არქივი

ლიტერატურული სალონი VII

6b25c7fc5ffc

ლიტერატურილი სალონის მეშვიდე ნაწილი… შორი ცა სევდიან ფიქრებს ცრის…

  • მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო,
    იმ დროს,
    როდესაც
    დედაქალაქს
    დაიპყრობს ძილი…
    მიყვარს,
    მიყვარს
    და…
    არ ვიცი რატომ!
    (მიზეზის პოვნას
    არცთუ ისე ძალიან ვცდილობ)მუხრან მაჭავარიანი
  • კითხვის გარეშე ცხოვრება სახიფათოა: მხოლოდ არსებული რეალობით უნდა დაკმაყოფილდე, ეს კი დიდად სარისკო რამაამიშელ უელბეკი
  • ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისალობერგერი
  • რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს. გულის ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქმნება.ილია ჭავჭავაძე
  • ამქვეყნად ჩვენი ის არის მხოლოდ,
    რაც სამუდამოდ გვემახსოვრებაოთარ ჭილაძე

  • ცა ჩამოიქცა…
    ზღვა გადმოიქცა…
    გუნება ისევ ნისლმა მოიცვა…
    ცოტაც მოიცა-
    все устроится…ნიკო გომელაური

გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი

80bcf8cde5ef

  • გაზაფხულზე რომ გათბება მიწა,
    რომ ამოვა ენძელა და ია,
    საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,
    ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს.
    ანანურთან არაგვის წყალს დავლევ,
    გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს,
    ციხისძირთან შემეყრება გველი,
    ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს გოდერძი ჩოხელი
  • წარმოშობით ყველანი ჩვენი ბავშვობიდან ვართ…ანტუან დე სენტ ეგზიუპერი
  • ბებერი მაშინ ხარ,როცა წარსულში მეტ სიხარულს ხედავ,ვიდრე მომავალში.კნიტელი

გაზაფხული შემოსულა ლენ…

  • ვიგრძენი,როგორ უხმაუროდ ტრიალებს დედამიწა.განუზომელ,უზარმაზარ სივრცეში.
    ისეთი ძალით ვიგრძენი ეს,რომ ბალახს ჩავეჭიდე,შემეშინდა – არ წამიღოს-მეთქი ტრიუმფალური თაღი
  • მაინც რატომ გვინდა ყველას რომ ლამაზები ვიყოთ?
    იმიტომ, რომ სამყარო გულისამრევად მახინჯია
  • რაც არ უნდა გენიალური, ახალი, ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო; მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დათანხმდება შენი ტვინიდან გამოსვლას და მუდამ შენთან დარჩება. ისე წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ შენს მთავარ იდეას ვერავის გადასცემ – დოსტოევსკი
  • ვინ სთქვა, რომ მე, პატრიოტი არა ვარ? მიუქარავს!.. ეტყობა, ან სადილობამდის მოთრეულა ჩემთან და ან ნასადილევს მოხეტებულა… უდროოდ უვლია!.. აბა, თქვენი ჭირიმე, სადილობამდის, როცა მუცელი ცარიელია, ვისა სცალიან საპატრიოტოდ და ან ნასადილევს, კუჭდამძიმებულზე, რაღა დროს პატრიოტობაა?!აკაკი წერეთელი

წიგნში ის კი არ უნდა ეძებო, რაც იცი, ის უნდა იპოვო, რაც იქამდე არ იცოდი.

