არქივი

ცოტა რამ პითაგორას შესახებ

File:Kapitolinischer Pythagoras adjusted.jpg23449105b9b2

პითაგორა (ძვ.-ბერძნ. Πυθαγόρας ὁ Σάμιος) (*~ძვ. წ. 580 – 500) იყო იონიელი (ბერძენი) მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. “პითაგორელები” დამფუძნებელი, ყველაზე უკეთ ცნობილია “პითაგორას თეორემით”, რომელიც მის სახელს ატარებს.

 

პითაგორა დაიბადა სამოსში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. მამამისი მნესარხი მოხსენიებულია, როგორც სამოსში მცხოვრები, მაგრამ ბევრი ვერსია მიუთითებს, რომ პითაგორა დაიბადა ფინიკიაში ან სიდონში. ითვლება, რომ მნესარხი არის ფინიკიელი, რომელმაც მიიღო სამოსის მოქალაქეობა, ან პირიქით – ბერძენ ვაჭრად, რომელიც ცოლ პიფაიდასთან ერთად გადავიდა ფინიკიაში, სადაც გახდა მამა. სახელი მან მიიღო მის შემდეგ, რაც დელფიის წინასწარმეტყველმა პიფიამ იწინასწარმეტყველა მისი დაბადება (პითაგორა პირდაპირი თარგმანით ნიშნავს “ის ვიზეც იწინასწარმეტყველა პიფიამ”)

ასევე არსებობს ნაკლებად ცნობილი პითაგორას დაბადების სამი ვერსია: ის არის ტირელი (ანუ ეტრუსკი) ან ქალაქ ფლიუნტა და მეტაპონტას მაცხოვრებელი. ასევე არსებობდა ძველი მწერლების ვერსია, რომლებიც ამბობდნენ, რომ პიტაგორა იყო ღმერთ აპოლონის შვილი.

ყველა ეს ვერსია ჩვენამდე მოვიდა მწერლებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ პითაგორას სიკვდილიდან 600-700 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მწერლების უმეტესობა ეყრდნობა უფრო ძველი მწერლების ვერსიებს, პითაგორას თანამედროვეებზე ინფორმაცია არ არის.

 

ცნობილს, როგორც “რიცხვთა მამა”, პითაგორას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ფილოსოფიურსა და რელიგიურ სწავლებაში ძვ.წ. მე-6 საუკუნეში. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ლეგენდებისა და გაურკვევლობის ბურუსითაა მოცული და ამგვარად რთულია დარწმუნებით მასზე ზუსტი ინფორმაციის მოყვანა. პითაგორასა და მის მოწაფეებს სწამდათ, რომ ყველაფერი დაკავშირებულია მათემატიკასთან და ასევე თვლიდნენ, რომ ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა შესაძლებელია ციკლთა რითმულობის გასაზღვრით.

მათემატიკაში პითაგორას თეორემა არის ურთიერთდამოკიდებულება ევკლიდეს გეომეტრიაში მართკუთხა სამკუთხედის სამ გვერდს შორის. თეორემას სახელი ბერძენი მათემატიკოსი პითაგორას გამო დაერქვა, რომელმაც პირველად დაამტკიცა მისი მართებულობა.

თეორემა შემდეგში მდგომარეობს:

ნებისმიერ მართკუთხა სამკუთხედში, კვადრატის ფართობი, რომლის გვერდი ჰიპოტენუზის ტოლია უდრის დანარჩენ ორ გვერდზე მდებარე კვადრატთა ფართობების ჯამს.

ვთქვათ c არის ჰიპოტენუზის სიგრძე, ხოლო a და b დანარჩენი ორი გვერდის სიგრძე, მაშინ თეორემა შემდეგი ტოლობით გამოიხატება:

ეს ტოლობა გამოხატავს მარტივ ურთიერთდამოკიდებულებას მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის, ანუ თუ მისი ორი ნებისმიერი გვერდის სიგრძე ცნობილია, მესამის გამოთვლაც შესაძლებელია. ამ თეორემიდან გამომდინარეობს კოსინუსების თეორემაც, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვთვალოთ ნებისმიერი სამკუთხედის მესამე გვერდი, თუ ცნობილია ორი გვერდის სიგრძე და მათ შორის მდებარე კუთხე.

ამ თეორემის შებრუნებული ვერსიაც (კონვერსია) ასევე ჭეშმარიტია:

ნებისმიერ სამი დადებითი რიცხვისთვის a, b, და c სადაც a2 + b2 = c2, არსებობს სამკუთხედი გვერდებით a, b და c, და ყოველ ასეთ სამკუთხედს აქვს მართი კუთხე გვერდებს a და b შორის.

 

 

ინფორმაციის ნაწილი : http://ka.wikipedia.org

jashiashvili nika

davibade ama da ma wlebshi gavizzarde iq chemi saxelia is rac me mqvia,vcxovrob iq,sadac var axla

მსგავსი ამბები

Back to top button