გართობა

გოიმობის თეორია

14apr9 cool guy

,,უნდა შევიცვალო ვსო მეტი აღარ შეიძლება, სიგარეტის მოწევა უნდა დავიწყო, სკაიპის ავატარზე უნდა დავაყენო სურათი სადაც გოგო და ბიჭი ზასაობს და გავასტატუსო “რა დავაშავე ;(” ან “დამანებეთ თავი ყველამ” “live me alone” და ა.შ

ადნაკლასნიკებში რომელიმე სურათს უნდა დავაწერო “ერთის ხათრით” “ერთს მოსწონს” “მე არ მომწონს მაგრამ ცოტა ხანი იყოს”.

უნდა ვიყო სულ დაგრუზული მაგრამ არავინ არ უნდა იცოდეს ჩემი დაგრუზვის მიზეზი (სინამდვილეში მიზეზი არც უნდა არსებობდეს)

ჩემი ჰობი უნდა იყოს ცურვა და მეგობრებთან ერთად სეირნობა და მეგობარს ვერ უნდა ვპატიობდე ღალატს.

უნდა ველოდებოდე “ბინდის” მესამე ნაწილის გამოსვლას და უზომოდ უნდა მიყვარდეს ედვარდი და ბელა.

უნდა ვტიროდე ინტერნეტში გავრცელებულ love story-ებზე და როკ ფორევა!
უნდა ვამბობდე ჯექსონი მაგარი კაციაო მარა არცერთი სიმღერა არ უნდა მქონდეს მოსმენილი და გული უნდა მწყდებოდეს რომ გარდაიცვალა!

უნდა მქონდეს ციგნებში ნაყიდი ქამარი, მარა სამეგობრომ უნდა იცოდეს რომ ეს ქამარი მამამ ჩამომიტანა რომელიმე ევროპული ქვეყნიდან, აუცილებელი არაა დასახელება რომელი ქვეყნიდან მთავარია, რომ მამამ ჩამომიტანა და ვსო.

უნდა მყავდეს მოძღვარი და ძააან ეკლესიური უნდა ვიყო მარა წითელ პარასკევს ჩაის კარაქიანი პური უნდა მივაყოლო.

უბანში ყველა კაი ბიჭს უნდა ვიცნობდე და ყველა თავის დაიკოს უნდა მეძახდეს, ვინმემ თუ მაწყენინა რომელიმეს უნდა მოვუყვე, არა ჯერ არ უნდა მოვუყვე ჯერ უნდა დავიგრუზო და მერე უნდა მოვუყვე, ის მეორე დღესვე უნდა ამოადგეს სკოლაში დანით რომელსაც იცის რომ არ გამოიყენებს მარა დანით მაინც დონობაა!

უნდა მიყვარდეს ჩილიმში სიარული მარა არცერთხელ არ უნდა ვიყო ნამყოფი.

უნდა მქონდეს სურათი სადაც მიკეთია გულებიანი სათვალე ტუჩები გამობზეკილი მაქვს საცჰვენებელი და შუა თითი აწეული და ყელზე არაბული შარფი მიკეთია ეს სურათი უნდა მეგდოს ადნაკლასნიკებზე და უნდა ვამტკიცებდე რომ არ მახსოვს ვინ და როდის გადამიღო.

ზოლიანი ნასკები ეს ყველაფერია!!!! ეს ამტკიცებს რომ ხარ ძალიან fashion ტიპი. ზოლიანი ნასკები აუცილებელია გეცვას რეიტუზის ზემოთ ეს რეიტუზი ქუცილებლად უნდა იყოს გახეული ქუსლთან, ქუსლთან თუ არა ცერა თითთან მაინც.

უნდა ვამბობდე რომ ეს ცხოვრება მკიდია, სხვისი აზრი მაგრა მკიდია და ვაფშეტა ისე ვცხოვრობ როგორც მე მინდა მარა მოკლე შორტიკს ქუჩაში მაინც ვერ ჩავიცმევ სირცხვილია რას იფიქრებს ხალხი.

უნდა უსმენდე აჩიკო მეფარიძეს და “მგზავრებს”. მგზავრების სიმღერაზე უნდა იგრუზებოდე და ერთ ორ ცრემლსაც თუ გადმოაგდებ უფრო დამაჯერებელი იქნები ორი ცრემლი გაგიჭირდა?

უნდა ტიროდე “ტიტანიკზე” და “ფესვებზე” მარა არცერთი არ უნდა გქონდეს ნანახი.

გადმოწერილი უნდა გქონდეს Guns”n Roses ყველა ალბომი და 3 სიმღერა მოსმენილი, მარტო მოსმენილი დანაჩეენი გადმოწერილი!!!

გამარჯობით უნდა იცნობდდე პატარძალას ოღონდ მარტო გამარჯობით!

უნდა იცოდე ვინაა ჯავა მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იცნობდე!

უნდა გიყვარდეს ცეკვა და სიმღერა მაგრამ არცერთი აუ უნდა გამოგდიოდეს.

რედ ბული უნდა გათრობდეს ისე რომ ძაღლს მამიდას ეძახდე!

და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის მერე რატომღაც უნდა გეგონოს რომ ვაფშე არ ხარ გოიმი”

ამ ნაწერს წავაწყდი ერთ-ერთი ,,ოდნოების” მაგვარ საიტზე ვიღაცას ეწერა ფორუმში დამაინტერესა და როცა წავიკითხე ბევრი მართლა ასე იქცევა. ამიტომ დაუკვირდით თქვენს ქცევებს და იყავით ისეთები როგორიც ღმერთმა შეგქმნათ.

წყარო: http://angel.ge

მსგავსი ამბები

Back to top button