გასართობისასარგებლოუცნაური

მივბაძოთ ფუტკრებს

honeybee
მართლაც ყურადსაღები და მისაბაძია ფუტკრების თვისებები. ჩამოვთვალოთ ისინი.

1. ფუტკარს ბადალი არ ჰყავს შრომისმოყვარეობაში. დილიდან დაღამებამდე დაუღალავად შეუძლია მუშაობა. ამ მხრივ განსაკუთრებული ყოფილა მთის ქართული რუხი ფუტკარი. მისი მუშაობა არახელსაყრელ პირობებშიც კი მაღალნაყოფიერია, რისთვისაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და სამჯერ დაჯილდოვდა ოქროს მედლით.

2. ფუტკრები უამრავ კეთილ საქმეს აკეთებენ: ღმერთს მასალას უმზადებენ სანთლისთვის, ადამიანს – თაფლს. ამას გარდა, ეს პატარა არსება სხვა ძვირფას პროდუქტებსაც გვაძლევს. ესენია: ფუტკრის შხამი, დინდგელი, რძე და ჭეო – ყვავილის მტვერი, რომელსაც შეუდარებელი სამკურნალო თვისებები აქვს.

აღსანიშნავია, რომ ექვსივე პროდუქტს ფუტკარი მზა სახით გვაწვდის. მათ დამატებითი დამუშავება არ სჭირდება.

ფუტკრები ახდენენ ყვავილის დამტვერვას, რაც აუცილებელია ყვავილების გამრავლებისთვის.

3. იციან უფროს – უფროსობა (დღევანდელი თაობის უმეტესობისგან განსხვავებით :D) – ემორჩილებიან უფროს ფუტკარს. ყოველ საქმეს მისი ბრძანებით იწყებენ.

4. უყვართ ოჯახური ტრადიციების დაცვა. ცხოვრობენ ერთ საერთო სახლში – სკაში. ოჯახისყველა წევრს მკაცრად განსაზღვრული ფუნქცია აქვს და ზუსტად ასრულებს მას. კერძოდ: სკის შესასვლელთან დღე და ღამე, მუდმივად დარაჯობენ მცველი ფუტკრები. ისინი მტრისგან იცავენ სკას.

დედა ფუტკარი დებს კვერცხს დებს კვერცხებს, საიდანაც ახალი თაობები იჩეკება.

მუშა ფუტკარი ნექტარს აგროვებს, სკაში მოაქვს და გადასცემს მიმღებ მუშა ფუტკარს.

მიმღები ფუტკარი ნექტრის წვეთს კორთუმზე გამოუშვებს მრავალგზის (120 – 240 – ჯერ) და ისევ უკან შეიწოვს. ამგვარი ვენტილაციით ნექტარში შემავალი წყლის დიდი ნაწილი ორთქლდება. ბოლოს დამუშავებულ წვეთს ფუტკარი ათავსებს ფიჭის უჯრედში. სხვა ფუტკრებს ეს წვეთი მრავალჯერ გადააქვთ ერთი უჯრედიდან მეორეში. ასე გრძელდება წყლის აორთქლება და საბოლოოდ ყალიბდება თაფლი. უჯრედის შევსების შემდეგ ფუტკარი ცვილით დალუქავს მას.

მზვერავი მუშა ფუტკარი ნექტრით სავსე ყვავილის მისამართს ადგენს და ეს ინფორმაცია ოჯახში მოაქვს. სკაში დაბრუნებისას იგი უცნაურ ცეკვას იწყებს. მზვერავის მოძრაობის მიმართულებით, სიჩქარის, წრეებისა და მუცლის რხევის სიხშირით სხვა მუშა ფუტკრები იგებენ ნექტრის მისამართს და ზუსტად პოულობენ მინიშნებულ ადგილს.

ფუტკარი – “გეომეტრიის მამა”

როგორც ვიცით, ძველი სამყაროს ბერძენ მათემატიკოსს, ევკლიდეს “გეომეტრიის მამას” უწოდებენ. იგი ძ.წ. III საუკუნეში ცხოვრობდა. მაგრამ თურმე მასზე გაცილებით ადრე გეომეტრია შესანიშნავად სცოდნია ფუტკარს.

გეომეტრიის დახმარებით ფუტკარი ოსტატურად აშენებს ფიჭას – თაფლის საწყობს. ფიჭის ყველა უჯრედი ტოლგვერდა ექვსკუთხედია. სიმყარისთვის მწერი უჯრედებს ერთმანეთზე კი არ დგამს, არამედ ქვემოთა ექვსკუთხედების კუთხეებს ზედა ექვსკუთხედების საყრდენად იყენებს. ფუძის ყველა კუთხე ზუსტად 70 გრადუსი და 32 მინუტია. ეს არის ის ერთადერთი ვაარიანტი, როდესაც საშენი მასალა ძალიან ცოტა იხარჯება, ფიჭაში კი თავსდება თაფლის მაქსიმალური რაოდენობა.

ფუტკარი – ბალზამირების ოსტატი

თუ ფუტკრის სკაში თაგვი შეიპარა, ვაი მას! ყველა ფუტკარი ერთად დაესევა, დაგესლავს და სიცოცხლეს გამოასალმებს.

რაკი სკიდან მკვდარი თაგვის გამოტანა არ შეუძლიათ, მწერები ხერხს მიმართავენ – თაგვს ბალზამირებას უკეთებენ. მთლიანად ფარავენ ცვილით. ამგვარად შენახული ლეში არ იხრწნება, რა დროც არ უნდა გავიდეს

ფუტკარი – “სინოპტიკოსი”

ყველა სიკეთესთან ერთად, ფუტკარს ამინდის პროგნოზირებაც ეხერხება. ადამიანებმა ფუტკრის ქცევის მიხედვით იციან:

თუ ფუტკარი დილიდან ხალისიანად დაფრინავს, მზიანი დღე იქნება;

თუ სკაში ზის და ზუზუნებს – გაწვიმდება;

თუ ცაზე ცაზე ღრუბელია, ისმის ჭექა – ქუხილი, მაგრამ, ე.ი. – არ გაწვიმდება;

თუ საღამოს ადრე შეწყვეტს ფრენას, მეორე დღეს კარგი ამინდი იქნება;

თუ სკაში გვიან საღამოს დაბრუნდა ხანგრძლივი ავდარი დაიწყება; ამიტომაც იშრომა უფრო დიდხანს, რომ მომდევნო დღის ნორმა შეესრულებინა.

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. იმედი მაქვს ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ და დამეთანხმებით, რომ ეს პაწაწინა მწერი მართლაც მისაბაძი არსებაა.

NikaTheKing

მე ვარ ნიკა ნიკოლიშვილი. დავიბადე თბილისში. ვცხოვრობ თბილისში.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close