არქივი

ომი ვიეტნამში

1adbec211c6f
ომი ვიეტნამში – ერთ-ერთი ყველაზე ფართო მაშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება XX საუკუნის მეორე ნახევარში. დაიწყო, როგორც სამოქალაქოომი სამხრეთ ვიეტნამში, ხოლო შემდეგ მასში ჩაერივნენ: ჩრდილოეთ ვიეტნამი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ, და სამხრეთ აზიის სხვა ქვეყნები.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ვიეტნამი საფრანგეთის კოლონია იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთი იაპონიის მთავრობას მოელაპარაკა, იმის შესახებ, რომ იაპონია მიიღებდა ყველა სტრატეგიულ რესურს, თუ ის ვიეტნამის ტერიტორიას საფრანგეთს შეუნარჩუნებდა. 1945 წელს იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა. თუმცა საფრანგეთი არ აპირებდა ამ ქვეყნის დათმობას და აპირებდა 1946 წეკს იქ საექსპედიციო კორპუსი გადაესროლა, რომელმაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ვიეტნამელებმა, რომლებიც მნიშვნელოვან დახმარებას იღებდნენ, კონტრშეტევა დაიწყეს. საბოლოოდ რვა წლიანი ომი ჟენევის შეთანხმებით დასრულდა. ამ შეთანხმებით ვიეტნამი მე-17 პარალელით ორ ნაწილად გაიყო.
cbe18199b9ed

50-იან წლებში საგრძნობლად გაიზარდა აშშ- ს როლი, ვიეტნამის საქმეებში. კომუნისტების გამარჯვების შემდეგ ჩინეთში, აშშ ვიეტნამში განვითარებულ მოვლენებს მიიჩნევდა, როგორც სსრკ-ს ექსპანსიას ამ რეგიონში და დაიწყო სამხედრო დახმარების გაწევა საფრანგეთისთვის. ჟენევის შეთანნხმების შემდეგ ამერიკამ ამ რეგიონში საფრანგეთის ჩანაცვლება გადაწყვიტა და სამხეთ ვიეტნამის პრემიერ მინისტრის – ნგო დინ ზიემბასმოკავშირე გახდა. თუმცა ზიემას დაშავებუმა რამდენიმე შეცდომამ სამხრეთ ვიეტნამელების აჯანყება გამოიწვია, რომლებსაც ზურგს ჩრდილო ვიეტნამელები და კომუნისტები უმაგრებდნენ. ამან ამერიკა აიძულა ვიეტნამში მეტი სამხედრო დახმარებაგაეგზავნა. 1961 წლიდან ქვეყანაში ამერიკის შიარაღებული ძალების პირველი რეგულარული ნაწილები შევიდა. 1963 წელს პზრტიზანებმა ქალაქ აჰბაკთან ბრძოლისას, შეძლეს პირველი მნიშვნელვანი გამარჯვების მოპოვება. უკვე ნათლად ჩანდა, რომ ზიემი სიტუაციას ვერ აკონტროლებდა და ამიტომ ამერიკის ზეგავლენით 1963 წლის 1 ნოემბერს ძალაუფლება | 1964 წლის 2 აგვისტოს ტანკინის ყურესი შეტაკება მოხდა ამერიკული გემ “მედდოკსა” და ჩრდილო-ვიეტნამელების კატერებს შორის. ერთ-ერთი ვესიით ამის მიზეზი ის იყო, რომ ამერიკელები ჩრდილო-ვიეტნამის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა. ამერიკელებმა, რომლებმაც შეტაკებაში “F-8” ტიპის თვითმფრინავები ჩართეს, ვიეტნამელებს უკან დახევა აიძულეს. ამ ინციდენტთან დაკავშირებით კონგრესმა 5 აგვისტოს მიიღო “ნაკინის რეზოლუცია” რომლითაც ამერიკას ეძლეოდა, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენების უფლება. ამ დროს მდგომარეობა სამხრეთ ვიეტნამში უარესდებოდა, რისი შედეგიც იყო პარტიზანების თავდასხმა ამერიკული სამხედრო ძალების ობიექტე ქალაქ პლეიკში, სადაც ათობით ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა. ამ შემთხვევის გამო შშ-ს პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა გადაწყვიტა ჩრდილოეთ ვიეტნამის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა.

