არქივი

გერმანული მეგალითები

0e7c47b0a05f

მენგირი ვერტიკალურად მდგარი ქვაა. მენგირების განლაგება მრავალფეროვანია:ერთეული, ჯგუფური, წრიული, ოვალური, მართკუთხა და ა.შ. გვხვდება დაუმუშავებელი ფორმით, ასევე გაპრიალებული და სიმბოლოებით მოხატული.
ტერმინი მენგირი ნიშნავს men-ქვა, hir- გრძელი. (ბრეტანული) მენგერს მიაწერენ რელიგურ დატვირთვას, ცისა და მიწის დამაკავშირებელ სიმბოლოდ მოიხსენიებენ, მზის კულტადაც მოიაზრებენ. ზოგისთვის მენგირი ფალოსის კულტად აღიქმება. ისინი განლაგებულია უმეტესწილად გორებზე, ბორცვებზე (დაბლობებზეც), რითაც გამორჩეულ მნიშვნელობას იძენენ.
მენგირი ალტერნატიული ისტორიისთვის უამრავი უპასუხო კითხვისა და ვარაუდის წყაროა.

a61b34040c98
0a69601d1c35

„გოლენშტაინი“ ზაარლანდი. გერმანია. გოლეშტაინი გერმანიის, ზომით უდიდესი, აღდგენილი მენგირი. ნეოლითის ბოლოს აღმართული მენგირი დაახლოებით ძვ.წ. 2000 წლისაა
წარმოადგენს ღია ფერის ქვიშაქვას და 6,60 მეტრზეა აზიდული მიწიდან. 1939 წელს მენგირის გადააადგილებისას გაწყდა თოკი და ქვა ოთხ ნაწილად გატყდა. მხოლოდ 1951 წელს მოხერხდა მისი აღდგენა,თუმც ქვას დაზიანებები მაინც ეტყობა. ქვაზე ამოკვეთილია ნიშა, ადამიანის ფიგურა ძაღლით, IHS. მიიჩნევა რომ სამივე მოგვიანებითაა შესრულებული ადგილობრივების მიერ.

1700a32cb786
1cdb4d48a1de

„Steinerne Jungfrau“, საქსონია, გერმანია. გერმანიის სიდიდით მეორე მენგირი 5,50-5,70 სიმაღლისაა, თუმც მიიჩნევა რომ ის დაახლოებით 7 მ სიმაღლის უნდა ყოფილიყო, რაზეც მის ძირში ასებული ნატეხებიც მიგვითითებენ (სავარაუდოდ მოტეხილი წვეროს ხარჯზე). ადგილობრივი ლეგენდა მოგვითხრობს გოლიათ გოგონაზე, რომელიც უამინდობისას შინ ბრუნდება. ტალახისა და სველი გუბეების გადასალახავად ის ახლად შეძენილ პურს გამოიყენებს და მას ტალახში ჩააგდებს, რის გამოც გაქვავდება. სხვათა რწმენით მენგირი უშვილო წყვილთა შემწეა. მენგერზე შეიმჩნევა ლურსმნით გაკეთებული ამონატეხები,რაც მიგვითითებს ამ პერიოდისათვის ქვების დამუშავების საქმეში ლურსმნების გამოყენებაზე .

74848a603c0c
0e7c47b0a05f

„Spellenstein-ი“. ითვლება გერმანიის სიდიდით რიგით მესამე მენგირად. ნეოლითის ბოლოს აღმართული მენგირი 5 მეტრია მიწის ზემოთ და 2 ქვემოთ. იგი მოწითალო-მოყავისფრო, დამუშავებული ქვიშაქვაა. გააჩნია კვადრატული კვეთა და ზემოთ ვიწროვდება.

ლოლუა ირაკლი

მხიარული ადამიანი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button