საკითხავისასარგებლოუცნაური

ამერიკის შეერთებული შტატების ავტოსტრადები


1919 წლის 7 ივლისს, არმიის ახალგაზრდა კაპიტანი დუაით დავიდ ეიზენჰაუერი შეუერთდა არმიას, რომელიც პირველად ისტორიაში ავტომობილებით აპირებდა ვაშინგტონიდან სან ფრანცისკოში ჩასვლას. ცუდი გზების გამო ესკორტი საათში მხოლოდ 5 მილის გავლას ახერხებდა, რის გამოც მხოლოდ 62 დღის შემდეგ ჩააღწიეს სან ფრანცისკოში.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უკვე გენერალი ეიზენჰაუერი მოხიბლული იყო გერმანული ავტობანების გამძლეობით. მაშინ როცა ერთ ბომბს რკინიგზის სრულიად მწყობრიდან გამოყვანა შეეძლო, გერმანული ავტობანები დაბომბვებს უძლებდა და მისი განადგურება ძალიან რთული იყო. ამ ორმა მაგალითმა დაანახა პრეზიდენტობის პერიოდში ეიზენჰაუერს, თუ რაოდენ საჭირო იყო ავტოსტრადების მშენებლობა შეერთებულ შტატებში. 1950-იან წლებში ამერიკის მოსახლეობა შეშინებული იყო საბჭოთა რუსეთთან ბირთვული ომის საფრთხის გამო, არსებობდა მოსაზრება რომ თანამედროვე ავტოსტრადები ხელს შეუწყობდა მოსახლეობის დროულ ევაკუაციას ომის შემთხვევაში და ასევე უფრო გაუადვილებდა სამხედროებს ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებას.

1953 წლიდან მოყოლებული, რაც დუაით ეიზენჰაუერი პრეზიდენტი გახდა, დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტოსტრადების მშენებლობაზე ფიქრი. გეგმაში იყო იმ დროისათვის უთანამედროვესი და მდგრადი ავტოსტრადების მშენებლობა, რომელსაც 42000 მილი უნდა დაეფარა. ეიზენჰაუერს და მის გუნდს 2 წელი დასჭირდათ, რათა კონგრესისგან ამ პროექტის მხარდაჭერა მოეპოვებინათ. თითეული შტატის მთავრობა, მის ტერიტირიაზე გამავალი ავტოსტრადის მშენებლობის ხარჯებში 10 %-ით მონაწილებდა, დანარჩენ 90%-ს ცენტრალური მთავრობა ფარავდა.

მშენებლებს მაღალი სტანდარტების გაყმაყოფილება ევალებოდათ. მკაცრად იყო განსაზღვრული გზის სიგრძე, სიგანე , სისქე და ა.შ. ავტოსტრადა გათვალისწინებული იყო 70 მილი/საათში სიჩქარით მგზავრობისათვის. პირველი 80 მილიანი მონაკვეთი ხუთ თვეში გაიხსნა. გათვალისწინებული იყო, რომ მშენებლობა 16 წელიწადში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ რეალურად ეს პროექტი 37 წლის შემდეგ დასრულდა. ბოლო, ლოს ანჯელესთან დამაკავშირებელი მონაკვეთი მხოლოდ 1993 წელს დასრულდა.

შემოიღეს ავტოსტრადების გადანომრვის სისტემა. ჩრდილოეთის და სამხრეთის ავტოსტრადები აღინიშნა კენტი ნომრებით, ხოლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლუწი ნომრებით. შტატებიდან მხოლოდ ალიასკაზე არ არის ავტოსტრადები. ხოლო ჰავაიზე არის H1 , H2 და H3 ავტოსტრადები, რომელბიც მნიშვნელოვან ქალაქებს აკავშირებენ ერთმანეთთან.

საბოლოო ჯამში, ავტოსტრადამ დიდად შეუწყო ხელი შეერთებულ შტატებში სხვადასხვა დარგების განვითარებას, ყველაზე მეტად კი ბიზნესს. ხოლო რაც შეეხება ამ პროექტის ავტორს და სულისჩამდგმელს, პრეზიდენტ დუაით ეიზენჰაუერს, ავტოსტრადით არასოდეს უსარგებლია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close