     28d4dbeea8d2

1965 წლის მარტში დანანგის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აეროპორტის დასაცავად სამხრეთ ვიეტნამში გაიგზავნა ქვეითთ აორი ბატალიონი. 1965 წლის ბოლოსათვის სამხრეთ ვიეტნამში 185 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა. შემდეგ სამ წელიწადში მათი რიცხვი 540 ათასამდე გაიზარდა. პირველი ფართომაშტაბიანი შეტაკება ამერიკელთა მონაწილეობით 1965 წლის აგვისტოში მოხდა. 1965 წლიდან 1969 წლამდე აშშ ატარებდა ფართომაშტაბიან ოპერაციებს პარტიზანების და ჩრდილო ვიეტნამელთა არმიის მნიშვნელოვანი ჯგუფების გასანადგურებლად. ეს სტრატეგია “მოძებნა და განადგურება” შეიმუშავა აშშ-ს გენერალმა უილიამ უესტმორლენდმა. მას შემდეგ, რაც ჩრდილო ვიეტნამის ბაზების დაკავების გეგმა ჩაიშალა, ამერიკელები ემზადებოდნენ ახალი ფართო მაშტაბიანი ოპერაციისთვის. გადამწყვეტი როლი ითამაშა მოულოდნელობამ, რადგან შეტევა დაიწყო “ტეტ”-ის დღესასწაულის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ვიეტნამელებისთვის. საპასუხოდ (30-31) 1968 წლის 30-31 იანვარს პარტიზანებმა შეტევა დაიწყეს მთელს სამხრეთ ვიეტნამზე, მათ შორის მის დედაქალაქ საიგონზეც. თუმცა ყველა შეტევა თავიდან იქნა აცილებული, ამ ოპერაციითჩრდილო ვიეტნამელებმა და კომუნისტებმა დიდი დანკლისი მიიღეს. 1968 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რიცარდ ნიქსონმა, რომელიც ომის დასრულების მომხე იყო. ომ დროს კომუნისტების მთავარი ამოცანა მაერიკული ჯარისკაცებისთვის დანაკლისის მიყენება იყო. თებერვალში ჩრდილო ვიეტნამელებმა დაიწყება იერიშის მიტანა, რაც

მოკავშირეებისათვის დანაკარგით დასრულდა. 1970 წლის მარტი მეზობელ კამბოჯაში გადატრიალება მოხდა. ახალმა ხელმისუფლებამ ქვეყნიდან კომუნისტების განდევნა გადაწყვიტა. საპასუხოდ ჩრდილო ვიეტნამელებმა დაიწყეს წარმატებული სამხედრო ოპერაციების ჩატარება კამბოჯაში. დასახმარებლად ამერიკამ იქ სამხედრო ნაწილები გაგზავნა, რაც მასობრივი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ამიტომ ორი თვის შემდეგ, ამერიკულმა სამხედრო ნაწილებმა, ნიქსონის ბრძანებით, კამბოჯის ტერიტორია დატოვეს. 1972 წლის 30 მარტს დაიწყო ჩრდილოვიეტნამური ჯარის მორიგი შეტევა, რომელიც ისტორიაში “სააღდგომო თავდასხმის” სახელით შევიდა. მათი რაოდენობა 125 ათასს აღწევდა და პირველად ჰყავდათ ტანკები. ამას ემატებოდა ის, რომ ამერიკელთა ჯარში არ იყო საომარი განწყობა, რასაც შეეზლო ომი პარტიზანებისთვის სასარგებლოდ დაემთავრებინა . ამერიკული ავოაციის ეფექტური მხარდაჭერით შეტევა მოიგერიეს, თუმცა სამხრეთ ვიეტნამის ტერიტორიის ნაწილი კომუნისტების ხელში აღმოჩნდა. ამ ოპერაციის უარყოფითმა შედეგმა აიძულა ჩრდილოვიეტნამელები მოლაპარაკებები დაეწყოთ ამერიკელებთან. პირველი მოლაპარაკებები პარიზში გაიმართა, რასაც ამერიკული ჯარების ვიეტნამიდან გამოსვლა უნდა დაეჩქარებინა.

