გასართობისაკითხავისასარგებლო

ქინაქინის საიდუმლო


ქინაქინის ხის სამშობლო სამხრეთ ამერიკის ქვეყნები: პერუ, ბოლივია, ვენეუსელა, კოლუმბია … უფრო ზუსტად – ბოლივია. რამდენიმე საუკუნე გრძელდებოდა ქინქინის ხის სამკურნალო თვისების გამორკვევა და როცა უკვე ცნობილი გახდა, ბოლივიის მთავრობა სიკვდილით სჯიდა მას, ვინც თესლს სახელმწიფოს გარეთ გაიტანდა. მიუხედავად ამისა, ინგლისელი ლეჯერის თხოვნით, ბოლივიელმა ქერქის შემგროვებელმა მანუელ მამანიმ წვიმების სეზონში მოახერხა ქინაქინის თესლის საზღვარზე გადატანა. სეზონის ამ დროს სუბტროპიკული ტყე თითქმის გაუვალი ხდება, გზაზზე მანუელს არავინ არ ხვდებოდა. წლის ამ სეზონში გავლა, ანდების მრავალრიცხოვანი ხეობების გადალახვა, სადაც ბატონობს ზვავი და მიწისძვრა, ძლიერი რისკი იყო… მიუხედავად ამისა, მან ფეხით გაიარა 800 კმ და პერუში ლეჯერს ჩაუტანა ხუჭუჭ თმებში ჩამალული ქინაქინის ძვირფასი თესლი. კაცობრიობამ მისი დახმარებით მიიღო და გაამრავლა ეს სამკურნალო მცენარე, ხოლო თვითონ მანუელი ბოლივიის მთავრობამ სიკვდილით დასაჯა.


ქინაქინის ხეს სხვანაირად ჰქვია- ცინხონას ხე (cinchona); kina ქერქს ნიშნავს და მისი ქერქისაგან დამზადებული ალკალოიდი (ქინაქინი) სპეციფიკური საშუალებაა მალარიის წინააღმდეგ. ქინაქინი სინთეზურად მიიღეს XX საუკუნის 40-იან წლებში.
ქინაქინის ხის ქერქისგან მიღებული ქინაქინის მაგალითიდან ჩანს, რომ სამკურნალო მცენარეებიდან აქტიური ნივთიერებების მიღებას უარყოფითი მხარეებიც აქვს. თუმცა ქინაქინი სპობს მალარიის გამომწვევ უამრავ პარაზიტს, გადარჩენილები სწრაფად მრავლდებიან. ცნობილი მეცნიერის ნათქვამია, რომ „ასეთი რეზისტენტობა უმთავრესი პრობლემა გახდა მედიცინაში“…








blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close