გასართობისაკითხავიუცნაური

10 ფაქტი ვატიკანის შესახებ

1. მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანი ითვლება სახელმწოფო-ანკლავად (სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს შიგნით), ფაქტიურად ის არის მხოლოდ რომის პაპის (წმინდა საყდრის), პაპის სასახლის და მისი მომსახურე პერსონალის განთავსების ადგილი. ვატიკანის სტატუსი საერთაშორისო სამართალში არის – წმინდა ეპარქიის სუვერენული ტერიტორია.

2. ვატიკანში აკრედიტირებული დიპლომატები, იმყოფებიან იტალიის დედაქალაქ რომში, ვინაიდან ვატიკანის ტერიტორიაზე ძალიან ცოტა ადგილია მათი განთავსებისთვის. ამის გამო იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობა ვატიკანში მდებარეობს თვით იტალიაში.

3. სახელმწიფო საზღვის საერთო სიგრძე, რომელიც მხოლოდ იტალიაზე გადის, შეადგენს 3,2 კილომეტრი.

4. ვატიკანი არის აბსოლუტურად თეოკრატიული მონარქია, სუვერენს, რომელსაც მართავს წმინდა საყდარი და რომლის ხელშიცაა თავმოყრილი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ძალაუფლება, წარმოადგენს რომის პაპი, რომელსაც ირჩევს კარდინალები სამუდამო ვადით.

5. იმის გამო, რომ ვატიკანი არაფერს არ აწარმოებს და არაფერს არ ყიდის, მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა კათოლიკების შემოწირულობები და ტურიზმი. ვატიკანს გააჩნია გეგმიური ეკონომიკა, ანუ მთავრობა მთლიანად განაგებს სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც შეადგენს 310 მილიონ აშშ დოლარს.

6. ვატიკანში არის 4 სახის შეიარაღებული ძალები: სასახლის გვარდია, პალატინური გვარდია, პაპის ჟანდარმერია და შვეიცარული გვარდია, ბოლო ექვემდებარება მხოლოდ წმინდა საყდარს.

7. მოქალაქეობა ვატიკანში არ არსებობს, ამიტომაც ადგილობრივი მოსახლეობა წარმოაადგენს წმინდა საყდრის წარმომადგენლებს და აქვთ პასპორტი. ამ პასპორტს აქვს წმინდა საყდრის დიპლომატიური სტატუსი და მიუთითებს აპოსტოლური დედაქალაქის (ვატიკანის) კუთვნილებაზე. ვატიკანის მთელი მოსახლეობა წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის მსახურებს.

8. ვატიკანში არ არის აეროპორტი. არის ერთი ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი და 825 მეტრიანი რკინიგზა, რომელიც აერთიანებს რკინიგზის სადგურს ძირითად იტალიურ ქსელთან. არ არის მობილური კავშირის საკუთარი ოპერატორი და ტელევიზია. ერთადერთ ბანკს ვატიკანში ეწოდება “რელიგიურ საკითხთა ინსტიტუტი”

9. დამნაშავეობის დონე ვატიკანში ძალიან მაღალია. ქვეყნის ყოველ ერთ მოსახლეზე მოდის მინიმუმ ერთი დანაშაული, რომელიც ხდება ვატიკანის ტერიტორიაზე ერთ წელიწადში. 2003 წელს ეს სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: ქვეყნის მოსახლეობის 87,2% ჩადის სამოქალაქო სამართალდარღვევას, ხოლო 133,6% სისხლის სამართლის დანაშაულს. სინამდვილეში ამ დანაშაულებს ჩადიან ტურისტები და დაქირავებული პერსონალი, რომლებიც მუშაობენ ვატიკანში, მაგრამ ცხოვრობენ იტალიაში.

10. ვატიკანში პრაქტიკულად არ ხდება ქორწინება და არ იბადებიან ბავშვები. ვატიკანის მთელი ისტორიის მანძილზე, ქორწინების რაოდენობა, რომელიც შედგა მის ტერიტორიაზე, არის დაახლოებით 150.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close