არქივი

რიუნოსკე აკუტაგავა

0ae98c0d5b40
მინდა მოგითხროთ იაპონელ მწერალზე, რომლის შემოქმედებამ მე გამაოცა და დიდი იმედი მაქვს რომ თქვენც დაგაინტერესებთ.

თანამედროვე იაპონური ლიტერატურის კლასიკოსი რიუნოსკე აკუტაგავა 1892 წლის 1-ელ მარტს დაიბადა საშუალო შეძლების რძით მოვაჭრის ტოსიძო ნიიხარას ოჯახში, დრაკონის წლის დრაკონის დღეს დ დრაკონის საათზე, რის გამოც უწოდეს რიუნოსკე (პირველი იეროგლიფი,რომელიც დრაკონს ნიშნაცს).
რიუნოსკე ათი წლის გახლდათ, როდესაც დედამისი სულით დაავადებულთა სახლში გარდაიცვალა. ბავშვი დედის უშვილო ძმამ მიტიაკა აკუტაგავამ იშვილა და მოგვიანებით სწორედ მისი გვარი მიიღო მწერალმა.
1913 წელს აკუტაგავა ტოკიოს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ინგლისური ლიტერატურის განყოფილებაზე, სადაც მეგობრებთან ერთად ლიტერატურულ ჟურნალ ,,სინსიტეს” გამოსცემდა. იქვე გამოქვეყნდა თავისი სადებიუტო მოთხრობა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ინგლისურ ენას ასწავლიდა საზღვაო სასწავლებელში. 1919 წელს გაზეთ ,,ოსაკა მაინიტი სიმბუნში” დაიწყო მუშაობა. სპეციალური კორესპოდენტის რანგში 1921 წელს ოთხი თვით გაგზვნეს ჩინეთში, საიდანაც მწერალი დაღლილი დაბრუნდა და გამუდმებული უძილობა და ნერვიული აშლილობა დაეწყო, რაც დედისგან ერგო მემკვიდრეობით, ტანჯავდა ჰალუცინაციები, თუმცა სწორედ იმ პერიოდს განეკუთვნება მისი საუკეთესო ნაწარმოებები. მწერალი სულიერ აშლილობას ვერსად გაექცა. აკვიატებული ჰქონდა თვითმკვლელობაზე ფიქრი… 1927 წლის 24 ივლისს ვერონალის სასიკვდილო დოზა მიიღო და თავი მოიკლა…
1935 წელს მისმა მეგობარმა, მწერალმა და გამომცემელმა კიკუტი კანმა რიუნოსკე აკუტაგავას სახელობის პრემია დააწესა, რომელსაც წელიწადში ერთხელ ანიჭებენ იაპონიის ახალგაზრდა ლიტერატორებს.

62aeb3f3c41a
დიალოგი წყვდიადში
,,ხმა. მაგრამ შენ სულ არ ცდილობ საკუთარ ცოდვათა გამოსყიდვას. მე. არ არსებობს ტანჯვაზე დიდი გამოსასყიდი.”

,,ოდესღაც გარდასული ხანის ადამიანებიც თანამედროვენი იყვნენ.”

,,ხმა. ჰო, მაგრამ პასუხისმგებლობას რაღას უპირებ? მე. ერთ მეოთხედზე ჩემმა წარმომავლობამ აგოს პასუხი, მეორე მეოთხედზე – გარემო პირობებმა, მესამე მეოთხედზე – შემთხვევითობამ, ჩემდა წილად პასუხისმგებლობის ერთი მეოთხედიღა რჩება.”

,,ძლიერებს არ ეშინიათ, რომ დაკარგავენ იმას, რაც მიიღეს.” ,

,მე არ გამაჩნია ვაჟკაცობა. გულადი რომ ვიყო, ჩემივე ნებით კი არ ჩავუარდებოდი ლომს ხახაში, მოვუცდიდი, როდის გადამსანსლავდა თვითონ.” ,,რაღაც ადამიანური ამავე დროს მხეცურიცაა.”

,,მე არ გამაჩნია სინდისი. მე ნერვები მაქვს მხოლოდ.”

,,ძვირფასი ნივთი ადვილად იმსხვრევა, კრამიტი კი არა.”

,,თავს მხოლოდ საზოგადოებისგან დამარცხებული კაცი იკლავს.”

,,ხმა.რატომ წერ?
მე. მხოლოდ იმიტომ, რომ არ შემიძლია არ ვწერო.”

,,ცხოვრებას რომ ღიმილი ვაჩუქო, საჭიროა, მქონდეს, ჯერ ერთი, გაწონასწორებული ხასიათი, მეორე – ფული, მესამე- უფრო ძლიერი ნერვები ვიდრე მე მაქვს.”

,,ჰო, არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ ჩემს ჭკუაზე მოვკვდე.”

,,არა, ყველაფერი როდი ვიცი, ის, რაც ვიცი, მხოლოდ ნაწილია ჩემი სულისა. ხოლო რაც არ ვიცი, იგი ჩემი სულის უდაბნოა, გადაშლილი უკიდეგანოდ. მე მეშინია მისი. სინათლეში ურჩხულები ვერ იბუდებენ, მაგრამ უსაზღვრო წყვდიადში მუდამ თვლემს რაღაც გამოუცნობი.”

,,შენ ლერწამი ხარ, ქარისაგან რხეული. იქნებ შენს თავზე მოგროვილი საავდრო ღრუბლები ოდესმე გაიფანტოს კიდეც. ამიტომ მტკიცედ უნდა იდგე ფეხზე. შენივე თავისთვის! შენთა შვილთათვის! ნურც გაამპარტავნდები, ნურც დაიმცირებ თავს. და შენ აღსდგები.”
0644f0d06ccc
უსიერ ტყეში
,,მართლაც რომ თვალის დახამხამებაში ქრება ადამიანის სიცოცხლე, თითქოს ცვარი იყოს ან გაელვება. ოო, ენა ვერ იტყვის, რა სავალალოა ყოველივე ეს”

,,როცა ქალის დასაკუთრება სურთ, მამაკაცს ყოველთვის კლავენ. მხოლოდ მე ვკლავ ხმლით, თქვენ კი შემთხვევაში ხმალს არ მიმართავთ, თქვენ კლავთ ძალაუფლების, ფულის მეშვეობით. ზოგჯერ კი უბრალო მლიქვნელური სიტყვებით. მართალია, ამ შემთხვევაში სისხლი არ იღვრება, მამაკაცი უვნებელი რჩება, მაგრამ ის თქვენი მოკლულია.”

ეს მისი შემოქმედების უმცირესი ნაწილია. თქვენ შეიძლება სულ სხვა ფრაზება მოგხიბლოთ. ნამდვილად ღირს მსიი შემოქმედების გაცნობა, უკმაყოფილო არ დარჩებით. ჩემი პოსტის მიზანიც ესაა)

 
წყარო კი ჩემი ეხლახანს შეძენილი წიგნია. რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობათა კრებული.

მსგავსი ამბები

Back to top button