საკითხავისასარგებლო

სანამ ბანკში ანგარიშს გახსნით


ახალი საბანკო ანგარიშის გახსნას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ქონდეს. შეიძლება ცხოვრებაში პირველად ხსნიდეთ ბანკში ანგარიშს, ან თუნდაც სხვა ქვეყანაში მიდიოდეთ საცხოვრებლად და სხვა ბანკთან ურთიერთობა გჭირდებათ. წარმოგიდგენთ ხუთ რჩევას, რომელიც ახალი ანგარიშის გახსნამდე უნდა გაითვალისწინოთ.

1. იპოვნე შენთვის სასურველი ბანკი

თქვენთვის სასურველი ბანკის ამორჩევამდე , რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალიწინოთ. თუ თქვენ ბევრს მოგზაურობს სამსახურის გამო, ან თუნდაც გართობის მიზნით, უმჯობესი იქნება რომელიმე დიდი ბანკი აირჩიოთ, რომელსაც ბევრი ფილიალი აქვს. თქვენ აღარ დაგჭირდებათ სხვა ბანკის ბანკომატების გამოყენება, რაც როგორც წესი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ თქვენ ძირითადად ერთ ადგილზე იმყოფებით და ბევრს არ მოგზაურობთ, უფრო ხელსაყრელი იქნება თუ შედარებით მცირე ზომის ბანკის კლიენტი გახდებით.

2. აირჩიეთ სწორად ანგარიშის ტიპი

თქვენ ინტერნეტის გამოყენებით მარტივად შეგიძლიათ შეამოწმოდ, თუ რა პირობები აქვს სხვადასხვა ტიპის ანგარიშებს. მაგალითად: განსხვავება შეიძლება იყოს მინიმალურ ნაშთში , ასევე ბანკის მომსახურების გადასახადში და ა.შ. თქვენ უნდა განსაზღვროთ რამდენად შეესაბამება თქვენს მოთხოვნილებას ესა თუ ის ანგარიში. ერთი მხრივ მაღალი მინიმალური ნაშთის მქონე ანგარიში შეიძლება მოსახერხებელი იყოს, მაგრამ მეორე მხრივ თუ ლიმიტს დაარღვევთ, ბანკისაგან ჯარიმას მიიღებთ.

3. წაიკითხეთ ანგარიშით სარგებლობის პირობები

ანგარიშზე შეიძლება შეზღუდული იყოს ტრანზაქციების რაოდენობა, ასევე გარკვეულ პერიოდში ლიმიტი იყოს დაწესებული გამოწერილ ჩეკებზე. ყურადღებით უნდა გაეცნოთ ონლაინ ბანკინგით სარგებლობის გადასახადს, ასევე ინტერნეტით გადასახადების გადახდის საკომისიოს. თქვენ წინასწარ უნდა გაეცნოთ ყველა გადასახადს და ლიმიტს რაც ანგარიშით სარგებლობისათვის არის დაწესებული.

4. გაარკთვიეთ რა მოხდება, იმ შემთხვევაში თუ შეცდომას დაუშვებთ

ყურადღებით გაეცანით ოვერდრაფტის პირობებს. ზოგიერთი ბანკი საშუალებას გაძლევთ ოვერდრაფტის შემთხვევაში, თანხა ავტომატურად გადაირიცხოს თქვენი შემნახველი ანგარიშიდან მიმდინარე ანგარიშზე. ხოლო ბანკების უმრავლესობა გაძლევთ უფლებას გადახვიდეთ ნეგატიურ ბალანსში, მაგრამ სამაგიეროდ მოგიწევთ პროცენტის გადახდა. ასე რომ თუ აპირებთ ოვერდრაფტით სარგებლობას, აუცილებლად გაეცანით საპროცენტო განაკვეთს.

5. გახნენით შემნახველი ანგარიში

შემნახველი ანგარიში საშუალებას მოგცემთ დააგროვოთ თანხა გაუთვალიწინებელი ან სხვა შემთხვევებისათვის. თქვენ შეგიძლიად მოთხოვოთ ბანკს შემნახველ ანგარიშზე თანხის ყოველთვიურად გადარიცხვა ავტომატურ რეჟიმში, ასევე შეგიძლიათ დააგროვოთ თანხები ნებისმიერი ტრანზაქციის დროს.ნელ-ნელა თქვენი დანაზოგი მატებას დაიწყებს, რის შედეგადაც უფრო უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close