TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ყველაზე უცნაური ფესტივალები

618a530a05f4

ყველაზე უცნაური ფესტივალები და ყოველწლიური მოვლენები:

122a904971c7
1. Fur-Con.
ე.წ. „ბეწვეულის კონგრესი“. ეს არის ადამიანთა ჯგუფის ყრილობა, რომლებიც ერთობიან ცხოველებთან ერთად და სურთ მისცენ მათ ადამიანთა თვისებები; ამ შეკრებაზე ისინი იზიარებენ საერთო იდეებს და შესაბამისად ერთობიან. ეს მოძრაობა დაიბადა 80-იან წლებში და წარმატებით გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

21dcb8bcb03d
2. „წითურთა დღე“
ყოველ წელს, ქალაქ ბრედაში (Breda), ნიდერლანდებში გროვდებიან ათასობით წითური ადამიანები. პარალელურად ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ყოველ წელს ქალაქში ჩამოდის დაახლოებით 4,000 უცხოელი წითური სტუმარი მსოფლიოს 50 ქვეყნიდან.

335ad08fc7bf
3. High Times Cannabis Cup.
ყოველ წელს ამსტერდამში აღნიშნავენ ე.წ. High Times Cannabis Cup. ყოველ წელს ნოემბერში ათასობით ადამიანი ესწრება მარიხუანას დეგუსტაციას და ასევე საუკეთესო ბალახის კონკურსს…
c9f5556a6198
4. „ტატუს“ ფესტივალი ( ტატუირების ფესტივალი)
ეს ყოველწლიური „ტატუს“ ფესტივალია, რომელიც ფლორიდაში ტარდება ყოველ გაზაფხულს. 4 დღის განმავლობაში აქ იმართება გამოფენები, სემინარები, შეჯიბრებები ტატუების ხატვაში და სხვა…

c28c13e98174
5. „წვრილმანების ფესტივალი“.
ყოველწლიურად Wilkes-Barre-ში ტარდება „წვრილმანების“ ფესტივალი. აქ ხდება ყველაზე უცნაური რამ: შოუ იწყება „შუშებზე ფეხით გავლის“ კონკურსით, ხმლების და ნათურების ყლაპვით და მთავრდება კაკვების ჩასმით თვალში.

1b148e24ae0b
6. ფესტივალი -„Parkes Elvis“.
„ელვის“ ფესტივალი იმართება ყოველ წელს ავსტრალიაში, იანვრის დასაწყისში .
თავდაპირველად, ეს იყო ერთდღიანი ღონისძიება, რომელიც შემდგომ შეუფერხებლად და უპრობლემოდ იქცა 5-დღიან ფესტივალად.

618a530a05f4
7. ოფიციალური ფესტივალი -„Twilight“ (ბინდი).
წიგნების სერიამ და „Twilight“ ფილმებმა დაიპყრო იმდენი ფანატის გული, რომ მათი რაოდენობა საკმარისი იქნებოდა 4-5 ფესტივალისთვის
მაგ ფილმი „
Twilight“

17 წლის ბელა მამასთან ერთად პატარა ქალაქ ფორქსში ჩადის. გოგონას თავის თანაკლასელი შეუყვარდება. ბელას იდუმალი და ამოუცნობი რჩეული წარმოშობით ვამპირთა ოჯახიდანაა, რომლებმაც ადამიანებზე თავდასხმაზე უარი თქვეს. ვამპირის შეყვარება, ეს საშიშია? ეს რომანტიული, მშვენიერი და მტანჯველი, მაგრამ ამ ამბავს კეთილი დასასრული არ უწერია…

c788f4943c8c
8. World of LEGO.

ყოველი წლის შემოდგომაზე, ჰოლანდიაში იკრიბება ყველა ასაკის 20,000-ზე მეტი ადამიანი, რომ ითამაშოს LEGO. ერთკვირიანი ფესტივალი მოიცავს თამაშებს, მშენებარე კონსტრუქციების კონკურსებსა და ჯილდოებს…

c81e7e878730
9. ფესტივალი „Lebowski“.
ყოველ წელს, ფილმის „The Big Lebowski“ გულშემატკივტრები იკრიბებიან ლოს ანჯელესში. ფესტივალი უკვე 10 წელია რაც ტარდება .
ფესტივალი „Lebowski Fest“- ყოველწლიური ფესტივალია, რომელსაც მრავალი ორგანიზატორი ჰყავს. ფილმი „The Big Lebowski“რომელიც გადაიღეს ძმებმა -Coen 1998 წელს . პირველი ასეთი ღონიძიება გაიმართა ლუისვილში (Louisville), გახსნის დღეს მას ესწრებოდა 150 გულშემატკივარი, მაგრამ მომავალში, ამ იდეას გაყვა ფილმის ბევრი გულშემატკივარი მთელ ამერიკაში, რის შედეგადაც ეს ღონისძიება გავრცელდა სხვა ქალაქებშიც. ფესტივალის ცენტრალური ადგილი უკავია ღამის ბოულინგის (bowling ) შეუზღუდავ თამაშს , ასევე ყველა სახის ვიქტორინებს და თეატრალურ კოსტუმირებულ კონკურსებს. დღესასწაული გრძელდება შაბათ-კვირასაც კი
ფესტივალის ორგანიზატორებმა Lebowski Bill Green, Ben და Will Pasco-მ დაწერეს და გამოუშვეს წიგნი, რომელიც ეძღვნება ფილმს- «I’m a Lebowski, You’re a Lebowski: Life, The Big Lebowski, and What Have You». არსებობს დოკუმენტური ფილმიც ფესტივალზე, სახელწოდებით «The Achievers» .
ფესტივალის „Lebowski“ -ის ბრიტანული ექვივალენტი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით «The Dude Abides» , ყოველწლიურად ტარდება ლონდონში.

66302738c828

10. „ოფისის“ ფესტივალი
ქალაქი სკრენტონი (Scranton), პენსილვანია, წარმოადგენს ყოველწლიური ფესტივალის ჩატარების ადგილს, რომელიც ეძღნება „ოფისის“ სერიებს. აქ ყოველთვის იკრიბება 15000 გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი, ასევე მსახიობები და გადამღები ჯგუფის წევრებიც…

blogerlady

age: 14
Back to top button