1973 წლის 27 იანვარს ხელი მოეწერა პარიზის მშვიდობის ხელშეკრულებას, რომლითაც ამერიკული სამხედრო ნაწილებმა
5423338e83e5

ვიეტნამი დატოვეს. ამავე წლის 29 მარტს ამერიკულმა ჯარების გაყვანა დაასრულეს. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამხრეთ ვიეტნამელებში არ შესრულებულა. პარტიზანები კვლავ აგრძელებდნენ ომს და საბოლოოდ, 1075 წლის 30 აპრის 11:30 კომუნისტებმა საიგონში დამოუკიდებლობის სასახლეზე დროშა აღმართეს, რითაც ომი დასრულდა. ვიეტნამის ომი პორველი ომი იყო, რომელშიც ფართოდ გამოიყენეს ზენიტური რაკეტები და საბრძოლო თვითმფრინავები. ამერიკულმა ავიაციამ ჩაატარა ოპერაციები როგორც სამხრეთ ისე ჩრდილოეთ ვიეტნამში, ლაოსსა და კამბოჯაში. 1962-დან 1973 წლამდე ამერიკელებმა და მისმა მოკავშირეებმა ჯამში 3339 თვითმფრინავი დაკარგეს, ჩრდილოვიეტნამელელთა ცნობებით კი მათ 4181 ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. პირველი საჰაერო დარტყმები ამერიკელებმა ვიეტნამს 1964, 1965 და 1965-1968 წლებში მიაყენეს. ამ ოპერაციების მთავარი დანიშნულება, დაზვერვა და

6d37b39e1639

დარტყმების მიყენება იყო სტრატეგიულ ობიექტებზე. ვიეტნამელების მთავარი იარაღი ამერიკული ავიაციის წინააღმდეგ სხვადასხვა კალიბრის ტყვიამფრქვევევები იყო, ხოლო 1966 წლიდან კი აქტიურად დაიწყეს “მიგ-17”-სა და “მიგ-21”-ის გამოყენება.მონაცემებით 1967 წლეს ჩრდილოეთ ვიეტნამის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს 1067 თვითმფრინავი 435-საზენიტო რაკეტებით, 129-სამხედრო თვითმრინავით, 503-საზენიტო არტილერიით . ვიეტნამის ომი შესულია, როგორც –ომი დანაშაული რადგან ხშირი იყო უდანაშაულო მოსახლეობაზე თავდასხმის ფაქტი. მაგალითად: 1968 წლის 16 მარტს ამერიკელმა ჯარისკაცებმა ამოხოცეს სოფელ სიოგმის მოსახლეობა. მოკლულია 500 ადამიანი, ხოლო ყველა ნაგება დამწვარი და განადგურებული. მთელი ომის განმავლობაში ხშირი იყო ასევე ტყვეების დახოცვა, მიცვალებულთათვის ყურების მოჭრა და სკალპების აძრობა. შრირი იყო სისასტიკის ფაქტები კომუნისტებისგან და პპარტიზანებისგან მაგალითად 1967 წლის 5 დეკემბერს შეუტიეს სამხრეთ ვეტნამს და დახოცეს 250-მდე უდანაშაულო პირი სოფელ დაკონში. ბევრი ამერიკლეი პილოტი, რომელიც ჩრდილოეთ ვიეტნამის თავზე ჩამოვარდა, აწამეს დაკიღთხვის დროს.

8a563c37c694

დიდი იყო მხარეთა დანაკარგი. ამერიკელთა მხრიდან დაიღუპა 58 000 ჯარისკაცი, დაიჭრა 303 000, ბევრმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამხრეთ ვიეტნამმა დაკარგა 250 000 ჯარისკაცი, ხოლო დაიჭრა 1 მილიონზე მეტი. ოფიციალური მონაცემებით მთლიანად ომში დაიღუპა 1.1 მილიონი ჯარისკაცი, ხოლო უდანაშაულო მოსახლეობის მსხვერპლმა ორივე მხარეს 2 მილიონს გადააჭარბა.

b2ffe67ec625       1fba12ffe940 a2ce68d8f46f b8da907841f6   8e0b1c972165   c0aa4bb01c9c 32d5eb1fd4c8 8dacd00691f3    

 

prafesor

Barca fan

მსგავსი ამბები

Back to top button