კულტურაუცნაური

რისი გაკეთება უნდა მოასწრო 2011 წლამდე

230f70631623
“ფორბსმა” მნიშვნელოვანი საქმეების ნუსხა წარმოადგინა, რომლის გაკეთებაც 2011 წლამდე უნდა მოასწროთ. მაგალითად ისრაელში თევზაობა 2011 წლიდან იკრძალება. ხოლო საფრანგეთში ჩადრით სიარული მხოლოდ 31 დეკემბრამდეა შესაძლებელი.

საქმეები, რისი გაკეთებაც 2011 წლამდე უნდა მოასწრო:
1. უნდა მოასწროთ რომში გამგზავრება. რომის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი იანვრიდან ქალაქის ხელისუფლება ტურისტებს ე.წ. ტურისტულ ქირას დაუწესებს. ქირას პრაქტიკულად ყველა ტურისტი გადაიხდის, ვინც კი რომში გაჩერდება. 3-ვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერებულ ტურისტებს ერთ ღამეში დამატებით 2 ევროს გადახდა მოუწევთ. ხოლო 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ტურისტები დამატებით 3 ევროს გადაიხდიან. თანხა ტურისტმა ქვეყნიდან წამოსვლამდე უნდა გადაიხადოს. ქალაქის ხელისუფლების თქმით, შემოსული თანხა ტურისტული სერვისის გაუმჯობესებას მოხმარდება.

2.უნდა მოასწრონ 100 ვატიანი ელექტრონათურის ყიდვა. 2011 წლის 1-ლი იანვრიდან რუსეთში 100 და მეტ ვატიან ელექტრო ნათურებს ვეღარ იშოვით

3.3da505f7534f
უნდა გაიაროთ პარიზში ჩადრით. 2011 წლის 1 იანვრიდან საფრანგეთში საზოგადოებრივ ადგილებში მაჰმადიანური სამოსის ტარება იკრძალება. წესის დამრღვევი 150 ევროთი დაჯარიმდება. თუკი ქმარი ცოლს ჩადრით სიარულს მაინც აიძულებს, მას განსაკუთრებული ჯარიმა – 30 000 ევრო დაეკისრება.
4.324196a80164
ისრაელში თევზაობით გული 31 დეკემბარმდე უნდა იჯეროთ. 1 იანვრიდან ძალაში შედის გადაწყვეტილება ზედა იორდანეში და კინერეთში თევზაობის აკრძალვის შესახებ.
5. უნდა დახარჯოთ მშობლების კაპიტალი იპოთეკაზე. პირველი იანვრიდან რუსეთში გაუქმდება მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც მშობელს უფლება ჰქონდა არ დალოდებოდა, როდის შეუსრულდებოდა ბავშვს 18 წელი და კაპიტალიდან თანხა იპოთეკური მიზნებისთვის გამოეყენებინა.

6. მოსკოვის მცხოვრებლებმა ტრანსპორტის იაფიანი ბილეთები უნდა მოიმარაგონ. 1-ლი იანვრიდან მოსკოვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება.
7.ac7308697944
31 დეკემბრამდე უნდა დაიხარჯოს ესტონური კრონა. 1-ლი იანვრიდან ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ესტონეთი ევროზონას უერთდება. ესტონური კრონა ახალი ვალუტით შეიცვლება. ვალუტის გადაცვლა 14 იანვრამდე იქნება შესაძლებელი.
8. ვისაც “ფიატის” ყიდვა ძველი ლოგოტიპით სურს, 31 დეკემბრამდე უნდა მოასწროს. 2011 წლის 1-ლი იანვრიდან იტალიური მანქანების მწარმოებელი კომპანია “ფიატი” ლოგოტიპს ცვლის. ახალი ლოგოტიპი კომპანიამ ნოემბრის შუა რიცხვებში წარმოადგინა.

9. უნდა შეიძინოთ იაფი არაყი. 1 იანვრიდან რუსეთში არაყი 98 რუბლით ძვირდება.

10. უნდა შეიძინოთ გაყინული ქათამი. 1 იანვრიდან რუსეთში გაყინული ფრინველის ხორცის გაყიდვა იკრძალება.

11. განის მცხოვრებლებმა უნდა მოასწრონ მეორადი მაცივრის ყიდვა. 1-ლი იანვრიდან განაში საცალო ქსელში მეორადი მაცივრების იმპორტი და გაყიდვა მთლიანად აიკრძალება.
12.6dd53909bc29
ყაზახეთში მეორადი მანქანის იმპორტი 31 დეკემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. 1-ლი იანვრიდან ყაზახეთში იკრძალება მანქანის შეყვანა, რომელიც ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება.

13. მომავალი წლიდან ინგლისში ქათმისთვის ნისკარტის მოჭრა იკრძალება. ქათმებს ნისკარტს იმის გამო აჭრიან, რომ ფრინველებმა ერთმანეთი არ დააზიანონ.
14. მალაიზიასა და იტალიაში უნდა მოასწრონ პოლიეთილენის პარკის შეძენა. 1-ლი იანვრიდან იტალიაში პოლიეთილენის პარკების გამოყენება იკრძალება. იტალიელები ყოველწლიურად 20 მლრდ-ზე მეტ პოლიეთილენის პაკეტს აგდებენ. ქვეყნის მოსახლეობის 73% მხარს უჭერს ალტერნატიული მასალებით პოლიეთილენის პაკეტების ჩანაცვლებას.

15. უნდა მოასწროთ თელ-ავივში სატვირთო მანქანით გასეირნება. 1-ლი იანვრიდან თელ-ავივში 6-დან 9 სთ-მდე სატვირთო მანქანით მოძრაობა აიკრძალება.

16. უნდა მოასწროთ მანქანის მართვისას მესიჯების გაგზავნა. პირველი იანვრიდან კენტუკის შტატში საჭესთან მჯომი პირი, რომელიც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას დაწერს, დაჯარიმდება. პირველ ჯერზე – 25 $-ით, მეორედ – 50$ -ით.

17. უნდა მოასწროთ შოტლანდიაში გადაფრენა. ბრიტანეთის რეგიონალური ავიაგადამზიდი 1-ლი იანვრიდან მომსახურებას აძვირებს. ავიაკომპანია მგზავრებისთვის ალკოჰოლურ და გამაგრილებელ სასმელებს უფასოდ აღარ დაარიგებს.
18.0490afb4f2a8
მოასწარით ვიეტნამელი ბავშვის შვილად აყვანა. 1-ლი იანვრიდან ვიეტნამში უცხოელებისათვის ბავშვის შვილად აყვანა რთულდება.

19. პოლონურ, ან ესპანურ ბარებში სიგარეტის მოწევა იკრძალება. ახალი წლიდან ესპანეთში ძალაში შედის კანონი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში მოწევას კრძალავს. ხოლო პოლონეთში პოლიციელებს უფლება აქვთ, კანონის დამრღვევები დააჯარიმონ.

20. რუსეთმა უნდა მოასწროს ბელორუსისგან სარგებლის მიღება. 1-ლი იანვრიდან რუსეთი ბელორუსისთვის აუქმებს საექსპორტო ბაჟს ნავთობზე. ექსპერტების გათვლით, ამის გამო ყოველწლიურად რუსეთის ბიუჯეტი დაახლოებით 2 მლრდ დოლარს დაკარგავს.

წყარო:ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button