  • -საკვირველია…….რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი ….როდესაც უყვარს a99b9894b225
    -შენ იყავი ჩემი სიცოცხლე
    -ჩემი ხელები……..ვეღარასოდეს …………….ვერ მოგეხვევიან….
    -შენ ჩემს ხელებში ხარ, მე კი შენს ხელებში
    -შენ სიცოცხლე მომიტანე…შენ სიცოცხლე დამიბრუნე……მკვდარი ვიყავი როგორც ქვა, შენ კი მოხვედი და გამაცოცხლე ….
    -საამისოდ სიტყვა სიყვარული არ გამოდგება,არ კმარა იმის გამოსახატავად რაც იყო.ეს ბევრად უფრო დიდია
    -მარად ჩემთან იყავი,მიყვარდი, მძულდი თუ გულგრილი გეჩვენებოდი -ეს არაფერს ცვლიდა, მარად ჩემთან იყავი და მარად ჩემში ……..
    -შენ დამიბრუნე ჩემი თავი , მაპოვნინე არა მარტო შენი, საკუთარი თავიც კკი, შენ სიცოცხლე მომიტანერემარკი
  • “ჩვენ წარსულის ქმნილებანი ვართ და უხილავი ძაფი გვაკავშირებს მის ყოველ წერტილთან. ძაფი რომ გაწყდეს და ეს წერტილები დაგვეკარგოს, რაღა დარჩება ჩვენგან?”ქარჩახაძე ჯემალ
  • შენს სულში ყველაფერი გარკვეულია, გონება წყნარად და პასიურად ისმენს შენიშვნებს. შენს გულში ყველაფერმა დაიკავა კუთვილი ადგილი, თანაც ისე რომ პროპორცია არ დარღვეულა.
    შენ იცი რაოდენ აფასებენ ადამიანები ყურადღებას და ცდილობ სათნოების ნიღაბი არ მოიშორო.
    შენ გაქვს ლამაზი თვალები..
    უკან გადაწეული თმები.
    ნათელი აზრები..
    შენ ყველა გიღიმის, ყველას მოსწონხარ..
    მე არ მოვწონვარ ყველას, ჩემი სული ამღვრეულია..გონება თავის მსგავსს დაეძებს , გული კი მორიგეობით სავსეა ბრძოლის სურვილით, უსაზღვრო სიძულვილითა და სიყვარულის სიმღერით..
    მე მიმაჩნია-არ შემიძლია ყველას უთანაგრძნო, ჩემი თვალები აღარაა ლამაზი, თმები შებლზე მაქვს ჩამოშლილი და არც აზრები მაწუხებს მაინცდამაინც კეთილი..
    მე ყველა არ მიღიმის ..თამარ ლებანიძე

რაც არ თქმულა არ არსებობს

  • “კარგად დამიგდე ყური. იმ ღამით ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი, რაღაცნაირად ღრმა და მაღალი ფიქრი იყო; განთიადისას, ერთ რამეს მივხვდი!
    – რას…
    – რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.
    მთლად გაიტრუნა წყვდიადში მგზავრი.
    – ასე რომ არა, დაიქცეოდა, – მკაფიოდ გაისმოდა ბნელში,– ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ–ზოგებისადმი
    სიყვარული რომ არა “.
    – “ზეზუხბაია, შენ, ვერასოდეს ვერ შეგიყვარებ, რადგან რაღაცნაირად… როგორ აგიხსანა?! რაღაცნაირად, სხვანაირი ხარ – ამდენი ხანია, ერთად დავიარებით და გაღიმებული არ მინახიხარ, ტირილიც არ შეგიძლია, გულით რომ ვერასოდეს გაიცინებ და, საერთოდ, ვერაფერს გააკეთებ გულით”.გ. დოჩანაშვილი.
  • “ქალი ზღვასა ჰგავს და არავინ იცის როდის აღელდება”. დიდოსტატის მარჯვენა
  • „ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მათი უბედურებაც და მომხიბვლელობაც.“
  • „ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.“
  • „ცხოვრება არასოდეს დასრულდება. მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შეწყვეტთ.“
  • „ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით შეიძლება, იაფია.“
  • „დედამიწაზე ყველაფრისთვის საკმარისი ადგილია, მხოლოდ ადამიანებს არ აქვთ ადგილი.“
  • „იცხოვრო – ნიშნავს იცხოვრო სხვებისათვის. ადამიანი ადამიანითაა.“
  • „შეუძლებელია მთიდან დაქანებული ზვავის შეჩერება. ყველას ჩაიტანს, ვინც ამას შეეცდება. ჯობს, დავიცადოთ და მერე ცოცხლად დამარხულები ამოვთხაროთ.“ერიხ მარია რემარკი – „ტრიუმფალური თაღი“

„არავინ ისე მკაცრად არ გმობს წესის უსაფუძვლოდ დარღვევას, როგორც ანგარებიანი და თავად ღირსებებს მოკლებული ადამიანი.“

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button