გართობაუცნაური

იშვიათი ალბინოსი ალიგატორი (ერთ-ერთი თორმეტთაგანი)

image
ფლორიდას შტატის ცოცხალი ბუნების პარკ Gatorland-ში უცნაური ალიგატორი გაჩნდა, რომელსაც ძალიან იშვიათი პიგმენტაცია-ლეიკიზმი აღენიშნება. ამ დროს სხეულის მხოლოდ მცირედი ნაწილია შეფერილი, ხოლო თვალებს ცისფერი ფერი ახასიათებს.
image

22 წლის მამრი Bouya Blan (ფრანგულიდან brouillard blanc “თეთრი ნისლი”) მსოფლიოში ასეთი შეფერილობის 12 ალიგატოს შორის ერთ-ერთია. 1986 წელს სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა ლუიზიანას ერთ-ერთ ჭაობში 17 თეთრი ალიგატორის ნაშიერი იპოვეს, რომლებიც მაშინვე ნიუ-ორლეანის ზოოპარკში გადაყვანეს. Gatorland-ში კიდევ 3 მამრი ცხოვრობს.
image

თავისი შეფერილობის გამო ეს ცხოველები ძალიან იშვიათად გვხვდება ბუნებაში, რადგან ისინი მალე იღუპებიან სხვა მტაცებლების ხელით. ასევე თეთრი ალიგატორი ძალიან მგრძნობიარეა მზის პირდაპირი სხივების მიმართ და ესაჭიროება დ ვიტამინის გაზრდილი დოზა.

imageimage

 

წყარო : http://intermedia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button