გასართობისურათებიუცნაური

მსოფლიოს უცნაური ადგილები

ახლა შემოგთავაზებთ მსოფლიოს ყველაზე უცნაურ ადგილებს.

Money Trees (ფულის ხე)- ალბათ ყველას გსმენიათ გამონათქვამი ‘ფული ხეზე არ იზრდებაო’, თუმცა დიდ ბრიტანეთში ნამდვილად იზრდება. აქ არის ადგილი სდაც ხეები მონეტებით არის დაფარული, არავინ იცის რამ აიძულა ადამიანები ხეეში ჩაერჭოთ ფული. თუმცა ზოგს სჯერა რომ ეს იღბლის მომტანია.

 

 

Beachgoers-უზარმაზარი წყალმცენარეებით დაფარული ყვითელი ზღვა მდებარეობს ჩინეთში ქალაქ Qingdao-ში. წყალმცენარეები არა ტოქსიკურია, თუმცა დიდი რაოდენობით ჟანგბადს მოიხმარს, რის გამოც წყლის სხვა ბინადრებს ანადგურებს. სურათები საშინლად გამოიყურება, თუმცა ადგილობრივები მას უკვე მიეჩვივნენ, რადგან წყალმცენარეები თვალსაჩინო 2007 წლიდან გახდა, ხოლო 2010 წელს მისი უვნებლობის დამტკიცების შემდეგ იგი უკვე მილიონობით იანი ღირს.

 

ტბა Retba ან იგივე ვარდების ტბა მდებარეობს ჩრდილოეთ Cap
Vert-ში (სენეგალის ნახევარკუნძული). დღის განმავლობაში ტბის ფერი იცვლება ღია ვარდისფერიდან მუქ ვარდისფერამდე. მისი ეს შეფერილობა გამოწვეულია ტბაში ბაქტერია Dunaliella-ს არსებობით. ის შეიცავს წითელ პიგმენტებს, რომლითაც მზის ენერგიის წყალობით გვარდისფერ შეფერილობას აძლევს წყალს, ამიტომ მშრალ ამინდში უფრო შესამჩნევია ფერი.

 

Bleduk Kuwu არის ტალახის ვულკანი ცენტრალურ Java-ში. ყოველ 2 – 3 წუთში ხდება ტალახის ამოფრქვევა, რასაც თეთრი ორთქლი მოსდევს. იგი ტურისტული დანიშნულების ადგილია რამდენიმე ათწლეულია.

 

 

Setenil de Las Bodegas (ესპანეთი)- ქალაქი რომელიც კლდეშია ჩაშენებული.

 

Avshalom-ის მღვიმე მდებარეობს ისრაელში. 5000 კვადრატული მეტრის მღვიმე წარმოადგენს სტალაქტიდების და სტალაგმიტების შთამბეჭდავ კოლექციას.

 

Cano Cristales, იგივე 5 ფერის მდინარე მდებარეობს Sierra de la Macarena-ში (კოლუმბია). იგი ყველა სხვა მდინარისგან იმით განსხვავდება, რომ წყალში გნლაგებული კლდეები დაფარულია ხავსით, რომელიც წლის თბილ სეზონზე ფერების ულამაზეს სანახაობას ქმნის. იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს მდინარედ მიიჩნევა და ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს.

 

Salar de Uyuni, სამხრეთ ბოლივიაში მდებარეობს. ფარავს რა 10, 582 კვადრატულ კილომეტრს იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი მარილის ბინაა, დაახლოებით 10 მილიარდ ტონა მარილს შეიცავს.

 

 

მოულოდნელი ეფექტი რომელიც პაკისტანში წყალდიდობას მოყვა, იყო ის რომ მილიონობით ობობა ავიდა ხეზე, რათა გაქცეოდნენ წყალს და შექმნეს უამრავი აბლაბუდები, რომლებიც საშინელ მოჩვენებებს უფრო გვანან, ვიდრე უბრალო ხეებს.

 

The Morning Glory – არის უიშვიათესი მეტეოროლოგიური ფენომენი, როელიც ჩრდლიოეთ ავსტრალიაში დაფიქსირდა. რკინიგზის მსგავს ღრუბელს, რომელიც შეიძლება 1000 კილომეტრის სიგრძის და 1-2 კილომეტრი სიმაღლის იყოს, შეუძლია საათში 60 კმ-ით გადაადგილდეს.

 

წყარო:  http://intermedia.ge

 

თეგები

Anastaasia

la la la

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close