საკითხავისასარგებლოუცნაური

ელექტრომობილების ისტორია (ნაწილი II)


1910 წლიდან ელექტრომობილებმა პოპულარობა ნელ-ნელა დაკარგა. ეს სხვადასხვა მიზეზებით იყო გამოწვეული.

1910-წლისთვის შეერთებულ შტატებში გაუმჯობესდა გზების სისტემა, ქალაქები ერთმანეთს დაუკავშირდა, გაიზარდა დიდ მანძილებზე გადაადგილების მოთხოვნილება. მოხდა ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტი, ტექსასის შტატში აღმოაჩინეს ნავთობის საბადო, რამაც ქვეყნის მასშტაბით საწვავზე ფასი გააიაფა. ჰენრი ფორდმა დაიწყო შიგა წვის ძრავიანი მანქანების მასობრივი წარმოება. შიგაწვის ძრავიანი მანქანების უპირატესობა დაბალი ფასი და დიდი მანძილის დაფარვის შესაძლებლობა იყო. ჰენრი ფორდის ავტომობილები 650$-ად იყიდებოდა, მაშინ როცა ელექტრომობილის ფასი 1750$-ს შეადგენდა.

1935 წლისათვის ელექტრომობილები ფაქტიურად გაქრა, და დაახლოებით 60-იან წლებამდე ეს დარგი ფაქტიურად მკვდარი იყო. 60-70-იან წლებში გაიზარდა მოთხოვნილება ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზე, რადგან შიგაწვის ძრავით აღჭურვილი ავტომობილები გამონაბოლქვით გარემოს დიდ ზიანს აყენებდნენ. ამ პერიოდში კვლავ აღდგა მუშაობა ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომანქანების დახვეწაზე და განვითარებაზე.

1964 წელს Battronic Truck Company-მ გამოუშვა ელექტრომობილი, რომელსაც მაქსიმალური სიჩქარე 25მილი/სათში ჰქონდა და ერთი დატენვით 62 მილის გავლა შეეძლო. 1973-1983 წლებში ამ კომპანიამ გამოუშვა 175 ფურგონის ტიპის ელექტრომობილი, რომელიც ქალაქების მერიების მომსახურების განყოფილებებისათვის გამოიყენებოდა და ასევე 20 ელექტროავტობუსი.

ამ პერიოდში ორი კომპანია დომინირებდა ელექტრომობილების წარმოებაში: Sebring-Vanguard, რომელმაც 2000 “CitiCar”-ი გამოუშვა. ამ ავტომობილების მაქსიმალური სიჩქარე 44მილი/საათს შეადგენდა და საშუალოდ 50-60 მილის გავლა შეეძლო. მეორე კომპანია Elcar Corporation-ი იყო, რომელიც ელექტორომობილების შემდეგი დასახელებით – “Elcar” აწარმოებდა. “Elcar”-ის მაქსიმალური სიჩქარე 45მილი/საათი იყო და 60 მილს ფარავდა. ამ მანქანების ფასი 4000-4500 დოლარს შორის მერყეობდა.

1975 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ფოსტამ შეიძინა 175 ელექტრო ჯიპი, ფირმა American Motor Company-ისგან, და ეს მანქანები თავის ტესტირების პროგრამაში ჩართო. ამ მანქანებს დასატენად 10 საათი სჭირდებოდათ, ხოლო სიჩქარე 50მილი/საათი იყო, და ერთი დატენვით 40 მილის გავლას ახერხებდა.



სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ელექტრომობილების წარმოების აღორძინება და დახვეწა. იმას თუ რა სიტუაციაა დღეს ელექტრო მობილების სფეროში მესამე ნაწილში წარმოგიდგენთ.

თეგები
Back to top button
Close
Close