საკითხავისასარგებლოუცნაური

ვეშაპის პულსი


ანტარქტიკული წყლების მკვლევარებმა მცირე სიღრმეზე ჩაუშვეს ჰიდროფონი (ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც ოკეანის სიღრმეში იჭერენ ბგერას) და დაიჭირეს მაღალი ხმები, რომლებიც ძრავის რიტმულ დარტყმებს ჰგავდა. ეს „მოტორი“ ერთ ადგილას კი არ იდგა, არამედ საათში 12 კმ სისწრაფით მოძრაობდა.
„ალბათ წყალქვეშა ნავია“ გაიფიქრეს მკვლევარებმა. ისინი დიდხანს ეძებედნენ ხმების წყაროს. უცებ ხმაური შეწყდა, თითქოს „ძრავა“ შეჩერდა, ვიღაცამ გამორთო. ცოტა ხანში ჰიდროფონმა კვლავ დაიჭირა იგივე ბგერები: ტუკ-ტუკ, ტუკ-ტუკ.
დიდი დრო დასჭირდათ მეცნიერებს, სანამ აღმოაჩენდნენ, რომ „ძრავი“ ულვაშებიანი ვეშაპის- ფინვალის გული იყო, რითმული ბგერები (დარტყმები) კი მისი პულსი.
ზღვის გიგანტის სხეულში 8 ტონა სისხლია. წარმოიდგინეთ, რა სიმძლავრის უნდა იყოს „ტუმბო“, რომელიც მას მოძრაობაში მოიყვანს. ფინვალის გული 200-250 კგ იწონის. მისი სიმძლავრე 10 ცხენის ძალის ტოლია! გასაკვირი არაა, რომ მისი პულსის დაჭერა ჰიდროფონით მოხერხდა. აი, და სასწაული!…






თეგები

blogerlady

age: 14
Back to top button
Close
Close