მისტიკაუცნაური

ტუნგუსკას ცეცხლის ბურთი

მისტიური ამბავი ტუნგუსკას ცეცხლის ბურთის შესახებ (ნამდვილი ამბავი)

ტუნგუსკას პლატო არის იზოლირებული ტერიტორია ცენტრალურ სიბერიაში.
1908 წლის 30 ივნისს, დილით, მოსახლეობამ გაიგონა მისტიური აფეთქების ხმა.
ცეცხლმა დაფარა ცა და იგრძნობოდა მიწის ბიძგებიც. შემდეგ ღამეებში ცაზე უცნაური და კაშკაშა სინათლე ჩანდა. ისეთი რომ ადამიანებს შეეძლოთ ღამე გაზეთები წაეკითხათ. ამავდროულად ევროპაშიც კი აღნიშნავდა ხალხი რომ ცაზე უცნაურ ნათებებს ხედავდნენ. ტუნგუსკას პლატო არის ძალიან ძნელი ადგილი მისაღწევად ამიტომ არავინ მივიდა შესამოწმებლად. ადამიანებმა ეს ყველაფერი მიაწერეს მიწისძვრას და მალევე დაივიწყეს. 19 წლის შემდეგ ლეონიდ კულიკი რუსი მეცნიერი წავიდა ტუნგუსკას პლატოს შესამოწმებლად. ის დიდი სიძნელეების მიუხედავად, ფეხით ავიდა პლატოზე. რაც მან დაინახა ეს იყო საოცრება. იქამდე სადამდეც მას შეეძლო ხედვა ხეები იყვნენ შავი. ბევრი მათგანი მიწასთან იყო გასწორებული. აფეთქებამ დაწვა დაახლოებით 80 მილიონი ხე ამ ტერიტორიაზე. ამის ნახვის შემდეგ კულიკმა გადაწყვიტა რომ მეტეორს შესაძლოა გამოეწვია ეს აფეთქება. წლების განმავლობაში მეტეორის თეორია იყო ყველაზე გავრცელებული ახსნა ტუნგუსკის აფეთქების. თუმცა ამ მოსაზრებას ჰქონდა პრობლემებიც რადგან ვერავინ ვერ იპოვა ის ჩაღრმავებული ადგილი სადაც მეტეორი დაეცა. და ასევე ვერავინ იპოვა მეტეორის ნაწილები. აგრეთვე ყველაზე საოცარი გარემოება იყო ის რომ ტუნგუსკას ცენტრში ზოგიერთი ხე არ იყო დამწვარი . ამის შემდეგ ბევრი ახსნა არსებობდა. ზოგი ფიქრობდა რომ ეს იყო დიდი ბომბი. სხვები ამბობდნენ რომ აფეთქებული კოსმოსური ხომალდი.ერთ ერთი უახლესი თეორია არის ის რომ მეტეორი აფეთქდა მიწასთან შეჯახებამდე. ეს ხსნის დაცემის ადგილის არარსებობას მაგრამ არ ხსნის მეტეორის ნაწილების არ არსებობას. უფრო უახლესი თეორია ამტკიცებს სრულიად განსხვავებულ აზრს. შესაზლოა ეს არ იყო კოსმოსური ხომალდი ან მეტეორი არამედ სანაცვლოდ მეცნიერები ფიქრობდნენ რომ დედამიწის ცენტრიდან ამოსულმა გაზმა გამოიწვია ეს აფეთქება. მეცნიერები განაგრძობენ პლატოზე მოგზაურობას და სამხილების ძებნას. მაგრამ მათთვის ტუნგუსკას აფეთქება რჩება ყველა დროის ერთ ერთ ყველაზე ამოუცნობ მისტიკად ….

LeBron212

jefnkiwef

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close