არქივი

ოტომანების იმპერია

9623349078ef
ოტომანების იმპერია სათავეს 1299 წლიდან იღებს, იმპერიას დასაბამი სხვადასხვა თურქული ტომების გაერთიანებამ დაუდო. ქვეყანამ ნელ-ნელა დაიწყო ზრდა და გადაიქცა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და დიდ იმპერიად.

თავისი ზენიტის დროს ოტომანების იმპერია მოიცავდა შემდეგ ტერიტორიებს: თურქეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მაკედონია, უნგრეთი, ისრაელი, იორდანია, სირია, არაბეთის ნაწილს და ჩრდილოეთ აფრიკას. მისი ტერიტორია მოიცავდა 19.9 მილიონ კვადრატულ კილომეტრს 1595 წელს.
e56654736135
წარმოშობა და ზრდა

ოტომანების იმპერიამ არსებობა მეცამეტე საუკუნის დასაწყისში დაიწყო, იმ პერიოდში, როცა სელჩუკების იმპერია ინგრეოდა. სელჩუკების განადგურების შემდეგ, ოტომანებმა დაიწყეს ეტაპობრივად სხვა სახელმწიფოებზე კონტროლის მოპოვება, იმ სახელმწიფოებზე რომლებიც სეჩუკების იმპერიაში შედიოდნენ. უკვე 1400 წლისთვის ყველა სხვა თურქული დინასტია მათ ემორჩილებოდა.
88974970d82a
დაარსების პირველივე წლებიდან ოტომანების მთავარი საზრუნავი ტერიტორიების გაფართოება გახდა. იმპერიამ გაფართოებისათვის ბრძოლა ოსმან I-ის დროს დაიწყო, იგივე გაგრძელდა ორკანისა და მურად პირველის პერიოდში.
883a9fb7dd68
1400-იან წლებში მათ რამდენიმე სერიოზული მარცხი განიცადეს, თუმცა კვლავ აღიდგინეს ძალები მუჰამედ I-ის დროს და 1453 წელს კონსტანტინოპოლიც დაიპყრეს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ოტომანებისათვის ოქროს ხანა. მათ წინაშე დაეცნენ აღმოსავლეთ ევროპის და აზიის სახელმწიფოები, რისი მიზეზიც ერთი მხრივ ამ ქვეყნების სისუსტე და არაორგანიზებულობა იყო, ხოლო მეორე მხრივ კი ოტომანების ჯარის კარგი მომზადება და ტაქტიკა.
1b2fdcb5c11c
1517 წელს დაამარცხეს მამლუქები და დაიკავეს ეგვიპტე, 1518 წელს დაიპყრეს ალჟირი, 1526 წელს უნგრეთი. 1535 წელს ტახტზე სულეიმან I ავიდა, რომელიც საუკეთესო მმართველად არის მიჩნეული იმპერიის ისტორიაში. გარდა იმისა რომ იმპერიამ ზრდა განაგრძო, ასვე ამ პერიოში დაიხვეწა იურიდიული სისტემა და თურქულმა კულტურამ განვითრება დაიწყო.
209134e2c5e2
სულეიმან I-ის გარდაცვალების შემდეგ ოტომანების იმპერიამ ნელ-ნელა დაიწყო დასუსტება. ამ ყველაფერს კი სათავე ლეპანტოს ბრძოლაში დამარცხებამ დაუდო 1571 წელს. 1700-იან წლებში განსაკუთრებით დაასუსტა ოტომანები რუსეთ-თურქეთის ომებმა, ხოლო ხელსეკრულებებმა კი ტერიტორიები და ეკონომიკური დამოუკიდებლობა დააკარგვინა. განსაკუთრებულად ძლიერი დარყმა თურქებმა ყირიმის ომის დროს მიიღეს 1912-1913 წლებში. 1856 წელს პარიზის კონგრესმა ოტომანების იმპერიის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ მისი გავლენა ევროპაზე ძალიან შესუსტებული იყო.

5e0da153f6f4
1800-იანი წლებიდან იმპერიის ტერიტორიაზე მომხდარმა აჯანყებებმა და ნაციონალისტური ძალების გააქტიურებამ კიდევ უფრო შეავიწროვა ოტომანები. ხოლო პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი საერთოდ გაქრა რუკიდან. მისი მემკვირე დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკაა.

233412936a25

მსგავსი ამბები

Back to top button