გართობაუცნაური

გასასუქებელი ოთახები

9dddc6ecc958

რა არის გასასუქებელი ოთახები? საინტერესო და უცნაურია : )

ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპაში ქალებს უნდათ რომ იყვნენ გამხდრები. ამ ადგილებში გამხდარი ქალი ლამაზ ქალად მიიჩნევა (როგორც ჩვენთან). მაგრამ ზოგიერთ ადგილზე მსოფლიოში მაგალითად აფრიკის ზოგიერთ ნაწილში, მსუქანი ქალი მიიჩნევა ლამაზად. თუ ქალი არის მსუქანი ისინი ფიქრობენ რომ ის არის ჯარმრთელი და მდიდარი. და თუ შენ ხარ გამხდარი მაშინ ისინი ფიქრობენ რომ ხარ მუშა, პატარა ხელფასით და ცოტა საკვებით. აგრეთვე ისინი ფიქრობენ რომ გამხდარი ქალი არის ავად და მას არ ეყოლება შვილები.
იმისათვის რომ ქალებს დაეხმარონ გამოიყურებოდნენ “ლამაზად” და “ჯანმრთელად” ცენტრალურ აფრიკაში არსებობს გასასუქებელი ოთახები. ეს არის ძველი ტრადიცია და მნიშვნელოვანი ნაწილი გოგონას ცხოვრებაში. გოგონას წასვლის შემდეგ გასასუქებელ ოთახებში მთელი სოფელი უკვე მოიხსენიებს მას როგორც ქალს. გასასუქებელი ოთახები ჩვეულებრივ ახლოსაა სახლებთან ან მათი ნაწილია. გასასუქებელ ოთახებში გოგონა ზის სპეციალურ სკამზე ჭამის დრომდე. შემდეგ ის ჯდება იატაკზე ან ფოთლებისგან გაკეთებულ ხალიჩაზე. დედამისი მას აძლევს ისეთ საკვებს როგორიცაა: ბრინჯი, ლობიო და ასე შემდეგ. ეს ის საკვების სახეებია რომელიც კარგად ასუქებს.
გასასუქებელ ოთახებში გოგონა ბევრს არ მოძრაობს. მას შეუძლია მხოლოდ ჭამოს და დაიძინოს. მისი სტუმარი არის მხოლოდ ქალი რომელიც ასწავლის მას თუ როგორ უნდა მოიქცეს ის მისი მომავალი ქმრის წინაშე. როგორ დაჯდეს
როგორ გაიაროს და როგორ ილაპარაკოს. ასევე ის გოგონას დარიგებებს აძლევს გარეცხვის, დაგვის და საჭმლის კეთების შესახებ.
ალბათ თქვენც იფიქრეთ როგორი მოსაწყენია რომ იყო გასასუქებელ ოთახებში არაფრის გაკეთების უფლებით მაგრამ გოგონებს ეს არ ანაღვლებთ რადგან მათ იციან რომ ეს მათთვის მნიშველოვანია.

dc226ba6ab4a

9dddc6ecc958

1c142e78b38e

LeBron212

jefnkiwef
Back to top button