არქივი

მაიას ტომი

870e6821a9f4

მაიასტომელების რწმენების შესახებ :))

მაიას ტომელები ცხოვრობდნენ მექსიკის ტერიტორიაზე. მათ შექმნეს უდიდესი ცივილიზაცია დაახლოებით 250 და 900 წლებს შორის. ამ დროისთვის ცენტრალურ ამერიკაში ცხოვრობდა დაახლოებით 14 მილიონი მაიასტომელი. ისინი თავიანთ ქალაქებში აგებდნენ 22 მეტრიან პირამიდებს. როგორ შექმნეს მათ ასეთი ცივილიზაცია? როგორ ააგეს მათ პირამიდები? მათ “გიდობა” გაუწია რწმენებმა.
მაიასტომელებს სჯეროდათ და იკვლევდნენ დროს და რიცხვებს. მათ ჰქონდათ შესანიშნავი განათლება მათემატიკაში. მაიასტომელებმა გამოიგონეს რიცხვთა სისტემა რომელიც სამი სიმბოლოსგან შედგებოდა და მათ გამოიგონეს რიცხვი ნული. მათ აგრეთვე შექმნეს 2,600 წლის წინ ძალიან აკურატული კალენდარი რომელშიც იყო 365 დღე. მათ კალენდარში იყო 3 სახის დღეები. კარგი, ცუდი და ნეიტრალური. ხალხი მნიშვნელოვან საქმეებს აგვარებდა კარგ და ნეიტრალურ დღეებში: ისინი სამოგზაუროდ მიდიოდნენ, ქორწინდებოდნენ და ა.შ. ასევე მათ სჯეროდათ რომ დროს ჰქონდა დასაწყისიც და დასასრულიც. კერძოდ კი მათ სჯეროდათ რომ მსოფლიოს აღსასრული იქნებოდა 2012 წლის 21 დეკემბერს (თუმცა გადავრჩით :DDD ). მაიასტომელები ასევე ძალიან კარგად ერკვეოდნენ ასტროლოგიაში. მათი აზრით ყველანაირი სიმართლე შეიძლება გეპოვა ვარსკვლავების, მზის და მთვარის მოძრაობაში. მღვდელები წინასწარმეტყველებდნენ მომავალს ასტროლოგიის მეშვეობით. მათ არ ჰქონდათ ტელესკოპები თუმცა მათ ყველაფერი იცოდნენ ცის შესახებ. მღვდლებს ერქვათ “ის ვინც იცის” და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ. ისინი ატარებდნენ ბიჟუტერიას და სპეციალურ ბუმბულს :). როდესაც ბავშვი დაიბადებოდა მშობლებს ისინი მიჰყავდათ მღვდლებთან. ისინი მშობლებს აცნობებდნენ ბავშვის მიზანს ცხოვრებაში და მშობლებს უნდა აღეზარდათ შვილები ისე როგორც მღვდლები ეტყოდნენ.
მაიასტომელებმა შექმნეს პირველი დამწერლობა ამერიკაში. ისინი საწერად იყენებდნენ ხის ქერქს და ქმნიდნენ წიგნებს. დღესდღეობით მხოლოდ რამოდენიმე წიგნი შემოგვრჩა თუმცა როდესაც იპოვეს წიგნები ვერავინ გაიგო ნაწერი.
მხოლოდ 15 წლის წინ გაშიფრეს მაიასტომელების იეროგლიფები.
მაიასტომელებს სჯეროდათ ბევრი ღმერთის: მზის ღმერთის, მთვარის ღმერთის, და ბევრი სხვა ღმერთების. მაგრამ ყველაზე მთავარი იყო სიმინდის მარცვლის ღმერთი რადგან მის გარეშე მაიასტომელებს სჯეროდათ რომ საკვები არ ექნებოდათ.
დაახლოებით 900 წლისთვის მაიას ტომი გაქრა. არავინ იცის ზუსტად რატომ მოხდა ეს. მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე მოვიდნენ ესპანელები და გაანადგურეს მაიასტომის დარჩენილი კულტურა. რომელშიც შედიოდა წინასწარმეტყველების წიგნები. მაიასტომელებ
ის შთამომავლები ჯერ კიდევ ცხოვრობენ მექსიკაში, სალვადორში, გვატემალაში, ბელიზში და ა.შ. და ეს ქვეყნები ჯერ კიდევ იყენებენ ძველ კალენდარს რომ იწინასწარმეტყველონ მომავალი…
აბა რას იტყვით??? შარშან ხო გადაგვიცივეს გული :DDDDD

94de0d8f870b

18ee19e46b6d

2c5785a133d9

41771d087bc3

LeBron212

jefnkiwef

მსგავსი ამბები

Back to top button