არქივი

ლიტერატურული სალონი XI

d02ff4a13a67
ნარჩევი და არჩეული ჭრელი მარგალიტები თქვენთვის

  • ყოველი შემოქმედის უმთავრესი დანიშნულებაა, ადამიანი გახდეს უკეთესი, ვიდრე არის
    გურამ დოჩანაშვილი
  • წამსვლელი თვითონ დგება და მიდის –
    ზღვებსაც აცოფებთ ზედმეტი წვეთი.
    მე ჩემს თავს უფრო ძლიერად ვთვლიდი,
    სხვა არაფერი შემშლია მეტი…
  • მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის გოდერძი ჩოხელი
  • ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო. მაგრამ, თუკი, როგორმე, წარსულში შებრუნება შესძელი, მერე კი წარსულიც გადალახე, მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები. განა სულ ამას არ ნატრობს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?!ოთარ ჭილაძე
  • იცინე იმდენი, რამდენსაც სუნთქავ და გიყვარდეს იმდენ ხანს, რამდენსაც ცხოვრობ.
    ჯონი დეპი
  • საოცარია, ტირილი არავის შვენის, არც ბალღს , არც ყრმას, არც ჭაბუკს და არც მოხუცს, მხოლოდ ლამაზ ქალს შვენის ტირილი გამსახურდია
  • ცხოვრება გაბმული ხუმრობაა, ბოლოს კი სიკვდილი იცინის.
    აგათა კრისტი
  • თუ უფროსებს თქვენ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს,2e08e0f1c383
    ისინი არასოდეს გკითხავენ, რაც მთავარია: როგორი ხმა აქვს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო.
  • უფროსებს რომ ვუთხრათ, ,,ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანობდნენო”, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი. მათ ასე უნდა უთხრათ: ,,მე დავინახე სახლი, რომელიც 100 000 ფრანკი ღირს” და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!
  • მეფეები არასოდეს არ ფლობენ. ისინი მხოლოდ – ,,მეფობენ”.
  • -გამარჯობა, – თქვა პატარა უფლისწულმა.
    -გაგიმარჯოს, – უთხრა მედუქნემ.
    სულ ბოლო ხანს გამოგონილ აბებს ყიდდა, რომლებიც წყურვილს უკლავენ კაცს. ჩაყლაპავ ერთს და მთელი კვირა წყურვილი აღარ შეგაწუხებს.
    -რატომ ყიდი? – ჰკითხა პატარა უფლისწულმა.
    -იმიტომ, რომ ადამიანებს დრო დავაზოგინო. სპეციალისტების გამოანგარიშებით, კვირაში შეიძლება 53 წუთი დაზოგო.
    -მერედა რა უნდა აკეთო ამ 53 წუთის განმავლობაში?
    -რაც გნებავს.
    ,,53 თავისუფალი წუთი რომ მომცა, – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, – ანკარა წყაროსკენ გავწევდი”…
  • “..ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს..”ჯემალ ქარჩხაძე.
    “ზებულონი”.
  • ისე უნდა უცქერდე საკუთარ წარსულს,როგორც გველი უცქერს საკუთარ პერანგს,გახდილსა და დაგდებულს…სიცოცხლის ატანა ამ გზით თუ შეიძლება.გრიგოლ რობაქიძე – “გველის პერანგი”
  • განა შეტყობა იმისი, თუ რა არის ცაში, – ან ცის იქით,- მუდამის წყურვილით შესატყობარი არ არის ერთობ ადამიანისათვის? განა ამის ვერ მიღწევის უღონობა ზოგადკაცობრიული ჩივილი არ არის უძლურებისა? განა ამაებში ტრიალი გონებისა არ არის ზოგადკაცობრიობის გაუთავებელი ტრიალი იმ საიდუმლოების უძირო მორევში, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო, არც ჰო და არც არა?
    ილია ჭავჭავაძე

  • შენ ყველა გიყვარს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველას მიმართ მეტისმეტად გულგრილი ხარ.ოსკარ უაილდი
  • თუ მკითხავენ, თუ რატომ არაა ჩემს გულში არცერთი რელიგია, მე ვუპასუხებ, რომ დავკარგე იგი, და დამნაშავე რელიგიაა.
    ფრიდრიხ შილერი
  • მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომლის ბოლომდე გაცნობასაც ვისურვებდი, მე ვარ.
    ოსკარ უაილდი
  • ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
    და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს? ნიკოლოზ ბარათაშვილი
  • ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო.
  • რამდენადაც იოლია ადამიანის გაცემა, მით უფრო ძნელია პატიება, თუ მისი პატიება საერთოდ შესაძლებელია. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ პატიების პრეროგატივა მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის.

