გასართობისაკითხავისასარგებლო

ფაქტები რუსეთის შესახებ


1. რუსეთი მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით მე-9 ადგილზეა მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიის ფართობით ყველაზე დიდი სახელმწიფოა.
2. მხოლოდ პეტერბურგში არის : 221-მუზეუმი, 2000-ბიბლიოთეკა, 80-თეატრი, 100-საკონცერტო ორგანიზაცია, 45-გალერია, 62-კინოთეატრი, 80-კლუბი.
3. რუსების უმეტესობა არასდროს ჩამოგართმევთ ხელს წასვლისას, რადგან მიაჩნიათ რომ ამის გამო აუცილებლად იჩხუბებთ.
4. რუსული ენა მსოფლიოში 5-ყველაზე გამოყენებადი ენიდან ერთ-ერთია.
5. ურალის მთები არის უძველესი მსოფლიოში და ბაიკალის ტბა ყველაზე ღრმა ტბაა, უდიდესი მტკნარი წყლის აუზით.


6. რუსეთს უკავია დედამიწაზე არსებული მიწის მთელი ფართობის 1/7-ი ნაწილი და ყველაზე მეტი მეზობელი ყავს მსოფლიოში.
7. ლადოგის ტბის სარკე ყველაზე დიდია ევროპაში და მისი ზედაპირი 18 200 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ტბის საშუალო სიღრმე 51 მეტრია ხოლო ყველაზე ღრმა წერტილში კი 230 მეტრია.
8. მოსკოვი ევროპის ყველაზე დიდი ქალაქია, პოპულაცია შეადგენს 10,5 მილიონ ადამიანს და სტატისტიკური მონაცემებით 2020 წლისთვის მოსკოვში მცხოვრები მოსახლეობა 16 მილიონს გადააჭარბებს.
9. მოსკოვი არის ქალაქი სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს. მათი რიცხვი შეადგენს 74-ს და ამ სტატისტიკით მასთან ყველაზე ახლოს მყოფ ქალაქ ნიუ-იორკს სულ რაღაც 3 მილიარდერით უსწრებს.
10. რუსეთის ცენტრალური ბიბლიოთეკა ევროპაში ყველაზე დიდია და მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, მას მხოლოდ აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკა უსწრებს. იგი განთავსებულია მოსკოვში და დაარსდა 1862 წელს.

11. პეტერბურგში არსებული მეტროს სადგური ყველაზე ღრმაა მსოფლიოში და იგი იმყოფება ზედაპირიდან დაახლოებით 100 მეტრის სიღრმეზე.
12. ტრანს სიბერიული რკინიგზა ყველაზე გრძელია მსოფლიოში და იგი აკავშირებს მოსკოვს ვლადივასტოკთან. თუ ამ მანძილის გავლას შეუჩერებლად შეეცდებით ამისთვის დაგჭირდებათ 152საათი და 27 წუთი.
13. რუსეთი არის ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში რომელსაც 12 ზღვა ესაზღვრება.
14. კრემლის გალავნის საერთო სიგრძე არის 2235 მეტრი.
15. მოსკოვში არსებობს 7 აბსოლიტურად იდენტური შენობა რომელთაგანც 2 სასტუმროა, 2 საცხოვრებელი ბინა, 2 ადმინისტრაციის შენობა და ერთი უნივერსიტეტი.

16. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს მსოფლიოში ყველაზე დიდი მაკდონალდსი მოსკოვსა და პეკინშია. (700 ადგილით)
17. რუსეთში 600ზე მეტი უნივერსიტეტია.
18. სიბერიაში არის მსოფლიო ტყის მასივის 25%ზე მეტი. იგი შემოსაზღვრავს 5.2 მილიონ კვადრატულ მილს და დაახლოებით 9%-ს შეადგენს მსოფლიოში არსებული მშრალი მიწის.
19. ოსტანკინოს სატელევიოზიო ანძა ყველაზე მაღალია ევროპაში.
20. ავტომატი კალაშნიკოვი 1947 წელს შეიქმნა და დღემდე გამოიყენება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებაში.

21. რუსეთი მულტი ნაციონალური ქვეყანაა და დაახლოებით 100მდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანით არის დაკომპლექტებული.
22. ხმის მიცემის უფლება ქალებს რუსეთში უფრო ადრე მიანიჭეს ვიდრე აშშ-ში. (1918წლიდან შეეძლოთ ხმა მიეცათ რუს ქალებს ხოლო იგივე უფლებები 1920 წლიდან მიეცათ ამერიკელ ქალბატონებს).
23. მსოფლიოში ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანიც რუსეთშია. „კლუჩევსკაია სოპკას“ სიმაღლე 4750 მეტრია.
24. თუკი მსოფლიო ფილტვებად ამაზონის ჯუნგლებია მიჩნეული ევროპის ფილტვებად რუსეთის ტყის მასივს მიიჩნევენ.
25. პირველი ხელოვნური თანამგზავრი კოსმოსში რუსული იყო. „სპუტნიკი“ 1957 წლის 4 ოქტომბერს გაუშვეს, კოსმოსური ხანის დასაწყისში.
26. ერთ ერთი ყველაზე ცნობილი კომპიუტერული თამაში „ტეტრისი“ რუსი პროგრამისტის ალექსეი პაჟიტნოვის მიერ შეიქმნა 1985.
27. მსოფლიოში ყველაზე დიდი ზარიც რუსეთშია იგი იწონის 223 ტონას მისი სიმაღლე 6.14 მეტრია. იგი დღემდე არასდროს დაურეკავთ.
28. რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა საწვავის მიწოდებით.
29. რუსეთში დაახლოებით 10 მილიონით მეტი ქალი ცხოვრობს ვიდრე კაცი.
30. ერმიტაჟი ერთ ერთი უდიდესი მუზეუმია მსოფლიოში. აქ ვხვდებით 3 მილიონზე მეტ ექსპონატს ქვის ხანიდან თანამედროვეობამდე.

თეგები

Sumerki

...........

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close