არქივი

მარადიული ქალაქის შადრევნები

57339fc2742a
ამ პოსტში მე გთავაზობთ მარადიული ქალაქის, რომის, სამი ძირითადი შადრევნის მეტად საინტერესო ისტორიას.

შადრევანი ბარკჩი
75ff77ab3cb5
ეს შადრევანი რომში ესპანეთის მოედანზე მდებარეობს. იგი ლორენცო ბერნინის მამის, პიეტრო ბერნინის მიერაა შექმნილი. შადრევანს ნავის ფორმა აქვს. სწორედ ამიტომ უწოდეს მას ბარკაჩი, რაც იტალიურად ნავს ნიშნავს.

ოთხი მდინარის შადრევანი
0a404eae025e
1644 წელს პაპმა ინოკენტი მე-10-მ გადაწყვიტა, რომში, ნავონის მოედანზე ძველეგვიპტური ობელისკი აღემართა. ეს ობელისკი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იმპერატორმა კარაკალამ ჩამოიტანა ეგვიპტიდან. პაპმა საუკეთესო პროექტის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა. კონკურენტების ინტრიგების გამო კონკურსზე ლორენცო ბერნინი არ დაუშვეს. მიუხედავად ამისა მან მაინც გააკეთა ბაროკოს სტილის შადრევნის პროექტი, რომელიც ობელისკის გარშემო ქვეყნიერების 4 მხარის მთავარი მდინარეების ალეგორიული ფიგურების განლაგებას ითვალისწინებდა. ფიგურები ნილოსს, განგს, დუნაის და ლა-პლატას გამოხატავდა. პროექტს ჩავარდნა არ ეწერა. ბერნინის მფარველ დიდგვაროვანს, ლუდოვიზის ცოლად ჰყავდა პაპის ნათესავი. სწორედ მან დადგა ბერნინის პროექტის მოდელი იმ ოთახში, სადაც პაპი სადილობდა ხოლმე. პაპმა შეამჩნია მოდელი და ისე მოეწონა, რომ კონკურსი გააუქმა და ბერნინის სთხოვა, დაუყოვნებლივ დაეწყო მუშაობა შადრევნის დადგმაზე.

ტრევის შადრევანი
494045202762
რომის ცნობილი ტრევის ულამაზესი შადრევანი მეთვრამეტე საუკუნეშია შექმნილი. ტრევის შადრევნის არქიტექტორია ნიკოლო სალვი. შადრევანი პალაცო პოლის წინაა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნეპტუნი თავისი ეტლით პალაცოს ნიშიდან მოემართება. ეტლს ტრიტონები და ზღვის ცხენები ეწევიან.

სულ ეს იყო იმედი მაქვს მოგეწონათ(ჩემი პირველი პოსტია) :)))))

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button