არქივი

ფარშევანგი ობობა

574ed9f6e00b
ფარშევანგი ობობა მდედრი ობობებს ყურადღებას თავისი მუცლით იქცევს, რომელიც პარშევანგის კუდს წააგავს.

ავსტრალიის აღმოსავლეთში ბინადარი ფარშევანგი ობობა (Maratus volans) — შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ობობაა მსოფლიოში. მის განსაკუთრებულ მიმზიდველობას, მისი ფერადად აჭრელებული მუცელი იწვევს, რომელსაც ის თითქოსდა ფარშევანგის მსგავსად შლის.

0b28fd00df25

იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პაწაწინა ობობა (5 მმ-ს არ აღემატება სიგრძეში) მდედრ წარმომადგენელს შეამჩნევს, ააშვერს ფერად მუცელს და შლის მას, ოვალური ფორმის მიცემით. შემდეგ კი ორ ფეხსაც იშვერს ზემოთ, რათა უფრო მეტი ყურადღება მიიპყროს. როგორც კი მდედრი მიუახლოვდება მას, ის მის წინ „ცეცხლოვან“ ცეკვას ასრულებს: იწყებს მუცლისა და ფეხების თამაშს და დინამიურად მოძრაობს აქეთ-იქით. თუ მდედრს მოეწონება ცეკვა და კავალერის „კუდი“, ის ნებას დართავს მასთან შეჯვარებაზე.

5c1964e2ce90

საინტერესოა, რომ ადრე მეცნიერებს ეგონათ, რომ ფარშევანგ ობობას დიდ მანძილზე გადახტომა ან ფრენის დრო თავისი კუდის წყალობით ლივლივიც კი შეეძლო, თუმცა ამ ვარაუდების დადასტურება ვერ მოხერხდა.

4177f171965b

2d22f694a5f3

5855cff5a79c

9654c3bfffe8

97e863468eee

3a21fa655dee

317dcdaeb402

ვიდეოებზე შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ ხიბლავს ფარშევანგი ობობა მდედრებს და ასევე მისი ქცევის სხვადახვა დეტალები:

მსგავსი ამბები

Back to top button