არქივი

ლიტერატურული სალონი IX

739ba2d1a78f

მარგალიტებით დახუნძლული მომდევნო პოსტი.

  • რატომ ხუჭავს ადამიანი თვალებს, როცა რამე აწუხებს ანდა სიამოვნებს ? იქნებ იმიტომ, რომ წუთით მაინც გამოეყოს სამყაროს, მარტო დარჩეს წუხილთან თუ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც მაინც ვერ გაუზიარებს ვერავის.ოთარ ჭილაძე
  • მარტო ქვეყანაა, მკითხველო, დაურღვეველი, და ერთი ლამაზი, გონიერი ქართვლის ანდაზა: „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“, თორემ „ნუ დააგდებ ძველსა გზასაო“ — ეს ჩინეთიდამ შემოგვეპარა და რასაც ჩინეთის ფერი ადევს, ის რასაკვირველია, დაირღვევა ღვთისა და თქვენის წყალობითა, ჩემო ძველის გზის მოყვარევ, მაგრამ მაინც კიდევ საყვარელო ქართველო!..

845a5c778d0f

  • “ადამიანს მხოლოდ წვრილმანები ამშვიდებს – წყალი,
    სუნთქვა, საღამოს წვიმა… ვინც მარტოა მხოლოდ ის გაიგებს ამას.” ერიხ მარია რემარკი “ტრიუმფალური თაღი”
  • ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.ოტია იოსელიანი
  • „ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა“ დოსტოევსკი
  • “შურისძიება ისეთი კერძია,რომ გაცივებული უნდა მიირთვა.მაშინაა გემრიელი.”
  • თითოეული გრძნობა თუ სურვილი, რომლის ჩახშობასაც ასე გულმოდგინედ ვცდილობთ, მძიმე ტვირთივით დასწოლია ჩვენს გონებას და გვწამლავს
  • ცხოვრების მიზანი საკუთარი თავის გამოვლენაა, სრულყოფილად გამოვავლინოთ ჩვენი ბუნებრივი რაობა, აი რისთვის ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად
  • მშვენიერება ისეთივე უდიდესი მოვლენაა სამყაროში, ვით მზის სინათლე, გაზაფხული, ან მთვარის ვერცხლისებრი პირსაბურველის ანარეკლი მრუშე წყალში. მშვენიერება უდავო რეალობაა.

  • გრძნობების მეტი სულს ვერაფერი ჰკურნავს, ისევე, როგორც გრძნობათა მკურნალობა შეუძლებელია სულის გარეშე
  • ახალგაზრდობა ის უძვირფასესი განძია, რომლის ქონაც უდავოდ ღირს!დორიან გრეის პორტრეტი
  • -რა ამბავია?- ჰკითხა ზღვამ ოთახში შესულ მზეს
    -ადამიანი კვდება! – უპასუხა მზემ.
    -ასე უბრალოდ, კვდება და მეტი არაფერი ? -ჰკითხა გაკვირვებულმა ზღვამ.
    -ექიმებმა უკვე მიატოვეს. – თქვა მზემ და მხრები აიჩეჩა.
    -შენ ნუ მიატოვებ, – უთხრა ზღვამ.
    -როგორ თუ ნუ მივატოვებ, ჩემი გაჩერება ვინ გაიგონა ?! – გაუკვირდა მზეს.
    -ნუ მიატოვებ – გაუმეორა ზღვამ.
    -მე რას ვუშველი, კვდება. ესეც არ იყოს, ადამიანებმა უკვე
    მიატოვეს.
    -შენ ადამიანებს რას უყურებ, ადამიანები ძალიან ხშირად და ადვილად ტოვებენ ერთმანეთს. შენ თუ არ მიატოვებ , ადამიანი არ მოვკდება. ნუ მიატოვებ! -სთხოვა ზღვამ.
    -არ შემიძლია. მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, ხვალ ზუსტად ამ დროს მოვიდე კვლავ.-იმართლა თავი მზემ. ოთახიდან გავიდა, აივნის მოაჯირს გადაალაჯა და წავიდა.
    – მიდიხარ ? – ჰკითხა ზღვამ.
    -მივდივარ ! – უპასუხა მზემ უკანმოუხედავად.

  • ქართლი განა მიწაა! ქართლი ხალხია. ხალხი თუ აღარ იქნა, ცარიელ მიწას ხვალ ეგებ სპარსეთიც დაერქვას.
    ჯემალ ქარჩხაძე
  • “- ნუ გეშინია, ხატია!
    – არ მეშინია, სოსო!
    – იმან თუ არ აგიხილა, მე აგიხელ, ხატია, დედას გეფიცები, აგიხელ.
    – ვიცი, სოსოია.
    – თუ გინდა არ აგიხილოს, რა მოხდა მერე, მე ხომ მხედავ?
    – შენ კი გხედავ, სოსოია.
    – აბა, მეტი რა გინდა, ხატია?
    – მეტი არაფერი.”
  • “საქართველოში, ქართველის გარდა, ჯერჯერობით არავინ დაჩაგრულა…”
    ჭილაძე
  • “ბალღები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული”
  • “არიან ადამიანები, რომლებიც იმისათვის გაჩდნენ ამქვეყნად, რომ მარტოებმა იარონ ცხოვრების გზაზე.”პ. კოელიო “11 წუთი”
  • შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.გოეთე 644824ba6e48
    და აქვე  მმესამე-მეოთხე კლასელი ბავშვების საუბარი ღმერთთან.რამდენიმე ფრაზა მართლაც ბრძნული, თბილი მარგალიტია))
    “შენ თუ სამყაროს დასასრულს მოაწყობ,ვინ ილოცებს შენთვის?”
    “სად მიდის დრო?ჭაღარაში?”
    “ადამიანები ისე იტანჯებიან დედამიწაზე,ნუთუ შენს ჯოჯოხეთში უარესია?”
    “მე შენ რა თქმა უნდა მიყვარხარ,მაგრამ დედა და მამა უფრო,ხომ არაუშავს?”
    “შეიძლება რომ მე არ მოკვდე?”
    “აი ეკლესიაში სანთლებს რომ ყიდიან,შენი ბიზნესია?”
    “ღმერთო,თუ უფლებას მივცემ ჩემი სნიკერსი ჩაკბიჩოს- ეს სიყვარულია?”
    “შენ ბედნიერი ხარ?”(პირველკლასელი)
    “რატომ ჩუქნი შენ ცხოვრებას,ხოლო მისი წართმევა ყველას შეუძლია?”
    “რა უნდა გავუკეთოთ ცხოველებს,რომ ჩვენთან ერთად მოხვდნენ სამოთხეში?”
    “როდესაც გიყვარს,რატომ მოგწონს ყველაფერი,ერბოკვერცხიც კი?”
    “მე ძალიან გარცხვენ?”
    “მოდი შევხვდეთ სიკვდილამდე”
    “ნუ ბრაზდებით ადამიანებზე”
    “გამოგვიგზავნე დედამიწაზე შენი შვილი…ჩვენ მას ჯვარზე არ გავაკრავთ”
    “ღმერთო,მოდი მოვრიგდეთ.მე მჯერა შენი,შენ კი-ჩემი”
    “მეორედ როდის მოვა იესო ქრისტე?ხომ უნდა მოვემზადოთ,თორემ იგივე იქნება რაც პირველად მოსვლისას”
    “ყვავილები უკეთესი გამოგივიდა,ვიდრე ადამიანები”

მსგავსი ამბები

Back to top button