არქივი

“სექსი სიყვარულისთვის საბაბი არ არის”- სკარლეტ იოჰანსონი (ნაწილი1)

826d6fbdce26

გადავწყვიტე პოსტი დამედო ჰოლივუდის მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი, რადგანაც მომწონს, როგორც მსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ზოგჯერ რეჟისორებს მისთვის როლის მიცემაზე უარი მხოლოდ იმიტომ უთქვამთ, რომ ზედმეტად სექსუალურია… იმედია არ დაიზარებთ , წაიკითხავთ და თქვენი იდეალიც გახდება… 

მშობლებმა მას სკარლეტი „ქარწაღებულნის“ გმირის პატივსაცემად დაარქვეს. არავინ იცის, სახელის მაგიამ იმოქმედა თუ უბრალოდ, ბედისწერამ ინება ასე, მაგრამ სკარლეტი ყოველთვის აღწევდა მიზანს და საოცრად თავდაჯერებული იყო, როგორც ინლისელები ამბობენ „self-confident“. იგი1984 წლის 22 ნოემბერს დაიბადა ნიუ-იორკში. დედამისი, მელანი კინოპროდიუსერი იყო, მამა-კარსტენ იოჰანსონი დანიელი იყო, პროფესიით არქიტექტორი, ხოლო მისი ბაბუა, ეინერ იოჰანსონი, სცენარისტი და რეჟისორი იყო. სკარლეტს ჰყავს უფროსი და-ძმა და ტყუპისცალი ძმა. 12 წლის იყო, როდესაც მსობლები დაცილდნენ. ჰოლივუდის მსახიობი ამბობს, რომ ეს იყო საუკეტესო, რაც კი ოდესმე მის ოჯახში მომხდარა. სკარლეტს მხოლოდ ერთხელ არ გაუმართლა- მაშინ 8 წლის გოგონამ დედას მთელი სერიოზულობით განუცხადა, მსახიობობბა მინდაო. მიუხედავად იმისა, რომ მის ტყუპისცალ ძმას სცენა და კინო სულ არ იზიდავდა, დედამ მაინც ორივე წაიყვანა ტელევიზიაში კასტინგზე, სადაც სერიალისთვის ბავშვები უნდა შეერჩიათ, სკარლეტის ძმა მოიწონეს, გოგონა კი-დაიწუნეს. ეს მისთვის უდიდესი დარტ/ყმა იყო, დედამ დაამშვიდა: „სკარლეტ, შვილო – ალბათ , საკმარისად არ იმუშავე!“

cd7a51ba6052

სკარლეტზე დედის სიტყვებმა ისე იმოქმედა, რომ მან ცეკვაც ისწავლა, სტეპიც და სიმღერაც. გოგონამ შეუპოვარი შრომით მიზანს მიაღწია- „Broadway stage“ ბროდვეის სცენაზე პატარა როლი შესთავაზეს, შემდეგ კი კინოშიც მიიწვიეს. 14 წლისამ შეასრულა პირველი მთავარი როლი ფილმში „ცხენების შემლოცველი“. ამ როლსს დიდი წარმატება, მაყურებლის სიყვარული და პროფესიონალების აღიარება მოჰყვა. კრიტიკოსების ქება დაიმსახურა როლებისთვის ფილმებში Ghost World (აჩრდილების სამყარო), Girl wirh Pearl Earring (გოგონა მარგალიტის საყურით) . ორმა მათგანმა 2003 წელს ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ნომინაციაც მოუტანა მსახიობს. რეჟისორები მსახიობს იწუნებენ, „პირდაპირ მეუბნებიან, სკარლეტ, შენ ამ როლისთვის ზედმეტად სექსუალური ხარ”, – ამბობს მსახიობი. ამავე დროს მას შემოთავაზებაზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით შეუძლია, თუ სცენარში ტარაკნებია. ”იმდენად მეშინია ტარაკნების, როლზე უარს ვამბობ”, – ამბობს იოჰანსონი.

ce3eabeb0b6a

გოგონას უგზავნიდნენ და უგზავნიდნენ სცენარებს. მიუხედავად ახალგაზრდობისა, სკარლეტი ძალიან ჭკვიანი და მომტხოვნი იყო, უსახურ სცენარებს ნაგავში ყრიდა-სერიოზულ როლს ელოდა და ისიც გამოჩნდა. 19 წლის სკარლეტმა იტამაშა ფილმში „თარგმანის სირთულე“ და „ოსკარის“ ნომინანტიც გახდა. ეს დიდი წარმატება მსახიობმა თავისებურად აღნიშნა. პრესტიჟულ ოტელ „შატო მორმონში“, ცერემონიის შემდეგ გამართულ ბანკეტზე, წარმატებითა და შამპანურით მთვრალმა „შებმა“ დაუწყო 37 წლის მექსიკელ მსახიობს, ბენისიო დელ ტოროს. მექსიკელი სკარლეტის ანკესზე წამოეგო… როდესაც სკარლეტმა ვნებიანად წასჩურჩულა: „ჩემთან წავიდეთ, მე-8 სართულზე ნომერი მაქვსო“, ბენისიოს სუნთქვა შეეკრა და ქალს უხმოდ გაჰყვა. ძლივს მიაღწიეს ლიფტამდე. ცნობისმოყვარულებმა ირონიული მზერით გააცილეს. ის-ის იყო ლიფტის კარი მიიხურა, რომ გიჟებივით ეცნენ ერთმანეთს. ეს მათ ცხოვრებაში ყველაზე ექსტრემალური სექსი იყო, თავბრუდამხვევი სექსი და ვნება ! ოტელის ლიფტის ძველი კაბინა ძლივს მიღოღავდა ზევით, სკარლეტი ვნებისგან ისეთ ხმებს გამოსცემდა , გარეთაც კი ისმოდა… მათ ქონდათ სექსი: ინდივიდუალიზმი, მკვეთრად გამოხატული მგრძნობელობა, თავაშვებულობა, პროვოკაციულობა, ქცევის დადგენილ ნორმათა უგულებელყოფა. არის მოსაზრება, რომ მამაკაცს ყოველთვის სურს სექსი, ხოლო ვინ იქნება ის ქალი, რომელთანაც ის კავშირს დაამყარებს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მამაკაცის ბუნებიდან გამომდინარე, ეს მოსაზრება მტკიცდება იმით, რომ მამაკაცი, ყოველთვის ”მზადაა” სექსისთვის, მაგრამ საკითხავია რამდენად ხშირად იღვიძებს მასში ვნება. ხოლო მექსიკელი მსახიობი ბენისიო დელ ტორო კი აღსავსე იყო სურვილით და ვნებით სკარლეტის მიმართ…

d4f77fe88cd5

მეორე დღეს, სკარლეტმა ეს ამბავი გულახდილად მოუყვა ჟურნალისტებს და ირონიულად დაამატა: „კარგი იქნება, თუ სასტუმროს ადმინისტრაცია ლიფტების კეტილმოწყობაზე“ იზრუნებს…გაგრძელებას იხილავთ მეორე ნაწილში

1347344d7ffd

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button