გართობაუცნაური

9 ფილმი , რომლებმაც ყველაზე მეტი მანქანა შეიწირეს

df048cdff755

პოსტში წარმოგიდგენთ 9 ფილმს რომელიც ყველასათვის ცნობილია , მაგრამ არა იმ კუთხით რომლითაც მე მოგითხრობთ.

მე9 ადგილზეა 90იანი წლების , ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული , მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი Ronin

ამ ფილმა არც მეტი არც ნაკლები , 80 მანქანა შეიწირა. ამ ფილმის რეჟისორი John Frankenheimer , თავადაც მოყვარული მრბოლელი ყოფილა. ფილმის მოგებიდან მან წილი გამოუყო და დაეხმარა “ფორმულა 1ის” მრბოლელ Jean-Pierre Jarier და კიდე სხვა , 300 აკრობატ მძღოლს. ფილმის მთავარი დევნა ვითარდება პარიზის ქუჩებში. შედეგი კი სახეზეა , ეპიკური დევნა რომელიც ადგილს იმსახურებს “დიდების(ქება-დიდების) დარბაზში”.

შემდეგი ფილმია Bullitt რომელიც მე8 აგილს იკავებს , მაქანების განადგურების მიხედვით.

ამ ფილმში 80ზე მეტი მანქანა განადგურდა. ფილმის მთავარ დევნაში , კარგი პოლიციელი “Ford Mustang GT 350″ით , ცუდი ბიჭების “Dodge Charger”ს მისდევს.

მე7 ადგილზეა Gone In 60 Seconds (1974 წლის გადაღება)

თუ ვიმსჯელებთ , “უცნაური ბლოგის” მომხმარებლების საშუალო ასაკით.. მემგონი ეს ფილმი ბევრს არ გექნებათ ნანახი. მაგრამ აუცილებლად გექნებათ ნაყურები , მისი თანამედროვე ვარიანტი , იმავე სახელწოდებით. რომელშიც მთავარ როლს : ნიკოლას ქეიჯი და ანჯელინა ჯოლი ასრულებენ.
1974 წლის ვერსიაში 93 მანქანა განადგურდა

მე6 და მე5 ადგილს ერთი და იგივე ფილმის The Blues Brothers-ის სხვადასხვა ვარიანტები იკავებენ.

The Blues Brothers (1980წლის ვარიანტში) 103 მანქანა გახდა გადასაგდები ხოლო The Blues Brothers (2000წლის გადაღებაში) კი 104
1980 წლის ვარიანტში 60 პოლიციის მანქანა ნადგურდება , ფილმზე მომუშავე ჯგუფს თითოეულში 400 $ ჰქონდა გადახდილი.

მე4 ადგილასაა ფილმი G.I.Joe

შესანიშნავი ფილმი , ძლიერი ეფექტებით , ფანტასტიკა და ამავდროულად მანქანაების ერთ ერთი ყველაზე დიდი მტერი. ამ ფილმა 112 მანქანა შეიწირა. მაგრამ არც ისე ბევრია 112 , The Blues Brothers 2000-ს მხოლოდ 8 მანქანით ჯობნის.

შემდეგი ანუ მე3 ადგილი წილად , ფილმ A Good Day To Die Hard (კერკეტი კაკალი 5) ხვდა.

ამ ფილმში 132 მანქანა განადგურდა.

პირველად “ჯონ მაკკლეინი” 25 წლის წინ გამოჩნდა ეკრანებზე , ახლა კი ფილმ Die Hard-ის მე5ე სერიაში , რუსეთსი ამოყო თავი. ხალხი ამბობს რომ ეს ყველაზე ცუდი ვერსიაა ამ ფილმისა , მაგრამ თრეილერებიდან არც თუ ისე ცუდი ჩანს. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ ფილმზე საუბარი , პირდაპირ საქმეზე გადავალ და თამამად ვიტყვი რომ ამ ფილმა 132 მანქანა გაანადგურა და 518 კი ძლიერ დააშავა. ეს ყველაფერი კი სულ რაღაც 7,2 მილიონი ფუნტის ზარალია.

მე2 ადგილასაა ახალი Fast And Furious , მე6 ნაწილი

კონკრეტულმა სერიამ 260 მანქანა გაამზადა გადასაგდებად მაგრამ , თუ პირველი სერიიდან მოვყვებით ყველა სერიამ ერთად ჯამში 900 მანქანა გაანადგურა. პირველი სერია Fast And Furious , ხანგრძლივობით 554 წამია , სტატისტიკის მიხედვით ამ ფილმში , ყოველ 37 წამში თითო-თითო მანქანა ნადგურდებოდა. რაც შეეხება ამ სერიას მხოლოდ ის ვიცით რომ 400ამდე მანქანაა გამოყენებული მთლიანი ფილმის ირგვლივ

1ლი და განუმეორებელია Transformers 3

რომელშიც ყველაზე ბევრი 532 მანქანა განადგურდა.ეს ყველაფერი ძვირი დაჯდა რეჟისორისათვის მაგრამ , მიუხედავად ამისა ფილმმა მიაღწია ისეთივე წამატებას როგორსაც მისმა წინა მორბედებმა.

ავტორი : გიორგი პაპელიშვილი

bloggerBro

Just simple internet user , video editor and future bloger ;) & FBer

მსგავსი ამბები

Back to top button