არქივი

შედეგების ზეგავლენა ადამიანებზე როგორც სხვათა განსჯის მეთოდი

Choices

სამწუხაროდ, დღეს 21-ე საუკუნეში, მიუხედავად მრავალგვარი განვითარებისა და დიდი მიღწევებისა ფსიქოლოგიის სფერიში, ადამიანთა უმრავლესობა მაინც პრიმიტიული ხერხებით ცდილობს განსაჯოს სხვა ადამიანი და შედეგებიდან გამომდინარე აკეთებს დასკვნას.
რა თქმა უნდა ბევრი გაიფიქრებს, რომ ეს ლოგიკურიც არის, მაშ დასკვნა შედეგიდან თუ არა საიდან უნდა გამოვიტანოთო, თუმცა ადამიანი არ არის ის შემთხვევა სადაც ერთი, ორი ან თუნდაც მილიონი ვარიანტი გვეყოფა მისი აზროვნების დასადგენად შედეგებიდან გამომდინარე.

არ არის სიახლე რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თუმცა შეცდომაში შევყავართ იმ ფაქტებს და შედეგებს, რომლებიც ვარიანტებზეა დაფუძნებული და საბოლოო შედეგების რაოდენობა არ აღემატება ერთს, ორს ან თუნდაც ათს. ვეცდები აგიხსნათ თუ რას ვგულისხმობ ,,შეცდომებში შეყვანაში’’, ფაქტებში, შედეგებში და ვარიანტებში.
მაგალითად ავიღოთ შემდეგი სიტუაცია: ოთახში იმყოფება 4 ადამიანი. პირობითად ავღნიშნოთ ისინი ასოებით A, B, C და D. A-ს აქვს მონეტა, რომელიც მან ხელებში დამალა და შესთავაზა დანარჩენებს (B, C და D-ს) ეცადათ გამოცნობა იმისა, თუ რომელ ხელში უჭირავს მას ეს მონეტა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელმა აირჩია მარჯვენა თუ მარცხენა ხელი, თუმცა სიტუაციის გამარტივებისთვის ჩავთვალოთ რომ B, C, და D-მაც აირჩია A -ს მარჯვენა ხელი და ყველა მართალი აღმოჩნდა. ამის შემდეგ A -მ გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ ეცადა იგივე და ისევ შესთავაზა მათ მონეტის გამოცნობა და სწორედ აქ იწყება ,,ფსიქოლოგიურ დაუდევრობებზე’’ საუბარი. B-მ გადაწყვიტა შეეცვალა აზრი და მარცხენა ხელი დაესახელებინა, იმის იმედად, რომ მას ეგონა, თუ A-მ პირველ ჯერზე დამალა მონეტა მარჯვენაში, ის იგივეს არ გაიმეორებდა. ახლა განვიხილოთ C-ს გადაწყვეტილება. მან ისევ აირჩია მარჯვენა ხელი, რადგან ფიქრობდა რომ A გაშიფრავდა იმ ლოგიკას რომლითაც B-მ გადაწყვიტა აერჩია მარცხენა და ისევ დაიტოვებდა მარჯვენაში, რაც ნამდვილად უფრო ღრმა ლოგიკაა ვიდრე B-სი. ახლა გადავიდეთ D-ზე რომელმაც B-სავით აირჩია მარცხენა ხელი მიუხედავად იმისა, რომ მათი ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ბევრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მაშ ასე რატომ აირჩია D-მ მარცხენა? იმიტომ რომ D- მის ორივე წინამორბედზე ჭკვიანი აღმოჩნდა და ეს გადაწყვეტილება ისეთი ლოგიკით ახსნა, რომელიც B და C-სას სჯობდა, როგორც სიღრმისეულად ასევე მაშტაბებითაც. D-მ იფიქრა რომ A გაშიფრავდა იმ ლოგიკას, რომლითაც B-მ იხელმძღვანელა (გავითვალისწინოთ რომ: D-მ არ იცის C -ს ლოგიკა ისევე როგორც C -მ არ იცოდა B-ს ლოგიკა, ეს ყველაფერი იწერება ტექსტის გასამარტივებლად და შესამოკლებლად). საბოლოოდ აღმოჩნდა რომ A-მ, მართლაც რომ მარცხენაში დამალა მონეტა და D-ც და B-ც მართალი აღმოჩნდა, მაგრამ არის ეს იმის წინაპირობა რომ B არის C-ზე ჭკვიანი და D-სა და B-ს ინტელექტი ერთიდაიგივე დონისაა ? შედეგებიდან გამომდინარე ასეც გამოდის, თუმცა პრაქტიკაში ეს ასე არ არის რის დამტკიცებასაც ასე გამუდმებით ვცდილობ და რაც ალბათ გამომივიდა.
დასკვნა: მიუხედავად შედეგებისა, რომელიც შეიძლება იყოს 1,2,3,4 ან 10 და მეტი არა (ზოგადად შეზღუდვაზეა ლაპარაკი), ჩვენ ვერ მივიღებთ ადამიანების ინტელექტის შესახებ 100%იან გარატიას იმისა, რომ ერთი მეორეს შედეგის გამო შეიძლება სჯობდეს. (ზემოთ მოყვანილი ,,შედეგის’’ მაგვარია ნაგულისხმევი).
თუ გადავავლებთ ჩვენს წარსულს თვალს, მაშინ მივხვდებით თუ რამდენჯერ ვყოფილვართ ასეთ სიტუაციაში და რამდენჯერ არასწორი დასკვნა გამოგვიტანია.

P.S.
ყველაფერი ზემოთთქმული, არის უბრალოდ მაგალითები და კერძო სიტუაციები და ის ფაქტი, რომ A-მ გადაწყვეტილება სხვა ადამიანებიდან გამომდინარე მიიღო და იმიტომ გადაიტანა მარცხენა ხელში მონეტა თუ ზოგადად ასე მოუნდა და ყველანაირი ლოგიკის გარეშე გააკეთა ეს, არაფერს არ ცვლის.

xida11

Love psychology

მსგავსი ამბები

Back to top button