b7e75997c47f

  • “საოცარია,
    გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
    დაიძინეს და
    ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ.”გოდერძი ჩოხელი.
  • მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება.
  • “სიკვდილი მარადისობისგან მონიჭებული თავისუფლებაა”

  • სხვების შეხედულება ჩვენზე – აი, ის სარკე, რომლის წინაშეც თითქმის ყველა გამოუკლებლივ კეკლუცობს. ადამიანი თავის თავს ისე წარმოაჩენს, როგორადაც ისურვებდა, რომ სხვები ხედავდნენ. სინამდვილე კი, როგორიცაა ის თავისთავად, არავისთვის არ არის ცნობილი, საკუთარი თავის ჩათვლით. ხოლო ცხოვრობს და მოქმედებს რომელიღაც გამოგონილი ფიგურა. ლტოლვა ამ სიცრუისკენ იმდენად დიდია, რომ ადამიანი მას საკუთარ თავსაც კი უმსხვერპლებს. ამით ამახინჯებს თავის ბუნებას – ერთადერთსა და განუმეორობელს, რასაც თითოეული ადამიანური პიროვნება წარმოადგენს.
    სამაგიეროდ, ყოველთვის როგორ გვატყვევებს შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც არ სჭირს ეს მანკიერება და როგორ გვიყვარს ბავშვები, რომელთა ცნობიერება ჯერაც არ მომწიფებულა, მათი სრული უბრალოება და უშუალობა.
  • ხანდისხან, იშვიათად, მაგრამ ხანდისხან, ისეც ხდება, რომ ჩვენთვის სასურველ ადამიანამდე მისასვლელი გზა სხვა ადამიანზე გადის. ჩვენც მიზნის მისაღწევად არ ვინდობთ შუა გაჩხერილ ადამიანს და ავად თუ კარგად ვთელავთ. ის კი გვავიწყდება, რომ ამ ადამიანს ისევე შეუძლია ჩვენი სასურველისაგან დაშორება, როგორც დაგვაკავშირა. და ყოველივეს რომ თავი დავანებოთ, უპატიოსნო ბრძოლაში გამარჯვება ხომ დამარცხების სინონიმია.
  • სიყვარული მხოლოდ მაშინაა სიყვარული, როცა იგი ყველას მიმართ არის, გამონაკლისის გარეშე. ხოლო ვიდრე იგი მხოლოდ მათ მიმართაა მიმართული, ვინც „მე“ მიყვარს, ეს სიყვარული არ არის, არამედ ეგოიზმია.
  • “გარჩევა ადვილია, არჩევა კი ძნელი.
    არჩევაზე რომ მიდგება საქმე, მაშინ ვიბნევით,
    რადგან გულისთქმა ეშმაკისგან გვაქვს.”
    ქარჩხაძე.

b75d6f20328e

  • “შუა აპრილი იდგა, ახალგაღვიძებული ბუნება განახლების მწვანე სისხლად ჩაგუბებულიყო ხეთა ფოთლებსა და კვირტებში, იქიდან დამათრობელ სურნელად ჟონავდა..”
  • სინანული ყველაზე უსარგებლო რამაა ამქვეყნად, გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება. ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით, განგება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას, ის ვინც სრულყოფილია მისი ადგილი მუზეუმშია. რემარკი
  • როდესაც დედამიწის ზურგზე არავინ არ გაგაჩნია, მარტოობას უფრო ადვილად შეეგუები, ვიდრე ადამიანებით გარშემორტყმული. შეიძლება დედაც გყავდეს, ცოლიც, შვილიც, მაგრამ მაინც ცუდად გრძნობდე თავს, ასეთ მდგომარეობას მე სიცარიელეს ვუწოდებ და არა სიმარტოვეს. სიცარიელე იმდენად მძიმე და ცარიელია, მისი ატანა შეუძლებელიც ხდება, ასეთ დროს ან თავს იკლავენ ან ცარიელი ადგილის ამოვსებას ცდილობენ. მაგრამ როგორ უნდა ამოავსო ცარიელი სივრცე, როდესაც შენი არავის და არაფერს ესმის? უნდა აიკიდო გუდა-ნაბადი და ადამიანის ძებნას შეუდგე, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით არა, უბრალოდ ადგე და მოძებნო.
  • “თეთრ ღრუბლებში ქეიფობდა თეთრი მთვარე
    ხმელ ტაბლაზე ვარსკვლავები მიეწვია.”
  • ,,არასდროს ილაპარაკო უფრო სწრაფად, ვიდრე ფიქრობ.” ნილს ბორი

მსგავსი ამბები

Back to top button