გასართობისაკითხავისასარგებლო

ამერიკის შეერთებული შტატების 10 ყველაზე გავლენიანი პრეზიდენტი


იმ 44 პრეზიდენტიდან, რომლებიც შეერთებულ შტატებს ჰყოლია, შეიძლება გამოვარჩიოთ რამდენიმე პრეზიდენტი, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით, გავლენით და დამსახურებით დიდი წვლილი შეიტანეს მათი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

ბუნებრივია, შეერთებული შტატების პრეზიდენტების ტოპ ათეული შეიძლება სხვადასხვანაირად დაკომპლექტდეს, მაგრამ ამ პოსტში შევეცადე წარმომედგინა ის პრეზიდენტები, რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი თავისი საქმიანობით.

1. აბრაამ ლინკოლნი

ლინკოლმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა სამოქალაქო ომის დროს შეერთებულ შტატებში. ის იყო ერთი უკომპრომისო ბრძოლის პერიოდში და მან დიდი როლი შეასრულა ქვეყნის გაერთიანების პროცესში. ასევე დიდი როლი მიუძღვის აბრაამ ლინკოლნს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მონობის აკრძალვაში.

2. ფრანკლინ დელანო რუზველტი

რუზველტი შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო (1933–1945) წლებში და იმ პერიოდში ერთ-ერთ ცენტრალურ პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა მსოფლიოში. სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში გაიმარჯვა ა.შ.შ-მ მეორე მსოფლიო ომში. დიდი წვლილი მიუძღვის მას ოცდაათიანი წლების დიდი დეპრესიის დაძლევში და ამერიკის ეკონომიკის ფეხზე დაყენებაში.

3.ჯორჯ ვაშინგტონი


შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ყოველთვის ქონდა სურვილი მიღებული ყოფილიყო არა როგორც მონარქი, არამედ როგორც ხალხისათვის სასურველი მმართველი. მის სახელს უკავშირდება შეერთებული შტატების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის დაბადება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ პრეზიდენტობის ორი ვადის განმავლობაში უარი თქვა კონგრესისაგან დანიშნულ ხელფასზე.

4.თომას ჯეფერსონი

ჯეფერსონის სახელს უკავშირდება შტატ ლუიზიანას შესყიდვა ფრანგებისაგან. რამაც შეერთებული შტატების ტერიტორია მნიშვნელოვნად გაზარდა.

5.ენდრიუ ჯექსონი

ენდრიუ ჯექსონი ყოვეთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პოპოლარობით ამერიკის მოსახლეობაში, თავისი ნაციონალისტური შეხედულებების გამო. მისი პრეზიდენტობის პერიდოს უკავშირდება ინდილების გადასახლება მისისიპის მიმდებარე ტერიტორიებიდან. ენდრიუ ჯექსონი გამოსახულია 20 დოლარიან კუპიურაზე.

6. თეოდორ რუზველტი

რუზველტი დიდი გავლენის მქონე პრეზიდენტი იყო. მისი ზედმეტსახელი ‘Trust Buster’- ი იყო. გამოიჩეოდა კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი პრეზიდენტობის პერიოდში დაარსდა ძალიან ბევრი ნაკრძალი და დაცული ტერიტორია, რამაც ხელი შეუწყო ფლორისა და ფაუნის დაცვას.

7. ვუდრო ვილსონი

მის სახელს უკავშირდება შეერთებული შტატების მსოფლიო ასპარეზზე გასვლა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა პირველი მსოფლიო ომი. მისი იდეა იყო ქვეყნების გაერთიანების შექმნა, ისეთი როგორიც დღევანდელი გაეროა.

8. ჰარი ტრიუმენი

მან მიიღო ამერიკის ისტორიში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, ატომური ბომბების გამოყენების შესახებ , იაპონიის წინააღმდეგ. ის ხელმძღვანელობდა შეერთებულ შტატებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წლებში და ცივი ომის დასაწყისში.

9. ჯეიმს პოლკი

მის სახელს უკავშირდება შეერთებული შტატების ტერიტორიების ზრდა, კერძოდ კალიფორნიისა და ნიუ-მექსიკოს შემოერთება, მექსიკის წინააღმდეგ ომის მოგების შემდეგ. ასევე ინგლისთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიერთა ორეგონის შტატი . ერთი ვადით მყოფ პრეზიდენტებს შორის ის საუკეთეოდ მიიჩნევა.

10.დუაით ეიზენჰაუერი

მისი მმართველობის პერიოდში შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. მის სახელს უკავშირდება შტატთაშორისი მაგისტრალების მშენებლობის დაწყება. ის იყო ძლიერი მმართველი ცივი ომის დროს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close