არქივი

უნიკალური ბალხაშის ტბა

cc4697cb7ac7

გაუდინარი ბალხაშის ტბა ყაზახეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბალხაშ-ალაქოლის ვრცელ ქვაბულში მდებარეობს, ზღვის დონიდან 340 მეტრ სიმაღლეზე. ტბის ფართობია 17-18 კვადრატული კილომეტრია, მაქსიმალური სიღრმე – 26 მეტრი, წყლის საერთო მოცულობა – 112 კუბური კილომეტრი. ტბა მდიდარია იქთიოფაუნით. მასში ბინადრობს თევზების 20 სახეობა, საიდანაც 6 მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი (ილის მარინკა, ბალხაშის მარინკა, ბალხაშური ქორჭილა, ზოლებიანი ტუჩა, ერთფეროვანი ტუჩა და კვირჩხლა).

ბალხაშის ტბა 2003 წლის 11 აპრილი (ყინულით დაფარული)
5342cc6c7b4b

ბალხაშის ტბა 2003 წლის 18 აპრილი (ყინულის გარეშე)
b00c40e06251

ბალხაშის ტბა ერთ-ერთი უნიკალურია მსოფლიოში. იგი ერთადერთია ტბათა შორის, რომელიც მტკნარიცაა და მარილიანიც ერთდროულად. ეს უვნაური თავისებურება განპირობებულია იმით, რომ სარიისექის ნახევარკუნძული წარმოქმნის ძლიერ ვიწრო, მხოლოდ 3 კილომეტრი სიგანის სრუტეს,რომელიც ართულებს წყალცვლას ტბის ძლიერ განსხვავებულ ორ ნაწილს შორის. დასავლეთი ნაწილი, სადაც დიდი მდინარე ილი ჩაედინება, თავთხელი და მტკნარია, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი – ღრმა და მლაშე (3.5-6 გრ/ლ მარილიანობით).

სარიისექის ნახევარკუნძული
e00dbce5b64c

ბალხაშის ტბის პლაჟი
96b76a2691bc

ტბა დღეს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. სულ უფრო მეტად მცირდება წყლის, განსაკუთრებით მტკნარი წტლის მოცულობა, რაც საფრთხეს უქმნის არამარტო ტბის ფაუნას, არამედ სანაპიროზე მობინადრე ფრინველებსა და ცხოველებს. ფაუნის ზოგიერთი წარმომადგენელი სრულიად მოისპო ან გადაშენების პირასაა. ოდესღაც ტბის მიდამოებში ვეფხვებიც კი ბინადრობდნენ. დღეს კი მათ იქ ფაქტობრივად ვერ შეხვდებით. ტბის წყალი ბინძურდება სამრეწველო ნარჩენებითაც, რაც მეტად ამცირებს თევზის რესურსებით ოდესღაც მდიდარ აკვატორიას. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით წყლის ინტენსიური მოხმარების შედეგად უკანასკნელ პერიოდში ტბის დონემ 2 მეტრით დაიწია, ხოლო წყლის მოცულობა 2000 კუბური კილომეტრით შემცირდა. ტბაში ჩამავალი მდინარეების წყალს მრავალი საწარმო და მეურნეობა იყენებს, ამიტომ ტბამდე წყლის აუცილებელი რაოდენობის მხოლოდ ნახევარი აღწევს.

მეტალურგიული ქარხანა ბალხაშის ტბის პირას
650705987792

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, შეუძლებელია ტბა საწყის მდგომარეობას ოდესმე დაუბრუნდეს. ახლა ეკოლოგების უპირველესი საზრუნავი მხოლოდ წყლის არსებული დონის შენარჩუნებაა.

6d8dea34f8f9

 

ინფორმაციის ნაწილი : http://ka.wikipedia.org

ლოლუა ირაკლი

მხიარული ადამიანი

მსგავსი ამბები

Back to top button