არქივი

დედამიწის განაპირას

7ad22c922622
ახალი ზელანდია ორი კუნძულისგან შედგება – ჩრდილოეთისა და სამხრეთის.
იგი ბუნებამ გასაოცარი სილამაზით დააჯილდოვა. განსაკუთრებით ლამაზია სამხრეთი კუნძული. აქ, აღმოსავლეთ ვაკეზე თვალწინ გადაგეშლებათ დიდებული სანახაობა: მუდმივი თოვლით დაფარული მთა კუკი, რომელიც ახალი ზელანდიის ალპების ცენტრში მდებარეობს. სამხრეთით პეიზაჟი თანდათან მკაცრი ხდება. მიხვეულ-მოხვეული გზებით ადიხართ ზევით, მაღალი მთის ტბებამდე. გზის ორივე მხარეზე კი ღრმა ხეობებია ციცაბო კალთებითა და ღია-ყვითელი კლდეებით. შემდეგ თვალწინ გეშლებათ მრავალრიცხოვანი ფიორდები, ისინი სამხრეთ-დასავლეთ ნორვეგიის ფიორდებს ჰგავს. ხმელეთიდან ფიორდებს ვერ მიუახლოვდებით. იქ მხოლოდ ზღვიდან შეიძლება მისვლა. ალბათ, კუკის შემდეგ არც ერთი გემი აღარ მისულა ამ მკაცრ და ულამაზეს სანაპიროსთან.
ახალზელანდიელები ამაყობენ თავიანთი ქვეყნის სილამაზით და უფრთხილდებიან კიდეც მას.
„ქვეყნის დასასრულს“ განლაგებული კუნძულების ბუნების სილამაზეს ემატება სამხრეთ კუნძულის მყინვარები და ჩ რდილოეთი კუნძულის ვულკანები და გეიზერები.

7ad22c922622
4ca1640eac4f
376b2bc4eec4
e6c4fc5277c3
85ae0a73f132
a855a4970291
0c95c5504b0d
0bde33199ad5

blogerlady

age: 14
Back to top button