯდარი ქალები უფრო მოსწონთ.
საერთოდ, მეცნიერული გამოკვლევების შედეგად დამკვიდრდა მოსაზრება, რომ ადამიანის სახასიათო თვისებებზე სახეზე მეტად მისი სხეული მეტყველებს, რადგანაც მას შესანიშნავად შეუძლია შენიღბოს გარეგნული გამომეტყველება, მაგრამ უძლურია სხეულის მიმართ. ამიტომაც, ხშირად სახეზე მეტად სხეულის ფორმა უფრო მიგვანიშნებს ადამიანის გრძნობებზე და მის დამოკიდებულებაზე გარშემომყოფთა მიმართ.
კიდევ ერთი, ფრიად ყურადსაღები და ანგარიშგასაწევი მეცნიერული მოსაზრება გვინდა გაგაცნოთ. პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, თუ როგორი ფორმით გამოჩნდებით თქვენთვის უცნობ საზოგადოებაში. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები უფრო დისციპლინირებული, მოწესრიგებული, თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, ხოლო ჩვეულებრივ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები კი შინაგანად თავისუფალ და სხვა ადამიანებთან კონტაქტში ადვილად შემავალ პიროვნებებად აღიქმებიან.

რა ანიჭებს ჩვენს სახეს მომხიბვლელობას? აღმოჩნდა, რომ “შუალედურობა”, ანუ სხვა სახეებთან მსგავსება. ყოველ შემთხვევაში, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ტეხასის უნივერსიტეტის თანამშრომლები დ. ლაგლოისი და ლ. როგმანი. მათ ექსპერიმენტში მონაწილე მამაკაცებს შესთავაზეს გოგონების ჩვეულებრივი ფოტოები და კომპიუტერული გადამუშავების შედეგად მიღებული სინთეზირებული – “შუალედური” ფოტოსურათები. ამ უკანასკნელში ოცდაათამდე ქალის სახე იყო გამოყენებული. აღმოჩნდა, რომ მამაკაცებმა სწორედ ამ სინთეზირებულ ფოტოებს მიანიჭეს უპირატესობა.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button